იულია დომნა (Latin: [ˈjuːli.a ˈdomna] ; დ. დაახლ. 160 — გ. 217) — რომის იმპერატრიცა 193-211 წლებში, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის ცოლი. დაიბადა ემესაში (დღევანდელი ჰომსი) რომაულ სირიაში, არაბულ ოჯახში [1]. 187 წელს დაქორწინდა სეპტიმიუს სევერუსზე, რომელიც იმ დროს იყო რომის პროვინციის გალია ლუგდუნენსისის მმართველი. მათ შეეძინათ ორი ვაჟი, კარაკალა და გეტა. 193 წელს რომის ტახტისთვის სამოქალაქო ომი დაიწყო და ცოტა ხნის შემდეგ სევერუსმა თავი იმპერატორად გამოაცხადა. სამოქალაქო ომი 197 წელს დასრულდა სევერუსის უკანასკნელი მოწინააღმდეგის დამარცხებით.

იულია დომნა

ბიუსტი, ვატიკანის მუზეუმი
დაბადების თარიღი დაახლოებით 160 წელს
ემესა (დღევანდელი ჰომსი), რომაული სირია
გარდაცვალების თარიღი 217
ანტიოქია (დღევანდელი ანთაქია, თურქეთი)
დაკრძალულია ადრიანეს მავზოლეუმი
პროფესია რომის იმპეტრარიცა
მეუღლე(ები) სეპტიმიუს სევერუსი (187-211)
შვილ(ებ)ი კარაკალა და გეტა
მშობლები მამა: იულიუს ბასიანუსი

როგორც იმპერატრიცა, ცნობილი იყო პოლიტიკური, სოციალური და ფილოსოფიური შეხედულებებით. მას შემდეგ რაც, მისმა უმცროსმა ვაჟმა, კარაკალამ მამამისთან ერთად დაიწყო რომის მართვა, იულია კარაკალას მეუღლესთან ერთად, ფულვია პლაუტილასთან ერთად იყო რომის იმპერატრიცა. მოგვიანებით, პლაუტილას მამა გაასამართლეს, ხოლო ფულვია გადაასახლეს და შემდგომ მოკლეს. 211 წელს სევერუსის გარდაცვალების შემდეგ, დომნა გახდა პირველი იმპერატრიცა, რომელმაც მიიღო ტიტულის კომბინაცია - „პია ფელიქს ავგუსტა“. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რომის ტახტის გამო მის ვაჟებს შორის კონფლიქტი იყო, იულია შუამავლის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა კარაკალამ თავისი ძმის, გეტას მკვლელობა დაუკვეთა.

217 წელს დომნამ თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც გაიგო კარაკალას მკვლელობის შესახებ. იმ დროს კარაკალა სამხედრო კამპანიას ატარებდა პართიის წინააღმდეგ, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა დედამისი იულიაც. დომნას გარდაცვალების შემდეგ, მისი უფროსი და იულია მაესა წარმატებით იბრძოდა პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის. სევერანთა დინასტია აღდგა 218 წელს, ხელისუფლებაში მაესას შვილიშვილის, ელაგაბალუსის მოსვლის შემდეგ. დინასტიამ ძალაუფლება შეინარჩუნა 235 წლამდე, იმპერატორ სევერუს ალექსანდრეს მეფობის დასრულებამდე, რის შემდეგაც დაიწყო რომის იმპერიის მესამე საუკუნის კრიზისი.

ოჯახური ფონი

რედაქტირება

იულია დომნა დაახლოებით 160 წელს დაიბადა ემესაში, (დღევანდელი ჰომსი) სირიაში, [2] არაბულ ოჯახში, რომელიც ემესანის დინასტიის ნაწილი იყო. [3] მისი სახელი, დომნა, არის არქაული არაბული სიტყვა და ნიშნავს „შავს“, [4]. ის იყო ბაალის მღვდელმთავრის, იულიუს ბასიანუსის უმცროსი ქალიშვილი და იულია მაესას და. მაესას და მისი მეუღლის იულიუს ავიტუსის ქორწინებიდან დომნას ჰყავდა ორი დისშვილი: იულია სოემიასი და იულია მამეა, მომავალი რომის იმპერატორების ჰელიოგაბალუსის (218–222) და სევერუს ალექსანდრეს (222–235) დედები. [5]

დომნას წინაპრები იყვნენ ელაგაბალუსის ცნობილი ტაძრის მღვდელი მეფეები. ოჯახი ფლობდა უზარმაზარ სიმდიდრეს, დაწინაურებულები იყვნენ რომაული სენატის არისტოკრატიაში. ქორწინებამდე დომნამ მემკვიდრეობით მიიღო მამის ბიძის, იულიუს აგრიპას ქონება. [5]

