ირაკლი აბესაძე
ირაკლი აბესაძე (დ. 11 ივნისი, 1982) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.
ირაკლი აბესაძე | |
საქართველოს პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 11 დეკემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
თბილისის მერის მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2013 – 2014 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
დაბადებული | 11 ივნისი, 1982 სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ყოფილი) ევროპული საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1982 წლის 11 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2003-2004 წლებში იყო შპს „სამგორი ჯგუფის“ იურისტის თანაშემწე. 2004 წელს — თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურის - თბილისის კორპუსის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, უფროსის მოადგილე. 2005-2007 წლებში იყო თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი. 2007-2008 წლებში იყო თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. 2008 წელს — თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსი. 2008-2011 წლებში იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, შეთავსებით - თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2011-2013 წლებში იყო თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი. 2013-2014 წლებში იყო თბილისის მერის მოადგილე. 2014-2016 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი აბესაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი აბესაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)