იტურის პროვინცია (ფრანგ. Ituri) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბუნია.

პროვინცია
იტურის პროვინცია
ფრანგ. Ituri
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი ბუნია
კოორდინატები 1°50′00″ ჩ. გ. 29°30′00″ ა. გ. / 1.83333° ჩ. გ. 29.50000° ა. გ. / 1.83333; 29.50000
ფართობი 65 658 კმ²
მოსახლეობა 4 241 236 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 64,60 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+02:00
ოფიციალური საიტი http://provinceituri.co/

გეოგრაფია

რედაქტირება

2005 წლის საკონსტიტუციო რეფორმამდე იტურის პროვინცია იყო ყოფილი აღმოსავლეთის პროვინციის ნაწილი. პროვინციის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე იტური. პროვინცია მთლიანად დაფარულია ტროპიკული ტყეებით.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

პროვინციაში ხარობს 30 000-ზე მეტი ყვავილოვანი მცენარე, ბუდობს 1400-ზე მეტი სახეობის ფრინველი და 400 სახეობის ძუძუმწოვარი, მათ შორის ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა ოკაპი, გორილა, შიმპანზე, ჯიქი, თუთიყუშების ბევრი სახეობა. მდინარეებში დაცურავს თევზების ბევრი სახეობა, ასევე ბეჰემოთები და ნილოსის ნიანგები.

მოსახლეობა

რედაქტირება

პროვინციის მოსახლეობა — 4 241 236 ადამიანი (2005 წელი)[1].

იტურის პროვინცია დასახლებულია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით, რომელთა შორის შეიძლება გამოვყოთ პიგმეების ტომები, რომლებიც დღემდე მოწყვეტილები არიან ცივილიზაციას და თავს ირჩენენ ნადირობით და შემგროვებლობით. მბუტის პიგმეების ტომები ითვლებიან ყველაზე უფრო დაბალი სიმაღლის ადამიანებად მსოფლიოში, მათი საშუალო სიმაღლე შეადგენს 135 სმ-ს.

იტურის პროვინცია ცნობილია ადამიანთა შორის ჭირის დაავადების შემთხვევების დიდი რაოდენობით თანამედროვე სამყაროში — დაახლოებით 1000 დარეგისტრირებული შემთხვევა წელიწადში.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

პროვინცია დაყოფილია 5 ტერიტორიად:

  1. Provinces of the Democratic Republic of Congo (Congo Kinshasa). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 2011-05-27.