ინდური წყალკვეთია

ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა

ინდური წყალკვეთია (ლათ. Rynchops albicollis) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა, წყალკვეთიას გვარის 3 წარმომადგენელიდან ერთ-ერთი.[1]

ინდური წყალკვეთია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rynchops albicollis (Swainson, 1838)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22694268

შეფერილია თეთრად. სხეულის ზედა მხარე და თავის ზედა ნაწილი შავია. ნარინჯისფერი ნისკარტი კონტრასტულადაა გამოხატული. სხეულის სიგრძე 40–43 სანტიმეტრს აღწევს, ფრთის შლილი 108 სმ-მდეა. შავი წყალკვეთია ინდურზე დიდია, ხოლო აფრიკული — პატარა.

გავრცელება

რედაქტირება

თანამედროვე დროში გვხვდება პაკისტანში, ინდოეთში (მათ შორის ქაშმირში), ბანგლადეშსა და მიანმარში. დაფიქსირებულია მისი გადაფრენები მეზობელ ქვეყნებში. ადრე ბევრად გაფართოებულ ტერიტორიაზე გვხვდებოდა; მაგ., დროდადრო ჩინეთშიც შეინიშნებოდა.

ითვლება, რომ ამჟამინდელი პოპულაცია ძირითადად ინდოეთსა და პაკისტანშია თავმოყრილი და მათ საერთო რაოდენობა 6000–10000 სულია. ადრე ფართოდ იყვნენ გავრცელებული ინდოეთის სუბკონტინენტის მდინარეთა ნაპირებზე.[2]

ინდური წყალკვეთია საკვების მოპოვებისას წყლის დონესთან ახლოდ დაფრინავს, მასში ნისკარტის ქვედა მხარეს ჩაუვებს და წყალს „კვეთს“ (აქედან მომდინარეობს სახელწოდება).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. F. Gill & D. Donsker (Eds). (2018) Coursers, noddies, gulls, terns, auks, sandgrouse. IOC World Bird List (v 8.1). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-15. ციტირების თარიღი: 2019-06-01..
  2. Jerdon T. C. (1864). Birds of India. Volume 3. George Wyman & Co, გვ. 847.