ზამთრის ბანანი
ზამთრის ბანანი — ჩრდილოამერიკული ვაშლის ჯიში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. მსხმოიარობს 6-7 წლის ასაკში. ნაყოფი მსხვილია, უმეტესად ასიმეტრიული. საშუალო წონა 150-160 გ. კანი გლუვია, მოჩალისფრო-ყვითელი, მზის მხარეზე ღია წითელი, დაფარულია ცვილისებრი მოთეთრო ფიფქით. რბილობი მოყვითალო-მოთეთროა, წვნიანი, მოტკბო. შენახვისას ინარჩუნებს საგემოვნო თვისებებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 185.