ინტიმურობის ნეიროანატომია

მიუხედავად იმისა, რომ ინტიმურობა ძირითადად მხოლოდ რომანტიკული სიყვარულისა და სექსუალური ლტოლვის ტერმინების ფარგლებში განიმარტება, ინტიმურობის ნეიროანატომიის და მისი ფუნქციების სრულად აღსაქმელად საჭიროა ინტიმურ ურთიერთობაში ჩართული კომპონენტების უფრო დეტალური გააზრება. ეს კომპონენტებია: რომანტიკული სიყვარული, ვნება, მიჯაჭვულობა და სიყვერულის უარყოფა. ნეუროლოგიის უშუალოდ ამ პროცესში ჩართული ფუნქციების ანალიზი შესაძებელია იმ ადამიანებზე დაკვირვებით, რომლებიც ინტიმური ურთიერთობის ჩამოთვლილ ეტაპთაგან ერთ-ერთზე იმყოფებიან. ამ სისტემების კვლევითი ანალიზი ინტიმურობის ბიოლოგიური საფუძვლის ადეკვატურად შეფასების საშუალებას იძლევა; უშუალოდ ნეუროლოგიური ასპექტი კი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს იმდენად, რამდენადაც აქ შეიძლება აიხსნას ისეთი პრობლემური მოვლენების საფუძვლები, როგორებიცაა ძალადობა საყვარელი ადამიანის მიმართ ან სოციალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ინტიმურობისა და ნეიროანატომიის დეტალები რედაქტირება

მიჯაჭვულობა რედაქტირება

წყვილებისა და სოციალური მიჯაჭვულობა ძირითადად ასტიმულირებს სექსუალურ ურთიერთობებში ძლიერი პარტნიორის არჩევისა და ძუძუმწოვრებში მონოგამიურ ურთიერთობების შემთხვევებს.მონოგამიური სახეობებში პარტნიორები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ პასუხსიმგებლობას ავლენენ და მჭიდროდ არიან დაკავშირებული თავიანთ შთამომვალობასთანაც.[1] მალაითად, კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა მონოგამ მდელოს მემინდვრიებზე (Microtus ochrogaster), აჩვენა, რომ წყვილური კავშირის ფორმირება ასტიმულირებს მეზოლიმბურ-დოფამინურ წრედს. ამ წრედში დოფამინი გამოიყოფა ვენტრალური ტეგმენტური არედან (VTA) და მიემართება ცენტრალური ნერვული სისტემისა და პრეფრონტალური კორტექსისკენ, რომლებიც ნიშანს აძლევენ ვენტრალურ პალეოსტრიატუმს, რომ დაასრულოს წრედში მიმდინარე დაჯილდოვების პროცესინგი.[2]

ორი მნიშვნელოვანი ნეიროპეპტიდი, რომელიც მონაწილეობს შეწყვილების პროცესში არის ოქსიტოცინი და არგინინ-ვაზოპრესინი (AVP). მიუხედავად იმისა, რომ ქალსაც და მამაკაცსაც ორივე მოლეკულა აქვს, ოქსიტოცინის რაოდენობა ქალებში უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მამაკაცებში; ვაზოპრესინის რაოდენობა კი პირიქით.[1] რეცეფტორების განსხვავებულობა გადამწყვეტი იყო შეწყვილებისთვის, რაც გამოჩნდა ორივე სქესის მემინდვრიას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დოფამინ D2-ის რეცეფტორების გააქტიურების შედეგად.[1] უბნების გააქტიურებაც გენდერული ხასიათის იყო. მაგალითად, ოქსიტოცინის რეცეფტორი (OTR) გააქტიურდა პრეფრონტალურ კორტექსში და ვაზოპრესინის რეცეფტორი (V1aR) ვენტრალურ პალეოსტრიატუმში.[1]

 
დოფამინი გამოიტყორცნება ვენტრალური ტეგმენტუმური არედან (VTA) და მიემართება ცენტრალური ნერვული სისტემისა და პრეფრონტალური კორტექსისკენ, რომლებიც ნიშანს აძლევენ ვენტრალურ პალეოსტრიატუმს, რომ დაასრულოს წრედში მიმდინარე დაჯილდოვების პროცესინგი.

