სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფურცელაძე.

ისაია იოველის ძე ფურცელაძე (დ. 1851, სოფ. მერეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 1924) — ქართველი აგრონომი (მეხილე), მემამულე, საზოგადო მოღვაწე (სახალხო მასწავლებელი) და საქართველოში მეხილეობის ერთ-ერთი პიონერი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900–1918).[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

აგრონომიული განათლება საფრანგეთში მიიღო; შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, ჩამოიტანა ხეხილის ახალი ჯიშები და ნამყენები და თავის სოფელში, საგვარეულო კარმიდამოში ხეხილის ბაღების გაშენება დაიწყო. იმდროინდელ პრესაში შემონახულია ინფორმაცია ისაია ფურცელაძის ხეხილის ბაღებზე, სანერგე მეურნეობასა და სამეურნეო სკოლაზე:[2]

 
„პატარა ლიახვის ხეობაზე ისაია ფურცელაძის ბაღი ყველას გაუგონია. მართლაც შესანიშნავია ოცდაათზე მეტი დღიური საუკეთესო ვაშლით, მსხლით და ატმით არის სავსე. ამოდენა ხეხილის ბაღს ძნელად შეხვდებით ქართლში“
(ჟურნალი „მოსავალი“, №6, 1910)
 
„ცნობილ მეურნეს ისაია ფურცელაძეს გორის მაზრის სოფელ მერეთში ფრიად კეთილი საქმე დაუწყია: უზარმაზარ ჭალაში, რომელიც სამოც დესატინას შეიცავს, აშენებს ხილის დიდ სასოფლო ბაღს თავის ხარჯებით. ბ-ნ ფურცელაძეს გადაწყვეტილი აქვს, აქვე დააარსოს სამეურნეო სასწავლებელიმ რომლის ხარჯიც დაიფარება ამ უზარმაზარი ბაღის შემოსავლით“

მან ხეხილის ბაღები მერეთის ერთ-ერთუბანში, ხაშილაურში გააშენა. თანასოფლელებს ნერგებს უფასოდ ურიგებდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი ბაღები კოლმეურნეობის გამხდარა.[3]

მის სახელს უკავშირდება ისეთი ახალი ჯიშების გამოყვანა, რომლებსაც დღესაც აშენებენ; მას ხეხილის ბაღში 200-მდე ჯიში ჰქონდა დარგული: მსხლის ჯიშები — ჟოზეფინა დე-მალინ, მადამ დიუპუი, შარლ კონიე, ბერგამოტ ესპერინა (მსხალი), ვაშლისაბანანი, ლანზბერგის რენეტი, ვაგნერის რენეტი, ედელბემერი (ტიროლისა).[4] ვაშლის სხვადასხვა ჯიშის დამყნობით „მერეთულა“ გამოიყვანა.[2]

მართავდა წარმოდგენებს. მისი ხელმძღვანელობით ლიზა ჩერქეზიშვილმა პირველად ითამაშა 1885 წელს ავქსენტი ცაგარელის „ხანუმაში“.[1]

1900 წლის 4 ივნისს აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.[5]

ისაია ფურცელაძის საფლავი მის მიერ გაშენებული ბაღების ტერიტორიაზე მდებარეობს.[3]

  1. 1.0 1.1 ისაია ფურცელაძე — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
  2. 2.0 2.1 „კაცი თუ გონიერია, სოფელი ღონიერია“. კახეთის ხმა (17 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2020.
  3. 3.0 3.1 სოფელ მერეთის სიძველეები და წარწერები. გოიას არქივი (15 აგვისტო, 2012). ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2020.
  4. ჟურნალი „მოსავალი“ 1912 წ.
  5. ისაია იოველის ძე ფურცელაძე. ქშწკგ საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი.. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2020.