ინდონეზიის გეოგრაფია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინდონეზიის სახელმწიფო - უდიდესი არქიპელაგი მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით ინდონეზია შედგება 17 804 კუნძულისგან, აქედან 7870 აქვს სახელი, 9634 უსახელოა, ხოლო მოსახლეობა ცხოვრობს 6000 კუნძულზე: 5 მთავარი და 30 პატარა არქიპელაგი. დიდი კუნძულებია: ახალი გვინეა, კალიმანტანი(ბორნეო),სუმატრა, სულავესი(ცელებესი) და იავა. დანარჩენ კუნძულებს მცირედი ტერიტორია უკავიათ. ინდონეზია გადაჭიმულია 5120 კილომეტრზე და ესაზღვრება 2 ოკეანე, ინდოეთის და წყნარი.

ინდონეზიის რუკა

ფართობი:

  • სულ:1 919 440 კვ.კმ.
  • ხმელეთი:1 826 440 კვ.კმ.
  • წყალი:93 000 კვ.კმ.

ინდონეზიას მალაიზიასთან აქვს 1782 კმ-იანი სასაზღვრო ზოლი, პაპუა-ახალ გვინეასთან 820 კმ-იანი და აღმ.ტიმორთან 228 კმ-იანი.ინდონეზიის ყველაზე მაღალი მწვერვალი არის ირიან-ჯაია (5 030მ).

სეისმოლიგია

რედაქტირება

ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად აღინიშნება 7 000 მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 4 მაგნიტუდას აღემატება.