რომანტიკული სიყვარული რედაქტირება

რომანტიკული სიყვარული აღიწერება როგორც განცდა, რომელიც სხვა ადამიანის მიმართ განსაკუთრებული გზებით უფრო მეტი ყურადღების მომჟღავნებით ხასიათდება.[3] ფუნქციურ-მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) გამოყენებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარჯვენა ვენტრალური ტეგმენტური არე (VTA) აგზნებულია, როდესაც ცდის პირებს აჩვენებენ იმ ადამიანის სურათს, ვინც უყვარს. ვენტრალური ტეგმენტური არე, როგორც დაჯილდოვების მექანიზმის ნაწილი, ნიშანს აძლევს ტვინის სხვა უბენებს, როგორიცაა მაგალითად, თავის ტვინის „კუდიან ბირთვი“ (caudate nucleus), რათა გამოათავისუფლოს დოფამინი დაჯილდოვებისთვის.[4]

ძველი კვლევების მიხედვით, სიყვარულის ემოციის არსებობას განაპირობებს ლიმბური სისტემა, რომელიც შედგება შუბლის წილის, ჰიპოთალამუსის, ამიგდალასა და ჰიპოკამპისგან. ლიმბური სისტემის ეს ფუნქციური კომპონენტები ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია ემოციური პროცესის, მოტივაციისა და მეხსიერებისთვის.[5]

ამასთან, არსებული კვლევები იმასაც ადასტურებენ, რომ რომანტიკული სიყვარულის ემოციაში ჰიპოთალამუსი მონაწილეობს. ჰიპოთალამუსი გამოყოფს ნეიროპეპტიდებს, ოქსიტოცინს და ვაზოპრესინს.[6] სხვა კვლევებმა ნერვული ზრდის ფაქტორის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. რაც ნიშნავს იმას, რომ ნეიროტროფინი, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ნეირონების გადასარჩენად, ვითარდება ნერვულ სისტემაში რომანტიკული სიყვარულის ადრეულ სტადიაში, როცა ადამიანები ეიფორიისა და ემოციური დამოკიდებულობის ეტაპზე იმყოფებიან.[7]

ვნება რედაქტირება

ვნება, ასევე ცნობილი, როგორც ლიბიდო, განიმარტება როგორც სექსუალური დაკმაყოფილებისკენ სწრაფვის სურვილი.[3][8] ის თავდაპირველად იმართება ენდოკრინული სისტემით, თუმცა ამ პროცესში ტვინიც აქტიურადაა ართული. ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზ-გონადური (HPG) და ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვალის წრედი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც სექსუალური ატიურობის, ისე სტრესული პასუხების მართვაში.[9][10] რადგანაც სიყვარულის ემოცია დაჯილდოვების წრედით სტიმულირდება, სტეროიდული ჰორმონები (ესტროგენები, ტესტისტერონი, გლუკოკორტიკოიდები და სხვ.), სექსუალური კავშირის პროცესში ააქტიურებენ პარტნიორების პრეფერენციულობისა და სოციალური მიჯაჭვულობის სურვილს.[10] დოფამინი გამოიყოფა მაშინ, როდესაც ინდივიდში ამ სურვილის აქტივიზაცია ხდება, რაც ასოცირდება ვნებასთან, როგორც დაჯილდოების წრედის საბოლოოდ პროდუქტთან.

 
რომანტიკული სიყვარულის ნეირანატომიური სტრუქტურები მჭირდროდ უკავშირდება სტრუქტურებს, რომლებიც ჩართულია მოტივაციისა და ემოციების პროცესინგში.

საბოლოოდ, სექსუალური სურვილისა და რომანტიკული სიყვარულის ურთიერთმიმართება ერთმნიშვნელოვანი არ არის, რაც ხსნის ტვინის აქტივიზაციის პროცესში პატერნების განსხვავებულობას. რომანტიკული სიყვარულის ფუნდამენტური იდეის საპირისპიროდ, კოპულაცია (სქესობრივი აქტი) შეიძლება მოხდეს რომანტიკული საწყისების ან მონოგამიური კავშირების გარეშეც.ზოგჯერ შეიძლება არ მოხდეს კოპულაცია რომანტიკული სიყვარულის პირობებშიც, თუმცა საბოლოოდ რეპროდუქცია უფრო წარმატებულია მაშინ, როდესაც კოპულაცია რომანტიკული სიყვარულიდან წარმოიშობა.