ქორწინება

რედაქტირება

ავგუსტანური ისტორია, ზოგადად არასანდო წყარო, მოგვითხრობს, რომ 186 წელს პირველი ცოლის დაკარგვის შემდეგ, [6] პოლიტიკოსმა სეპტიმიუს სევერუსმა მოისმინა წინასწარმეტყველება სირიაში ქალის არსებობის შესახებ, რომელიც დაქორწინდებოდა მეფეზე. ეს ქალი აღმოჩნდა იულია დომნა. იულიას მამამ, ბასიანუსმა მიიღო სევერუსის ქორწინების წინადადება 187 წლის დასაწყისში, ხოლო წყვილმა ზაფხულში იქორწინა ლუგდუნუმში (დღევანდელი ლიონი, საფრანგეთი), მისი გამგებელი იყო სევერუსი. [7] მათი ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა, სევერუსი აფასებდა დომნას და მის პოლიტიკურ შეხედულებებს. წყვილს შეეძინა ორი ვაჟი, ლუციუს სეპტიმიუს ბასიანუსი (კარაკალა) 188 წელს ლუგდუნუმში გაჩნდა, ხოლო პუბლიუს სეპტიმიუს გეტა მომდევნო წელს რომში დაიბადა. [8]

სამოქალაქო ომი

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც 192 წელს რომის იმპერატორი კომოდუსი მოკლეს, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყოლია, ტახტუს მრავალი პრეტენდენტი გამოჩნდა, მათ შორის იყო დომნას მეუღლე სევერუსი. უფროსი სენატორი, პერტინაქსი, პრეტორიანული გვარდიის მიერ დაინიშნა რომის ახალ იმპერატორად. მაგრამ როდესაც პერტინაქსმა არ დააკმაყოფილა პრეტორიანელების მოთხოვნები, ისიც მოკლეს. [9] კიდევ ერთი პოლიტიკოსი, დიდიუს იულიანუსი, რომელიც იმპერატორად დანიშნეს, სევერუსმა ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა. [10]

სევერუსი იმპერატორის ტიტულისთვის 193 წლიდან იბრძოდა. მან ბრიტანიის მმართველს, კლოდიუს ალბინუსს, კეისრის წოდება შესთავა, რის შემდეგაც შეეძლო პესცენიუს ნიგერზე, მის მთავარ მეტოქეზე ფოკუსირება. სევერუსმა პესცენიუსი 194 წელს, ისოს ბრძოლაში დაამარცხა. ამის შემდეგ, სევერუსმა მისი შვილი კარაკალა თავის მემკვიდრედ გამოაცხადა, ხოლო კლოდიუს ალბინუსი თავისმა ჯარმა იმპერატორად ცნო. 197 წელს, ლუგდუნუმის ბრძოლაში, სევერუსმა ალბინუსი დაამარცხა და გახდა რომის იმპერატორი, ხოლო დომნა იმპერატრიცა.

 
მონეტა დომნას გამოსახულებით.

გარდაცვალება

რედაქტირება

217 წელს კარაკალამ ახალი ომი დაიწყო პართიასთან. დომნა კარაკალასთან ერთად ანტიოქიამდე წავიდა. [11] კამპანიის დროს კარაკალა რომაელმა ჯარისკაცმა მოკლა. [12] დომნამ თვითმკვლელობა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც გაიგო მომხდარი აჯანყების შესახებ. [13] [14] შესაძლოა გადაწყვეტილება დაჩქარებული იყო იმით, რომ მას მკერდის კიბო ჰქონდა. [15] მისმა დამ, იულია მაესამ 218 წელს აღადგინა სევერანის დინასტია; [16] [17] დინასტია იმპერიას 235 წლამდე მართავდა (როდესაც დაიწყო მესამე საუკუნის კრიზისი, რომის სამოქალაქო ომის ორმოცდაათწლიანი პერიოდი). [18] დომნას ცხედარი რომში გადაასვენეს და მოათავსეს Sepulcrum C. et L. Caesaris-ში. თუმცა, მოგვიანებით, მისი და გეტას ძვლები მაესამ ადრიანეს მავზოლეუმში გადაასვენა.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

მან წაახალისა ფილოსტრატე, რომ დაეწერა აპოლონიუს ტიანას ცხოვრება. [19] ვარაუდობენ, რომ დომნა იქამდე გარდაიცვალა, სანამ ფილოსტრატე დაასრულებდა თავის რვატომიან ნაშრომს. [13] მან დიდი გავლენა მოახდინა რომაულ მოდაზეც: თმის ვარცხნილობას, რომელსაც დომნა ატარებდა, მოგვიანებით რომის იმპერატრიცა კორნელია სალონინა და პალმირას დედოფალი ზენობია ატარებდნენ. [20] მან რომში დანერგა პარიკების ტარება, რაც ასურელების ჩვეულება იყო. [21]

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Rodinson 1981
  2. Burns 2006, p. 181: "The date of Julia's birth is not known, but coins of her sister Julia Maesa, minted about 220, show a woman nearing 60 (see figures 11.2, 11.17). Thus, Julia Domna was probably born around 160."
  3. Gagarin 2010; Bowman, Garnsey & Cameron 2005; Ball 2016; Bowersock 1994; Shahîd 1984; Rodinson 1981.
  4. Shahîd 1984.
  5. 5.0 5.1 Levick 2007.
  6. Birley 1999.
  7. Birley 1999; Fishwick 2005.
  8. Birley 1999.
  9. Rahman 2001.
  10. Birley 1999.
  11. Greenwalt 2000.
  12. Goldsworthy 2009.
  13. 13.0 13.1 Jones 2005.
  14. Birley 1999.
  15. Potter 2004.
  16. Salisbury 2001.
  17. Burns 2006.
  18. Southern 2015.
  19. Dzielska & Stucchi 1986.
  20. Southern 2008.
  21. Baharal 1992.