ზენობია (პალმირა)
ზენობია (პალმირულ დიალექტზე: (Btzby), გამოითქმის, როგორც Bat-Zabbai; დ. 240 – გ. 274) — პალმირის იმპერიის მმართველი III საუკუნეში. მისი წარმომავლობის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს. დაიბადა კეთილშობილი პალმირელთა ოჯახში. დაქორწინდა ქალაქის მმართველ ოდაენატუსზე. მისი ქმარი, 260 წელს, მეფე (მალიქი) გახდა, რომელმაც სასანიანების დამარცხებისა და რომის აღმოსავლეთში სიტუაციის დასტაბილიზების შემდეგ, პალმირა ახლო აღმოსავლეთის უძლიერეს ქალაქად აქცია. ოდაენტუსის მკვლელობის შემდეგ, ზენობია ვაჟის, ვაბალატუსის რეგენტი გახდა და მისი მმართველობის დროს დე ფაქტო ძალაუფლებას ფლობდა.
270 წელს, ზენობიამ რომის აღმოსავლეთის პროვინციების დიდ ნაწილში შეიჭრა, რაც საბოლოოდ ეგვიპტის ანექსიით დასრულდა. 271 წლის შუახანებისთვის, ზენობიას იმპერია ანკარიდან, ცენტრალური ანატოლიასა და სამხრეთით ეგვიპტემდე გადაიჭიმა, თუმცა ფორმალურად მაინც რომისადმი დაქვემდებარებულად ითვლებოდა. მიუხედავად იმპერატორ ადრიანეს 272 წლის კამპანიისა, ზენობიამ ვაჟი იმპერატორად გამოაცხადა და თვითონაც, იმპერატორობა საკუთარ თავზე აიღო (პალმირა რომს ოფიციალურად გამოეყო). მძიმე ბრძოლების შემდეგ, რომაელებმა გაიმარჯვეს. დედოფალი, დედაქალაქში ალყაში მოაქციეს, შემდეგ კი ავრელიანემ ტყვედ ჩაიგდო, რომელმაც დედოფალი რომში გააძევა, სადაც ზენობიამ სიცოცხლის დარჩენი ნაწილი გაატარა.
ზენობიას კარგი განათლება ჰქონდა მიღებულ და თავის სახელმწიფოში ინტელექტუალებისთვის, მეცნიერებისთვის, მკვლევრებისა და ფილოსოფოსებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ხელს უწყობდა. დედოფალი რელიგიური უმცირესობებისადმი ტოლერანტულად იყო განწყობილი. მიუხედავად მულტიკულტურული და მულტიეთნიკური იმპერიისა, დედოფალს ირგვლივ სტაბილური ადმინისტრაცია ჰყავდა. ზენობია, 274 წლის შემდეგ გარდაიცვალა. შემდეგში მისი ბედის შესახებ უამრავი მითი შეიქმნა. მისი აღზევება და დაცემა უამრავი ისტორიკოსის, ხელოვანისა თუ მწერლისთვის შთაგონების წყარო გამხდარა. ის სირიის ეროვნული გმირია.
სახელი
რედაქტირებაზენობიას მშობლიური პალმირიული სახელია Bat-Zabbai (პალმირულ ანბანში იწერება შემდეგნაირად — „Btzby“,[1]), რაც დასავლურ არამეულ ენაზე ზაბაის ქალიშვილს ნიშნავს.[2] მეცხრე საუკუნის ისტორიკოსი ალ ტაბარი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს,[3] რომ დედოფალს Na'ila al-Zabba' ერქვა.[4] მანიქეისტურ ტექსტებში დეოფლის სახელია „ტადი“.