უარყოფა რედაქტირება

სიყვარულის უარყოფა ცალმხრივ ან უპასუხო სიყვარულს გულისხმობს.[4] საყვარელი ადამიანისგან განცალკევებულად ყოფნა იწვევს მწუხარებას და ზოგჯერ შეუჩერებელი სევდა დეპრესიის საშიშროებასაც კი ქმნის. კვლევამ, რომელიც ჩატარდა ახალდაშორებულ წყვილებზე, გამოავლინა ცხრა ქალში არსებული მსგავსი სიმპტომები, სადაც პარტნიორემთან დაშორების პროცესში ნეიროანატომიის ჩართულობა აშკარა იყო. [11]. კვება, ძილი და ნეიროენდოკრინული რეგულაციები დაკავშირებული იყო ჰიპოთალამუსთან, ანჰედონია (ფსიქიკური აშლილობაა და გულისხმობს სიხარულის/ბედნიერების გრძნობის განცდის უუნარობას) უკავშირდებოდა ვენტრალურ სტრიატუმს (ventral striatum) და ამიგდალა პასუხისმგებელი იყო ამ ქალებში ემოციების პროცესზე.

უპასუხო სიყვარულის მექანიზმის თავისებურება აისახება ნათხემზე, ინსულარულ კორტექსზე (თავის ტვინის ცენტრალური წილი), სარტყლისებრ კორტექსსა და პრეფრონატალურ კორტექსზე (შუბლისწინა წილი).[11] ყველა ეს უბანი ნაკლებად აქტიური იყო მაშინ, როცა ცდისპირებში იწვევდნენ მიტოვებულობის ემოციურ რეფლექსიას.[11]

 
უპასუხო სიყვარულის მექანიზმის თავისებურება აისახება ნათხემზე, ინსულარულ კორტექსზე (თავის ტვინის ცენტრალური წილი), სარტყლისებრ კორტექსსა  და პრეფრონატალურ კორტექსზე (შუბლისწინა წილი). სიყვარულში უარყოფილი ადამიანების მარჯვენა ცენტრალური ნერვული სისტემა და ვენტრალური პალეოსტრიატუმი უფრო აქტიურია, ვიდრე  იმ ადამიანებისაში, ვინც რომანტიკული სიყვარულის რომელიმე ეტაპზე იმყოფებიან.

საპირისპიროდ, სხვა კვლევამ დაადასტურა აქტივიზაციის საგრძნობი ზრდა როგორც ვენტრალურ ტეგმენტურ არეში (VTA), ისე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.[12] მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ სიყვარულში უარყოფილი ადამიანების მარჯვენა ცენტრალური ნერვული სისტემა და ვენტრალური პალეოსტრიატუმი უფრო აქტიურია, ვიდრე იმ ადამიანებისაში, ვინც რომანტიკული სიყვარულის ეტაპზე იმყოფებიან.[12] ამ კვლევამ საბოლოოდ აჩვენა ის, რომ უბნები, რომლებიც აქტიურდება რომანტიკული სიყვარულის ეტაპზე, ასევე აქტიურდება უარყოფილი სიყვარულის დროსაც.[4]რომანტიკული სიყვარულის ეტაპზე მყოფების მოტივატორი დოფამინის დაჯილდოვების წრედია, ვინაიდან, ადამიანებმა იციან წინსწრებით ამ მოსალოდნელი ჯილდოს შესახებ და აქვთ იმის მოლოდინიც, რომ ამ წრედის აქტიურობის დათრგუნვა დადებით ემოციურ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული, ისინი ირჩევენ ბედნიერებას, რის შედეგადაც ხდება ამ ნერვული წრედთან ადაპტირება. ეს მექანიზმი შესაძლებლობას აძლევს "უარყოფილებს", რომ შეცვალონ თავიანთი ქცევა ორი ეტაპის გავლით. პირველი არის „პროტესტის“ ფაზა, რომლის დროსაც ისინი ცდილობენ თავიანთი „უარმყოფელები“ დაუბრუნონ. მეორე ფაზა არის ეტაპი, როცა ისინი განიცდიან უიმედობას, რადგან აცნობიერებენ, რომ საყვარელი ადამიანის გარეშე მოუწევთ მთელი ცოვრების გატარება.[8][12] მეორე მხრივ, გადარჩენის საფუძველია სწორედ ეს დაჯილდოება - ზარალის წრედი, რომელიც არის მოტივატორის ფუნქციას ასრულებს სუიციდის, აკვიატებულობისა და დეპრესიის საშიშროების თავიდან აცილებისთვის.[12]

