ირაკლი ზედგინიძე
ირაკლი ზედგინიძე (დ. 14 ნოემბერი, 1940 — გ. 1 იანვარი, 2011) თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი.
1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1972-2011 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზომი ტექნიკის ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის კათედრის გამგე. ირაკლი ზედგენიძის კვლევები ეხება საზომი ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვის, პროდუქციის ხარისხის კონტროლისა და მართვის, მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის საკითხებს. შექმნა ექსპერიმენტის მათემატიკური დაგეგმვის ქართული სკოლა. არის 9 მონოგრაფიის და სახელმძღვანელოების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1979). მეცნიერი ავტომატიკასა და გამოთვლითი ტექნიკის დარგში.
დაიცვა 1973 წელს სადისერტაციო თემა - "ექსპერიმენტის დაგეგმვა რთული ტექნოლოგიური პროცესების გამოკვლევისათვის."
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III, თბ., 2014, გვ.337
- წიგნი ღირსებისა: ტ. 3, თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2001, გვ.93
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ხარისხის მენეჯმენტი : სახელმძღვანელო, თბ., ტექნ.უნ-ტის ინფორმაციის ცენტრი, 2002, გვ. 388 ISBN: 9992818263
- ლაბორატორიული პრაქტიკუმი ციფრულ მიკროელექტრონულ მოწყობილობებში, თბ., სტუ, 2001, გვ. 46 ISBN: 9992818247
- საინჟინრო ექსპერიმენტის ორგანიზაცია და დაგეგმვა : XXI ს-ის სახელმძღვანელო, თბ., სტუ, 2000, გვ. 242
- შესავალი სპეციალობაში : სახელმძღვანელო, თბ., სტუ, 1999, გვ. 192 ISBN: 9992818123
- მეტროლოგიის, სტანდარტიზაციის და ხარისხის მართვის ალბათური საფუძვლები : სახელმძღვანელო, თბ., სტუ, 1999, გვ. 128 ISBN: 9992818085
- ექსპერტიზა: მეთოდები და საშუალებები : სახელმძღვანელო, თბ., სტუ, 1999, გვ. 336
- სტანდარტიზაციის თეორია : სახელმძღვანელო, თბ., სტუ, 1998, გვ. 248 ISBN: 9992818026
- საზომი საშუალებების მეტროლოგიური უზრუნველყოფა : დამხმარე სახელმძღვანელო, თბ., სტუ, 1987, გვ. 77
- საინფორმაციო - საზომი ტექნიკის საშუალებათა დამუშავებისა და დამზადების საკითხები : დამხმარე სახელმძღვანელო, თბ., ინფორმაციისა და ტექნიკურ - * * * * ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი, 1978, გვ. 72
- სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის საფუძვლები : დამხმარე სახელმძღვანელო, თბ., სტუ, 1973, გვ. 196
- ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაცია, მეცნიერება, თბ., 1969, გვ. 111
- მადნეულის ბარიტის გადამუშავების ოპტიმალური ტექნოლოგიის სტატისტიკური ძიება, თბ., 1968, გვ. 14