იოსიპ ბეზპალკო (დ. 13 მაისი, 1881, ჩერნივცი — გ. 1950, ყაზახეთის საკონცენტრაციო ბანაკი) — უკრაინელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, რედაქტორი. სწავლობდა ჩერნივცის გიმნაზიაში. 1899 წელს დააარსა გიმნაზიისა და სტუდენტური ახალგაზრდობის ფარული წრე. 1901–1902 წლებში იყო ბუკოვინის ეროვნული ორგანიზაციის ორგანოს — გაზეთ „ბუკოვინის“ რედაქტორი. ბუკოვინაში პირველი ამხანაგობის — „სიჩის“ დამაარსებელი და ჟურნალ „პრომინის“ (Промінь — სხივი) რედაქტორი. 1907–1908 წლებში იყო ბუკოვინის პროფკავშირების სამხარეო მდივანი. იყო უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბუკოვინის სამხარეო ორგანიზაციის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1906–1918), ასევე გაზეთებისა „ბორბა“ (1908–1914, 1918; Борба — ბრძოლა) და „ზალიზნიჩნიკ“ (1910; Залізничник — რკინიგზელი). 1914 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა უკრაინის გათავისუფლების კავშირთან ვენაში. 1915–1918 წლებში ახორციელებდა ეროვნულ-საგანმანათლებლო სააღმზრდელო სამუშაოს რუსეთის არმიის დატყვევებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის — უკრაინელებისთვის ზემო ავსტრიისა (ფრაიშტადტი) და გერმანიის (რაშტატი, ზალცვედელი, ვეცლარი) ბანაკებში. 1918 წელს იყო ბუკოვინაში უკრაინის ეროვნული რადის წევრი და ჩერნივცის მერი. როგორც ბუკოვინის წარმომადგენელი დელეგატი ესწრებოდა დირექტორიისა და მთავრობის საზეიმო სხდომას, რომელიც უკრაინული მიწების გაერთიანების დღესასწაულს მიეძღვნა. იყო მშრომელთა კონგრესისა (კიევი, 1919) და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული რადის წევრი. 1919–1920 წლებში ბორის მარტოსის მთავრობაში იკავებდა შრომის მინისტრის თანამდებობას. 1922 წლიდან იყო უკრაინის სამეურნეო აკადემიის ხელმძღვანელი (პოდებრადი, დღ. ჩეხეთი). გამოქვეყნებული აქვს პოლიტიკური სტატიები და ძიებანი XIX–XX საუკუნეების გერმანულ-სლავური ურთიერთობების შესახებ. 1938 წელს აირჩიეს უკრაინის სიჩის კავშირის თავმჯდომარედ. 1945 წელს საბჭოთა სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს პრაღაში და გაგზავნეს ყაზახეთის ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც დაიღუპა კიდეც.[2]

იოსიპ ბეზპალკო
უკრ. Йосип Безпалко
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1881(1881-05-13)
დაბადების ადგილი ჩერნივცი, ბუკოვინის საჰერცოგო, ცისლეიტანია, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1950
გარდაცვალების ადგილი ყაზახეთის საკონცენტრაციო ბანაკი, სსრკ
განათლება კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი[1]
ეროვნება უკრაინელი
პარტია უკრაინის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
საქმიანობა პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე

ძირითადი ნაშრომები

რედაქტირება
  • Поступове пробудження національної гідності полонених українців у таборі Фрайштадт // Союз Визволення України 1914–1918. Відень, 1918;
  • Симон Васильович Петлюра // Соціал-демократ. 1926, 28 трав.
  1. Studenti pražských univerzit 1882–1945
  2. Головацький, І. Д.. Безпалко Йосип Іванович ka. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2003). ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2023