წყალკვეთია
წყალკვეთია (ლათ. Rynchops) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა.
წყალკვეთია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
შავი წყალკვეთია (Rynchops niger) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Rynchops (Bonaparte, 1838) | |||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებამათი სხეულის სიგრძეა 36–48 სმ, მასა 110–360 გრამი, მამლები ტანად დედლებზე დიდები არიან. ზრდასრული ფრინველების შებუმბვლის შეფერილობა ზურგზე შავი ან მურა-შავია; შუბლი და სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია. ნისკარტი ნარინჯისფერი ან წითელია, მისი წვერი კი ყვითელი ან შავი; გრძელი, მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული; ქვედა ნისკარტი ¼-ით გრძელია ზედაზე. ფეხები — წითელია, მოკლე და აპკიანი. კისერი გასქელებული, კარგად განვითარებული მუსკულატურით. ფრთები გრძელი და წამახვილებული. კუდი მოკლე და ამოკვეთილი.
გავრცელება
რედაქტირებაცნობილია 3 ახლომონათესავე სახეობა. ბინადრობენ ზღვების სანაპიროებზე, შიდა წყალსატევებში, მდინარეების შესართავებში ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. შავი წყალკვეთია (R. niger) გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში; აფრიკული წყალკვეთია (R. flavirostris) — აფრიკაში; ინდური წყალკვეთია (R. albicollis) — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
კვება
რედაქტირებაიკვებებიან მცირე ზომის თევზებითა და კრევეტებით. ჩვეულებრივ წყალმარჩხ ადგილებში ნადირობენ, ხშირად შებინდებისას და მთვარიან ღამეს. დაფრინავენ რა საკმაოდ ახლოს წყლის დონესთან, ქვედა ნისკარტით კვეთენ წყალს (აქედან სახელწოდება) და იჭერენ ნადავლს.
გამრავლება
რედაქტირებაბუდობენ კოლონიებად ქვიშიან კუნძულებსა და ცელებზე, რომელშიც რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ათას წყვილამდეა გაერთანებული. ბუდე — ორმო ქვიშაში ან ნიჟარებს შორის. დედალი 1–5 (ძირითადად 3–4) კვერცხს დებს, რომლებზეც ორივე მშობელი ზის კრუხად დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში. ბარტყები დაფარული არიან ხშირი მოწითურო ღინღლით; სიცოცხლის პირველივე დღიდან კარგად დარბიან და ცურავენ. ხუთი კვირის ასაკში ფრენის უნარსაც იძენენ.
სახეობები
რედაქტირება- აფრიკული წყალკვეთია (Rynchops flavirostris)
- ინდური წყალკვეთია (Rynchops albicollis)
- შავი წყალკვეთია (Rynchops nigra)
ლიტერატურა
რედაქტირება- ლოსკოტი ვ. მ., წყალკვეთია დაარქივებული 2019-04-04 საიტზე Wayback Machine. // დიდი რუსული ენციკლოპედია [35 ტომად], მთ. რედ. ოსიპოვი ი. ს., მოსკ.: გამომც. დიდი რუსული ენციკლოპედია, 2004–2017.