„ინტიმური ტვინის“ სხვა ნევროლოგიური შედეგები რედაქტირება

დედაშვილური სიყვარული რედაქტირება

მიჯაჭვულობა დედასა და შვილს შორის ჩნდება ჯერ დაბადების ეტაპზე, რომელიც ლაქტაციას (რძის გამოყოფა სარძევე ჯირკვლების მიერ) მოიცავს.[9] დაბადების პროცესში ხდება ოქსიტოცინის გამოთავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია დედისთვისაც და შვილისთვისაც. სწორედ მისი გამოთავისუფლება აძლევს დასაბამს დედაშვილურ სიყვარულს. ლაქტაციის ეტაპზეც მუდმივად ხდება ოქსიტოცინის გამოყოფა, რაც უფრო აძლიერებს სოცილურ კავშირსა და მიზიდულობას ახალშობილსა და დედას შორის.[9]

ეს კავშირი სოციალური მიჯაჭვულობის განსხვავებული ტიპია და განსხვავდება პარტნიორის მიმართ განცდილი სიყვარულისგან. ამის გამოხატულებაა ტვინის სხვადასხვა უბნების გააქტიურება ამ ორი გასხვავებული ფორმის სიყვარულით სტიმულირების დროს.[8] ერთ-ერთ კვლევაში გამოიკვეთა ის უბენები, რომლებიც დედობრივი სიყვარულის განცდის დროს ატიურდება. ესენია: ორბიტოფრონტალური და ლატერალური შუბლისწინა კორტექსი.[13] თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ოქსიტოცინია, რადგან ოქსიტოცინის რაოდენობა მოქმედებს იმაზეც კი, თუ რამდენად წარმატებული მონოგამიური ურთიერთობა ექნება ახალშობილს მომავალში სხვა ინდივიდთან. აქედან გამომდინარე, წყვილთა კავშირების სიმყარე ინდივიდუალურ თვითშეფასებასთან ერთად დამოკიდებულია იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებზეც, რომელიც აღზრდის პროცესში შეიძლება არსებობდეს.

მიჯაჭვულობა რედაქტირება

 
სიყვარული და ნარკოტიკზე დამოკიდებულება ასტიმულირებს და ამზადებს დოფამინის მსგავს დონეს დაჯილდოვების წრედში გამოსაშვებად, რომელიც გამოთავისუფლედება ვენტრალური ტეგმენტუმური არედან (VTA).  

სიყვარული ააქტიურებს იმავე ნერვულ სქემას, რომელიც აქტიურდება ნებისმიერი ნარკოტიკული საშულების, მაგალითად, კოკაინის მიღების დროს. დოფამინის დაჯილდოვების წრედის ციკლურობა აქაც მეორდება; ამიტომ მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ სიყვარული იწვევს მიჯაჭვულობას.[8] სიყვარულსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულების შემთხვევებში დოფამინის ერთი და იგივე დოზა სტიმულირდება და მზადდება დაჯილდოვების წრედში გამოსაშვებად, რომელიც ვენტრალური ტეგმენტური არედან (VTA) გამოიყოფა.[10]  სიყვარულისა და ნარკოტიკის გადამეტებული „მოხმარებისას“ ასევე მსგავსი შედეგი დგება. ადამიანებს ეწყებათ უძლიობა, შფოთვა, ეკარგებათ მადა.[4][8][14][15] ასევე ტვინის კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ (single-photon emission computed tomography - SPECT) აჩვენა, რომ შეყვარებული ადამიანის ბაზალურ განგლიაში ხდება დოფამინის სეკრეცია, ისვე როგორც კოკაინდამოკიდებული ადამიანის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ნეიროგოლიური სქემის ანალიზი გვაძლევს იმ დაშვების საფუძველს, რომ სიყვარულს გააჩნია მიჯაჭვულობის მახასიათებლები, მისი მხოლოდ ამ სპქტრში განხილვა მართებული არ იქნება იქედან გამომდინარე, რომ ადამიანის ემოციები სხვადასხვა გზებით და ფართო სპექტრში შეიძლება გამოიხატოს.

