ისრაფილ აშურლი
ისრაფილ აშურლი (აზერ. İsrafil Aşurlı; დ. 1969 წლის 16 იანვარი, ბაქო, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ) — აზერბაიჯანელი მთამსვლელი, ყინულზე ცოცვის კომისიის აღმასრულებელი მდივანი (2010-2017), რომელიც არის UIAA-ს (ცოცვის და მთამსვლელობის საერთაშორისო ფედერაცია) დაქვემდებარების ქვეშ. ასევე ის არის ახალგაზრდული კომიტეტის პრეზიდენტი (ახალგაზრდული კომისია 2012-2016 წწ.), აზერბაიჯანის მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (2010-2016 წწ.), მთამსვლელობისა და მთამსვლელობის ევრო-აზიის ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი (EAMA 2011 წლიდან) და ყინულზე ცოცვის საერთაშორისო მსაჯი.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | Israfil Əli oğlu Aşurlı |
ეროვნება | აზერბაიჯანელები |
დაბ. თარიღი | 16 იანვარი, 1969 |
დაბ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სსრკ |
სპორტი | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
სახეობა | ალპინიზმი |
ჯილდოები | მედალი „პროგრესი“ |
ისრაფილ აშურლი არის პირველი აზერბაიჯანელი, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჰიმალაის ის მთები, რომელიც რვა ათასზე მეტი სიმაღლისაა: ჩომოლუნგმა (2007), კანგჩენჯუნგა (2011), ლოცე (2019) და მანასლუ (2019). ის არის აზერბაიჯანის პირველი წევრი Seven Peaks Club-ში (2007), ასევე პირველი ,,თოვლის ლეოპარდი" აზერბაიჯანული ალპინიზმის ისტორიაში (2009) და ჩრდილოეთ პოლუსის პირველი დამპყრობელი (2009).
ისრაფილი არის აზერბაიჯანის ალპური კლუბის / Azərbaycan Alpine Klubu თანადამფუძნებელი.
2009 წლის 4 მარტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ისრაფილ აშურლი დაჯილდოვდა თარაგის (პროგრესი) მედლით.
ის არის ასევე ალპინისტური ორდენის ,,ედელვაისის" I და II ხარისხის კავალერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაისრაფილ აშურლი დაიბადა 1969 წლის 16 იანვარს ქალაქ ბაქოში. ის არის ბაქოს მე-6 სკოლის კურსდამთავრებული. მან დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემიის ენერგეტიკული ფაკულტეტი.
1991 წელს ისრაფილ აშურლიმ შექმნა კომპანია ,,ინსოლი", რომელიც 1998 წლიდან ახორციელებს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის დამონტაჟებას მობილური და სადენიანი ოპერატორებისთვის. კომპანიას აქვს ოფისები: რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთში. ისრაფილი არის კომპანია Insol Group-ის მმართველთა საბჭოს წევრი, მმართველი კომპანია „ინსოლ კონსალტინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, შვეიცარიული კომპანია iCsquared GmbH-ის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და დსთ-ში.
ისრაფილ აშურლი ალპინიზით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „ინსოლი“ შეიქმნა. ეს მოხდა, როგორც მან თქვა შემთხვევით. 1999 წელს ის იყო ეგზოტიკურ ტურისტულ ლაშქრობაში ჰიმალაის კანჩენჯუნგას (8586 მ) ძირში. მან თქვა: „როდესაც ადამიანები მთაში მიდიან, ორი არჩევანი აქვთ. არ მოსწონთ მთები და საერთოდ აღარ მიდიან იქ, ან ისე მოსწონთ, რომ ცდილობენ რაც შეიძლება მალე ისევ დაბრუნდნენ აქ. ჩემს შემთხვევაში ეს მეორეა".
ექსპედიციები
რედაქტირება2000 წელს, კანგჩენჯუნგას ძირთან ვიზიტის დროს, აშურლის დიდი ინტერესი გაუჩნდა ალპინიზმის მიმართ. მომდევნო შვიდ წელიწადში ის გახდა მეცხრე ადამიანი, რომელმაც დაასრულა Seven Summits-ის გამოწვევა.[1]
2003 წელს ისრაფილი ავიდა ლაფჩის მთაზე (6017) რუს ალპინისტ ვლადიმერ შატაევთან ერთად.[2] 2007 წელს აშურლი სერგეი კოფანოვთან ერთად ავიდა ევერესტზე.[3] 2011 წელს ის ავიდა კანგჩენჯუნგაზე რუს ალპინისტ ალექსეი ბოლოტოვთან და ნიკოლაი ტოტმიანინთან ერთად.[4] 2013 ისრაფილი იყო ნანგა პარბატის ექსპედიციის მონაწილე. ექსპედიცია შეწყდა ტერორისტული თავდასხმის გამო. 2014 შიშაბანგმას ექსპედიციის საშუალებით ის ავიდა 6800 მ-მდე და თუმცა სვლა შეწყვიტა ფილტვის შეშუპების გამო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აშურლის პროფილი ვებ-საიტზე 7 Summits Club
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Interview with Israfil Ashurly. ციტირების თარიღი: 17 August 2014.
- ↑ One unconquered mountain in Nepal has decreased.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 17 August 2014.
- ↑ Everest 2007: Sergey Kofanov report and video concerning rescue of Marco Epis. ციტირების თარიღი: 17 August 2014.
- ↑ 7 Summits Everest Expedition Tibet 2011: Base Camp. ციტირების თარიღი: 17 August 2014.