პალმირული სახელები: ზაბეიდა, ზაბდილა, ზაბაი ან ზაბდა, ძველ ბერძნულ ენაში ხშირად ზენობიოსად (მამრ.) ან ზენობიად (მდედრ.) ტრანსფორმირდებოდა.[5]
ზენობიას ცხოვრების შესახებ ბევრი განსხვავებული ანტიკური წყარო არსებობს, მაგრამ მათი უმრავლესობა გაყალბებულია. ამ ეპოქის ყველაზე გამორჩეული (თუმცა არასანდო) წყარო, ბიოგრაფიების გვიანი რომაული კოლექციაა.[6] ზოგიერთი წყარო, სხვა წყაროების შეჯერებითაა განხილული და უფრო ღირებულია.[6] ზენობიას ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ, ბიზანტიელი ისტორიკოსის, იოანე ზონარას ნაშრომები მიიჩნევა.[6]
წარმოშობა, ოჯახი და ადრეული წლები
რედაქტირებაპალმირელი საზოგადოება, სემიტური ტომების (ძირითადად, არამეული და არაბული) ნაზავს წარმოადგენდა, ამიტომ ზენობიას რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნება შეუძლებელია. როგორც პალმირელი, ის შეიძლება არამეული ან არაბული წარმოშობისა იყოს.[7] არაფერია ცნობილი დედის შესახებ, მამის წარმოშობის საკითხი კი, განხილვის საგანია.[8] მანიქეისტურ წყაროებში მოხსენიებულია, ნაფშა, „პალმირის დედოფლის“ და,[8] მაგრამ წყაროები ძალიან დამაბნეველია და შეიძლება, ამ სახელით თვითონ ზენობია იყოს აღნიშნული,[9] რადგან საეჭვოა, ზენობიას და ჰყოლოდა.[10]
პალმირის დედოფალი
რედაქტირებაკონსორციუმი
რედაქტირებაადრეულ საუკუნეებში, პალმირა რომის იმპერიისადმი დაქვემდებარებული ქალაქი იყო და რომაული ფინიკიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.[11] 260 წელს, იმპერატორმა ვალერიანემ, სასანიანთა იმპერიის შაჰის, შაპურ I-ის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელმაც რომაელთა იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციები შეავიწროვა. ედესას მახლობლად ვალერიანე დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა.[12] პალმირის მეფე ოდაენტუსი გახდა. სპარსეთის წინააღმდეგ წარმატებული კამპანიის შემდეგ, 263 წელს მან აღმოსავლეთი მეფედ-მეფის ტიტული მიიღო.[13] ოდაენტუსმა თავისი უფროსი ვაჟი, ჰეროდიანუსი (ჰაირან I), თანამმართველად დაიშნა.[14] მეფეთ-მეფე, შავი ზღვიდან პალესტინამდე გადაჭიმულ ტერიტორიებს მართავდა.[15] 267 წელს, კამპანიიდან დაბრუნებისას, ოდაენტუსი და ჰეროდიანუსი მოკლეს.[14]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- მესამე საუკუნის კრიზისი
- გალების იმპერია
- მავია
- ზენობია (სომხეთის დედოფალი)
ლიტერატურა
რედაქტირება- Abu-Manneh, Butrus (1992). „The Establishment and dismantling of the province of Syria, 1865–1888“, Problems of the modern Middle East in historical perspective: essays in honour of Albert Hourani. Ithaca Press (for the Middle East Centre, St. Antony's College Oxford). ISBN 978-0-86372-164-9.
- Aliksān, Jān (1989). التشخيص والمنصة: دراسات في المسرح العربي المعاصر (ar). اتحاد الكتاب العرب.
- Ando, Clifford (2012). Imperial Rome AD 193 to 284: The Critical Century. Edinburgh University Press. ISBN 978-0-7486-5534-2.
- Andrade, Nathanael J. (2013). Syrian Identity in the Greco-Roman World. Cambridge University Press. ISBN 978-1-107-01205-9.
- Bagnall, Roger S. (2004). Egypt from Alexander to the Early Christians: An Archaeological and Historical Guide. Getty Publications. ISBN 978-0-89236-796-2.
- Ball, Warwick (2002). Rome in the East: The Transformation of an Empire. Routledge. ISBN 978-1-134-82387-1.
- (2009) The History of Zonaras: From Alexander Severus to the Death of Theodosius the Great. Routledge. ISBN 978-1-134-42473-3.
- Bland, Roger (2011). „The Coinage of Vabalathus and Zenobia from Antioch and Alexandria“. The Numismatic Chronicle. The Royal Numismatic Society. 171. ISSN 2054-9202.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Vaballathus and Zenobia
- Zenobia: empress of Palmyra (267–272) დაარქივებული 2008-05-23 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Edwell 2007, p. 230.
- ↑ Stoneman 1994, p. 2.
- ↑ Millar 1993, p. 433.
- ↑ Powers 2010, p. 148.
- ↑ Teixidor 2005, p. 201.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Stoneman 1994, p. 10.
- ↑ Bryce 2014, p. 297.
- ↑ 8.0 8.1 Southern 2008, p. 4.
- ↑ Ball 2016, p. 121.
- ↑ Southern 2008, p. 2.
- ↑ Edwell 2007, p. 27.
- ↑ Ando 2012, p. 167.
- ↑ Butcher 2003, p. 60.
- ↑ 14.0 14.1 Goldsworthy 2009, p. 61.
- ↑ Dignas & Winter 2007, p. 160.