ისლანდიური ლიტერატურა

ისლანდიური ლიტერატურა აღნიშნავს ისლანდიაში ან ისლანდიელების მიერ დაწერილ ლიტერატურას. განსაკუთრებით ცნობილია შუა საუკუნეების ისლანდიური საგები. რადგან ისლანდიური და ძველი სკანდინავიური თითქმის ერთი და იგივე ენაა და რაკი სკანდინავიური ნაწარმოებების უმეტესი ნაწილი წარმოდგება ძველი სკანდინავიური ლიტერატურიდან ხშირად მას შეცდომით, ზოგადად სკანდინავიური ლიტერატურის ნაწილად განიხილავენ.

Skírnismál - მეცამეტე საუკუნის ისლანდიური პოეტური ედა

ადრინდელი ისლანდიური ლიტერატურა

რედაქტირება

შუა საუკუნეების ისლანდიური ლიტერატურა ძირითადად იყოფა სამ ნაწილად:

პოეტური ედა

რედაქტირება

ედას ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით დღემდე დისკუსია მიმდინარეობს. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იგი ძველსკანდინავიური ტერმინ - “Edda”-სგან წარმოდგება, რომელიც დიდ ბებიას აღნიშნავს, თუმცა ზოგიერთის მოსაზრებით, ეს ჟანრი "Oddi""-სგან მომდინარეობს(რომელიც შუა საუკუნეების განათლების ცენტრს წარმოადგენდა), სადაც სნორი სტურლუსონმა დაწერა პროზა ედა. ედა ძირითადად მითოლოგიურ პერსონაჟებს და ამბებს აღწერს.

სკალდური პოეზია

რედაქტირება

სკალდური პოეზია იმით განსხვავდება პოეტური ედასგან, რომ ის შექმნილია კარგად ცნობილი სკალდების (ისლანდიელი პოეტები) მიერ. სკალდები ნაცვლად მითოლოგიური ამბებისა, ყვებოდნენ გმირობებსა და მეფეებზე. ხშირად მოთხრობაში ლექსები გამოიყენებოდა, რათა მშრალი ისტორიის ნაცვლად, უფრო გაემძაფრებინათ მკითხველის ემოციები. [1]

საგა არის პროზაული ნაწარმოები, რომელიც დაწერილია ძველ სკანდინავიურად და აღწერს გერმანიკული და სკანდინავიური მსოფლიოს ამბებს. მაგალითად: ისლანდიის დასახლებას, ვიკინგების ლაშქრობებს, გოტლანდის ადრეულ ისტორიას. საგა ძირითადად რეალისტურია და ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, თუმცა არის რამდენიმე ლეგენდარული საგაც. საგა წარმოადგენს სკანდინავიის შუა საკუნეების კვლევის ძირითად წყაროს.

 
ნაბეჭდი ბიბლიის გარეკანი, ეპისკოპოსი Guðbrandur Þorláksson, 1584 წელი.

შუა საუკუნეების ისლანდიური ლიტერატურა

რედაქტირება

მეთხუთმეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მნიშვნელოვანი თხზულებებიდან (საეკლესიო ლიტერატურის ჩთვლით), ყველაზე პოპულარულია ჰადლგრიმურ პეტურსონის ვნების ჰიმნები (Passíusálmar-50 პოეტური, საეკლესიო ტექსტი); რიმები (ríma - რითმები) ალიტერაციულად დაწერილი პოემები, რომლებიც შედგება ორი ან ოთხი სტროფისგან თითოეულ სტანსში; და ისეთი ავტობიოგრაფიული ნაწარმოებები, როგორიცაა ჯონ მაგნუსონის - Píslarsaga. ბიბლიის სრული თარგმანი დაიბეჭდა XVI საუკუნეში. მეთვრამეტე საუკუნის ყველაზე გამოჩენილი პოეტი იყო ეგერტ ოლაფსონი (1726–1768).

თანამედროვე ლიტერატურა

რედაქტირება

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მოხდა ლინგვისტური და ლიტერატურული აღორძინება. ამ დროის ისლანდიაში რომანტიზმი შემოვიდა და დომინანტის როლიც დაიკავა; ეს განსაკუთრებით 1830-იანებში ისეთი პოეტების ნაშრომებში აისახა, როგორებიცაა: ბიარნი თორარენსენი (1786–1841) და იოუნას ჰადლგრიმსონი (1807–45). იოუნას ჰადლგრიმსონი ასევე პირველი თანამედროვე ისლანდიელი მწერალია, რომელიც მცირე მოთხრობებს წერდა. მან გავლენა მოახდინა იოუნ თოროდსენზე, რომელმაც 1850 წელს პირველი ისლანდიური ნოველა გამოაქვეყნა, ამიტომაც ეს უკანასკნელი თანამედროვე ისლანდიური ნოველების მამად მიიჩნევა.

მეთვრამე საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებამდე კლასიკურ ისლანდიურ სტილს ძირითადად აგრძელებდნენ: დრიმურ თომსენი (1820–96) რომელმაც მრავალი საგმირო პოემა დაწერა და მატიას იოჰუმსონი (1835–1920) (წერდა პიესებს). მატიას იოჰუმსონი ისლანდიური დრამის ფუძემდებლად არის მიჩნეული.

რომანტიზმს რეალიზმი და ნატურალიზმი მოჰყვა. გამოჩენილი რეალისტები არიან სატირისტი გესტურ პალსონი (1852–91) და ისლანდიელ-კანადელი პოეტი სტეფან გ. სტეფანსონი (1853–1927).

ახლანდელი მწერლებიდან ისლანდიის ფარგლებს გარეთ პოპულარობის მოპოვება შეძლო არნალდურ ინდრიდასონმა (დ. 1961) რომელიც კრიმინალისტურ ნოველებს წერს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Tools of Literacy, Gudrun Nordal