იობი (მთავარეპისკოპოსი)
(გადამისამართდა გვერდიდან იობი (მცხეთის არქიეპისკოპოსი))
იობ მთავარეპისკოპოსი — ქართლის ეკლესიის მესამე მამამთავარი დაახ. IV საუკუნის 70–90-იან წლებში. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით — „იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი“[1] (N/Sin48: „ნერსეს სომეხთა კათალიკოზისა მთავარდიაკონი“[2]), ეპისკოპოსად დაჯდა თრდატის, ბაკურის ძმის მეფობაში, „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით — მირდატ ბაქარის ძის.[3] „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მოგვითხრობს, რომ ამ იობის დროს „მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა. და მის ზევე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით“.[4][5] იობი მთავარეპისკოპოსად ჩანს ვარაზ-ბაკურის („მეფეთა ცხოვრებით“ — ვარაზ-ბაქარი. შეცდომით იქ მას იობის ნაცვლად იაკობი ეწოდება[6]) დროსაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი, როინ. (რედ.), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ.: „ნეკერი“, 2000. — გვ. 12. 219 გვ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 325
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16
- ↑ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 132
- ↑ შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 325
- ↑ მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007, გვ. 16
- ↑ ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 137
წინამორბედი: იაკობი |
მცხეთის მთავარეპისკოპოსი დაახ. IV ს–ის 70–90-იანი (?) წლები |
შემდეგი: ელია |