გენდერული განსხვავებები რედაქტირება

ემოციები რედაქტირება

ემოციების გარდაქმნის პროცესში მთავარი როლი ამიგდალას აქვს, რომელიც ქაცებისა და ქალების ტვინში განსხვავებული ფორმითაა წარმოდგენილი. კაცებში ემოციები უპირატესად მარჯვენა ჰემისფეროდან ფორმირდება. ქალებში _ მარცხენა ჰემისფეროდან.[16]

ერთ-ერთ კველვაში, სადაც დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვების ემოციურ ზემოქმედებას აკვირდებოდნენ შედეგი ცალსახდ გენდერულად იყო განსხვავებული. მამაკაცებში დადებითი სიტყვები იწვევდა მარცხენა მოტორული კორტექსის, ანგულარული გირუსის, მარცხენა ჰიპოკამპის, მარცხენა შუბლისწინა არის და მარჯვენა ნათხემის აქტივაციას, მაშინ, როცა ქალებში გააქტიურდა მარჯვენა პუტამენი, მარჯვენა საფეთქლისწილი, მარცხენა სუპრამარგინალური გირუსი და მარცხენა სენსორული კორტექსი. ნეგატიური შინაარსის სიტყვებმა გამოიწვიეს კაცებში მარჯვენა სუპრამარგინალური გირუსის გააქტიურება და ქალებში მარცხენა ჰიპოკამპში ნეგატიური სტიმულების გააქტიურება.[17] ასე რომ, რამდენადაც ქალისა და მამაკაცის ემოციების ფორმირებაზე ტვინის სხავადასხვა უბანია პასუხისმგებელი, შესაძლოა მათი ემოციური იმპულსები ინტიმურ ურთიერთობებშიც განსხვავებული იყოს.

სქესობრივი ღალატი რედაქტირება

სქესობრივ ღალატზე საუბრისას კაცებში აქტიურდებოდა თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის ზონა კეფის წილში, რომელიც მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი, ამიგდალა, ჰიპოკამპი და კლაუსტრუმი. ქალებში _ მხედველობითი ქერქი, თალამუსი და ნათხემი. კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებში ამიგდალას სტიმულირება უფრო ინტენსიურად ხდებოდა, ქალებში კი მხედველობითი ქერქისა და თალამუსის მძლავრი აქტივაცია შეინიშნებოდა.[18] ამ კვლევის შედეგად მამაკაცებში გამოიკვეთა ტვინის ის უბენებიც, რომლებიც აგრესიული ქცევის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი.[18] ამ უბნების შესწავლა საინტერესოა პარტნიორების მიმართ ძალადობის იმ ფაქტების გააქტუალურების შემდეგ, სადაც ძირითადად მოძალადის როლი მამაკაცებს აქვთ.

