ირაკლი ბერაია
ირაკლი ბერაია (დ. 26 ოქტომბერი, 1978, სენაკი) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი.
ირაკლი ბერაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 ოქტომბერი, 1978 |
დაბადების ადგილი | სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს დიპლომატიური აკადემია |
პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობები-საგარეო პოლიტიკური დიპლომატია და ვესტმინსტერის უნივერსიტეტი დიპლომატიის მაგისტრის ხარისხით. 1999-2001 წლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი; 2001 წელს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორიისო ფედერაცია, საქართველოს დელეგაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი; 2002 წელს შპს „ქსილოტრანსი“, გენერალური დირექტორის თანაშემწე; 2002-2004 წლებში შპს „ქსილოტრანსი“, ტყეებისა და ნედლეულის დეპარტამენტის დირექტორი; 2004 წელს საქართველოს პარლამენტი, მოწვეული სპეციალისტი; 2007 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი; 2007-2008 წლებში შპს „სპეცტექნიკარესურსი“, გენერალური დირექტორის მოადგილე; 2012 წელს „ქართული ოცნება“, სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი; 2012-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი; 2015-2016 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (სენაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
2024 წლის 5 აპრილს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად. [2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი ბერაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი ბერაია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა