იოსებ გძელიშვილი
იოსებ ალექსანდრეს ძე გძელიშვილი (დ. 29 ნოემბერი, 1909, თბილისი — გ. 1968, მოსკოვი) — არქეოლოგი, გეოლოგიისა და მინერალოგიის მეცნიერების კანდიდატი 1946 წლიდან.
იოსებ გძელიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 29 ნოემბერი, 1909 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 1968 |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა | საქართველო |
მუშაობის ადგილი | საქართველო |
სამეცნიერო სფერო | არქეოლოგი |
1932–1944 წლებში მუშაობდა ინჟინრად. პირველმა შეადგინა თბილისისა და მისი მიდამოების საინჟინრო გეოლოგიური რუკა. 1944 წლიდან 1965 წლამდე იყო თავისივე ხელმძღვანელობით შექმნილი არქეოლოგთა ტექნოლოგიის ლაბორატორიის გამგე.
ქვემო ქართლში საფუძველი ჩაუყარა შუა საუკუნეებში ნასოფლარების არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უძველესი სამთამადნო და მეტალურგიის წარმოების გამოკვლევაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის არქეოლოგიურ ექსპედიციას.
გამოქვეყნებულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები“ (1961) და „რკინის დნობის საქმე ძველ საქართველოში“ (1964 წელს, რუსულ ენაზე).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 404, ISBN 99928-20-32-2.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 239.