ისაია ფურცელაძის საფლავი
ისტორიული ძეგლი საქართველოში
ისაია ფურცელაძის საფლავი — ისტორიული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, ადგილ ხაშილაურებში. ერთ-ერთი პირველი ქართველი საბჭოთა აგრონომისა და საზოგადო მოღვაწის ისაია ფურცელაძის საფლავი შემოღობილია ლითონის მესრით. საფლავის ბაზალტის ქვაში ჩასმულია თეთრი მარმარილოს ფილა წარწერით: „აგრონომი ფურცელაძე ისაია იოველის ძე 1851-1924“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიმაკაძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 79.