არქიდიაკონი

(გადამისამართდა გვერდიდან მთავარდიაკონი)

არქიდიაკონი, მთავარდიაკონი — საკათედრო ეკლესიის პირველი დიაკვანი, V საუკუნიდან რომის კათოლიკურ ეკლესიაში არქიდიაკონი ითვლებოდა ეპისკოპოსის თანაშემწედ, რომელსაც ევალებოდა საეკლესიო მამულებისა და ეპარქიის სამღვდელოების ზედამხედველობა და ეპარქიაში საეკლესიო სასამართლო საქმეების განმგებლობა. XI-XII საუკუნეებში არქიდიაკონის უფლებები გაიზარდა, მიიღო ეპისკოპოსის ზოგიერთი უფლება და ითვლებოდა მაღალ საეკლესიო ხელისუფლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. ასათიანი, ისტორია 11, გვ. 340 - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ., 2009.