ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეტროლოგია, საზომთმცოდნეობა (ბერძ. μέτρον — „საზომი“, „ზომა“ და λογος — „სწავლება“, „მოძღვრება“) — მეცნიერება საზომ ერთეულთა შესახებ. მეტროლოგია სწავლობს ზუსტ საზომებს, ადგენს გაზომვის მეთოდებსა და საშუალებებს, ზრუნავს გაზომვათა სიზუსტეზე, ქმნის ფიზიკურ ერთეულებსა და ერთეულთა სისტემებს. მეტროლოგია შედგება 3 ნაწილისგან:

  • თეორიულისგან, რომელიც სწავლობს ზოგად თეორიულ პრობლემებს (გაზომვათა თეორიის, ფიზიკური სიდიდეების, მათი ერთეულების და გაზომვის მეთოდების შემუშავება).
  • გამოყენებითისგან, სწავლობს თეორიული მეტროლოგიის მიღწევების პრაქტიკული განხორციელების პრობლემბს.
  • საკანონმდებლოსგან, აწესებს სავალდებულო ტექნიკურ და იურიდიულ მოთხოვნებს ფიზიკურ ერთეულთა გამოყენებაში, ასევე გაზომვის მეთოდებსა და საშუალებებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტროლოგია“-დან