იულია რატკევიჩი (ბელარ. Юлія Мікалаеўна Раткевіч; ლაინკა: Julija Mikałajeŭna Ratkievič; დ. 16 ივლისი, 1985, მინსკი, ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ) — ბელარუსში დაბადებული აზერბაიჯანელი ქალი მოჭიდავე. არის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (55 კგ წონით კატეგორიაში). კარიერის საწყის წლებში გამოდიოდა ბელარუსის სახელით.

იულია რატკევიჩი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 16 ივლისი, 1985(1985-07-16) (39 წლის)
დაბ. ადგილი მინსკი
სიმაღლე 163
ქვეყანა აზერბაიჯანი

2005 წელს რატკევიჩმა ბელარუსი სახელით მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ვარნაში, ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. აზერბაიჯანში გადასვლის შემდეგ მოიგო 2009 ჰერნინგში, დანიის სამეფოში გამართული ერვოპის ჩემპიონატი და 2011 წელს დორტმუნდში, გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი. 2010 წელს რატკევიჩმა 55 კგ კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე (მოსკოვი, რუსეთი). 2013 წელს 59 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (ბუდაპეშტი, უნგრეთი). 2014 წელს 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი (ტაშკენტი, უზბეკეთი). ფინალში დამარცხდა მონღოლ მოჭიდავე სუხეგინ ცერენჩიმედთან. 2015 წელს 58 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (ლას-ვეგასი, აშშ). 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე დაიკავა მე-14 ადგილი (55 კგ წონითი კატეგორია). 2014 წელს კი მეშვიდე ადგილზე გავიდა (60 კგ წონითი კატეგორია).

2012 წელს რატკევიჩმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში, დიდ ბრიტანეთში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 55 კგ წონით კატეგორიაში. დაამარცხა ბერძენი მარია პრევოლარაკი, მაგრამ შემდეგ დამარცხდა იაპონელ საორი იოშიდასთან. ამის შემდეგ ის გადავიდა რეპეშაჟში სადაც ამერიკელი მოჭიდავე კელსი კემპბელი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლის ბრძოლაში დაამარცხა რუსი ვალიერა ჟოლობოვა.[1] 2011 წელს 59 კგ წონით კატეგორიაში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი (დორტმუნდი, გერმანია). 2016 წელს 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (რიგა, ლატვია).

ბატკევიჩმა აგრეთვე მიიღო მონაწილეობა რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ამჯერად ვერ მოახერხა მედლის მოპოვება.[2] ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა ტუნისელ მარვა ამრისთან. დაიკავა მე-5 ადგილი. 2013 წელს რატკევიჩმა მოიგო ყაზანში, რუსეთში გამართული ზაფხულის უნივერსიადა (59 კგ წონითი კატეგორია). ფინალში დაამარცა ამერიკელი მოჭიდავე ელისონ რაგანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-04. ციტირების თარიღი: 2012-08-13
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-21. ციტირების თარიღი: 2016-08-21