ემოციური ღალატი რედაქტირება

ემოციურ ღალატზე საუბრისას მამაკაცებში გააქტიურდა მხედველობითი ქერქი, მედიალური და შუა ფრონტალური გირუსი, ცენტრალური გირუსი, სარტყლისებრი კორტექსი, თავის ტვინის ცენტრალური წილი, ჰიპოკამპი, თალამუსი, ჰიპოთალამუსი და ნათხემი.[18] ქალებში შეინიშნებოდა მხედველობითი ქერქის, მედიალური და შუა ფრონტალური გირუსის, ანგულარული გირუსის, თალამუსისა და ნათხემის აქტივიზაცია.[18] მამაკაცებში ცენტრალური გირუსის, თავის ტვინის ცენტრალური წილის (ინსულა), ჰიპოკამპის, ჰიპოთალამუსისა და ნათხემის ინტენსიური აქტივობა შეინიშნებოდა, მაშინ, როცა ქალებში მძლავრად აქტიურდებოდა მხედველობითი კორტექსის, ანგულარული გირუსისა და თალამუსის უბნები. ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალებსა და მამაკაცებში არსებული განსხვავებული ემოციური პროცესი განაპირობებს ინტიმურ ურთიერთობებში განსხვავებულ იმპულსებსაც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Young, Larry J; Wang, Zuoxin (October 2004). „The neurobiology of pair bonding“. Nature Neuroscience. 7 (10): 1048–1054. doi:10.1038/nn1327.
  2. Young, Larry J.; Murphy Young, Anne Z.; Hammock, Elizabeth A.D. (5 დეკემბერი, 2005). „Anatomy and neurochemistry of the pair bond“. The Journal of Comparative Neurology. 493 (1): 51–57. doi:10.1002/cne.20771. PMID 16255009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 Fisher, Helen; Aron, Arthur; Brown, Lucy L. (29 დეკემბერი, 2006). „Romantic Love: A Mammalian Brain System for Mate Choice“. Philosophical Transactions of the Royal Society B: Biological Sciences. 361 (1476): 2173–2186. doi:10.1098/rstb.2006.1938. PMC 1764845. PMID 17118931. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Aron, Arthur; Fisher, Helen; Mashek, Debra J.; Strong, G.; Li, Haifang; Brown, Lucy L. (31 May 2005). „Reward, Motivation, and Emotion Systems Associated with Early-Stage Intense Romantic Love“. Journal of Neurophysiology. 94 (1): 327–337. doi:10.1152/jn.00838.2004.
  5. Amen, M.D., Daniel G. (1998). Change Your Brain, Change Your Life. New York: Three Rivers Press. ISBN 0-8129-2998-5. 
  6. Beauregard, Mario; Courtemanche, Jerome; Paquette, Vincent; St-Pierre, Evelyne L. (15 მაისი, 2009). „The neural basis of unconditional love“. Psychiatry Research- Neuroimaging. 172 (2): 93–98. doi:10.1016/j.pscychresns.2008.11.003. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. Emanuele, E; Politi, P; Bianchi, M; Minoretti, P; Bertona, M; Geroldi, D (აპრილი, 2006). „Raised plasma nerve growth factor levels associated with early-stage romantic love“. Psychoneuroendocrinology. 31 (3): 288–294. doi:10.1016/j.psyneuen.2005.09.002. PMID 16289361. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Fisher, Helen E.; Aron, Arthur; Mashek, Debra; Li, Haifang; Brown, Lucy L. (2002). „Defining the Brain Systems of Lust, Romantic Attraction, and Attachment“. Archives of Sexual Behavior. 31 (5): 413–419. doi:10.1023/A:1019888024255.
  9. 9.0 9.1 9.2 Sue Carter, C (ნოემბერი, 1998). „Neuroendocrine Perspectives on Social Attachment and Love“. Psychoneuroendocrinology. 23 (8): 779–818. doi:10.1016/S0306-4530(98)00055-9. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. 10.0 10.1 10.2 Young, Larry (2012). The chemistry between us : love, sex, and the science of attraction. New York: Current. ISBN 1591845130. 
  11. 11.0 11.1 11.2 Najib, A. (1 December 2004). „Regional Brain Activity in Women Grieving a Romantic Relationship Breakup“. American Journal of Psychiatry. 161 (12): 2245–2256. doi:10.1176/appi.ajp.161.12.2245. PMID 15569896.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Fisher, H. E.; Brown, L. L.; Aron, A.; Strong, G.; Mashek, D. (5 May 2010). „Reward, Addiction, and Emotion Regulation Systems Associated With Rejection in Love“. Journal of Neurophysiology. 104 (1): 51–60. doi:10.1152/jn.00784.2009. PMID 20445032.
  13. Bartels, Andreas; Zeki, Semir (მარტი, 2004). „The neural correlates of maternal and romantic love“. NeuroImage. 21 (3): 1155–1166. doi:10.1016/j.neuroimage.2003.11.003. PMID 15006682. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  14. Beauregard, Mario; Courtemanche, Jérôme; Paquette, Vincent; St-Pierre, Évelyne Landry (May 2009). „The neural basis of unconditional love“. Psychiatry Research: Neuroimaging. 172 (2): 93–98. doi:10.1016/j.pscychresns.2008.11.003.
  15. Young, Larry J.; Lim, Miranda M.; Gingrich, Brenden; Insel, Thomas R. (სექტემბერი, 2001). „Cellular Mechanisms of Social Attachment“. Hormones and Behavior. 40 (2): 133–138. doi:10.1006/hbeh.2001.1691. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  16. Medina, John (2009). Brain rules : 12 principles for surviving and thriving at work, home, and school, 1st Pear Press trade pbk., Seattle, Wash.: Pear Press. ISBN 0979777747. 
  17. Hofer, Alex; Siedentopf, Christian M.; Ischebeck, Anja; Rettenbacher, Maria A.; Verius, Michael; Febler, Stephan; Wolfgang Fleischhacker, W. (12 October 2006). „Sex differences in brain activation patterns during processing of positively and negatively valenced emotional words“. Psychological Medicine. 37 (01): 109. doi:10.1017/S0033291706008919. PMID 17038205.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 Takahashi, Hidehiko; Matsuura, Masato; Yahata, Noriaki; Koeda, Michihiko; Suhara, Tetsuya; Okubo, Yoshiro (სექტემბერი, 2006). „Men and women show distinct brain activations during imagery of sexual and emotional infidelity“. NeuroImage. 32 (3): 1299–1307. doi:10.1016/j.neuroimage.2006.05.049. PMID 16829139. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)