მოსავალი
მოსავალი — ქართული ორკვირეული სასოფლო-სამეურნეო ჟურნალი. გამოდიოდა 1909–1917 წლებში თბილისში. იბეჭდებოდა სოფლის მეურნეობის წარმოების ყველა დარგის მასალები. თანამშრომლობდნენ იაკობ გოგებაშვილი, ა. სარაჯიშვილი, მ. ჯანაშვილი, ე. თაყაიშვილი, შ. დედაბრიშვილი, ი. წინამძღვრიშვილი, ე. ნაკაშიძე, მ. მამულაშვილი და სხვები. ჟურნალს სცემდა კავკასიის საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო და ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებები. სულ გამოვიდა 133 ნომერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 130.