ინგებორგ შვედი
ინგებორგ მაგნუსდოტერ შვედი (შვედ. Ingeborg Magnusdotter av Sverige, დან. Ingeborg Magnusdotter af Sverige; დ. 1277 — გ. 15 აგვისტო, 1319) — ბიელბოთა დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე მაგნუს III-ის ასული. დანიის დედოფალი 1296-1319 წლებში როგორც ერიკ VI-ის მეუღლე.
ინგებორგ შვედი | |
---|---|
დანიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | ივნისი, 1296 |
მმართ. დასასრული: | 15 აგვისტო, 1319 |
წინამორბედი: | აგნეს ბრანდენბურგელი |
მემკვიდრე: | ეფემია პომერანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1277 |
დაბ. ადგილი: | შვედეთი |
გარდ. თარიღი: | 15 აგვისტო, 1319 |
გარდ. ადგილი: | როსკილე, დანია |
მეუღლე: | ერიკ VI, დანიის მეფე |
დინასტია: | ბიელბოები |
მამა: | მაგნუს III, შვედეთის მეფე |
დედა: | ჰელვიგ ჰოლშტაინელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაინგებორგი დაიბადა 1277 წელს. იგი იყო შვედეთის მეფე მაგნუს III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ჰელვიგ ჰოლშტაინელის ასული.
1288 წელს იგი დანიშნეს დანიის მეფე ერიკ V-ის უფროს ვაჟზე, პრინც ერიკ დანიელზე, რომელთა ქორწილიც 1296 წელს შედგა ჰელსინგბორგში. ვინაიდან ერიკ VI უკვე მეფე იყო, ქორწინებისთანავე, ინგებორგი დანიის დედოფალი გახდა. ეს წმინდა წყლის დინასტიური ქორწინება იყო, რომელსაც უნდა მოეგვარებინა შვედ ბიელბოებსა და დანიელ ესტრიდსენებს შორის არსებული შუღლი. ამ ალიანსის კიდევ უფრო გასამყარებლად, 1298 წელს, ინგებორგის ძმა, მეფე ბირგერი დაქორწინდა ერიკის დაზე, მართა დანიელზე.
დედოფალი ინგებორგი აღწერილია, როგორც ძალიან ლამაზი და კეთილშობილი ქალი. როგორც ცნობილია, იგი გამუდმებით სთხოვდა თავის ქმარს პატიმრების შეწყალებასა და ამნისტიას. მისი თანაგრძნობის შესახებ სიმღერები არა მხოლოდ დანიაში, არამედ შვედეთშიც კი იწერებოდა. იგი დანიაში პოპულარული დედოფალი იყო, რომელსაც ხალხი „სასიამოვნოსა“ და „კარგ ქალბატონს“ უწოდებდნენ.
ცნობილია, რომ თავის სიცოცხლეში იგი ერთხელაც კი არ ჩარეულა პოლიტიკაში. აღსანიშნავია, რომ მის ქმარს პრეტენზია გააჩნდა შვედეთის ტახტი, რომელზეც 1306 წელს ღიად განაცხადა პრეტენზია. ინგებორგი ამ დროსაც არ ჩარეულა სახელმწიფო საქმეებში და მთელი ეს სირთულე მისმა მულმა, შვედეთის დედოფალმა მართა დანიელმა გადაიტანა საკუთარ თავზე, რომელმაც 1318 წელს ბირგერი და ერიკი კვლავ შეარიგა.
აღსანიშნავია, რომ დედოფალი ინგებორგი რვაჯერ იყო ორსულად, რომელთაგან ოთხჯერ ვაჟი გააჩინა, ოთხჯერ კი მოეშალა. მართალია მისი ყველა ორსულობა მოშლით არ დასრულებულა, მაგრამ მის მიერ გაჩენილი ვაჟების საოცარი სისწრაფით იღუპებოდნენ.
1318 წელს დედოფალმა ინგებორგმა თავისი უკანონო და ცოცხალი ვაჟი გააჩინა. მას იმდენად გაუხარდა ცოცხალი ვაჟის დაბადება, რომ სამეფო კარზე ბანკეტი გამართა. როდესაც დედოფლის მსახურებს ბანკეტზე ბავშვი მისი სპეციალური აკვნით გაჰყავდათ, რათა დიდებულებისთვის ენახებინათ, აკვანი მოულოდნელად ბოლომდე ამოტრიალდა, ბავშვი გადმოვარდა, კისერი მოტყდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
ბავშვის დაღუპვამ ღრმა დეპრესიაში ჩააგდო დედოფალი, რომელსაც შესძულდა სამეფო კარი და წმ. ეკატერინეს მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად, ქალაქ როსკილეში. მან თავად განაცხადა, რომ თავისი შვილების დაღუპვით გამოწვეულ მწუხარებას მხოლოდ „ღვთის სახლში“ თუ განიქარვებდა. 1319 წელს, მან აქ საკუთარი გარდაცვალება იწინასწარმეტყველა და ეს ყოველივე თავის ქმარსა და დანიის ქორეპისკოპოსს ამცნო. ამ ამბიდან მალევე, 15 აგვისტოს იგი მართლა გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს რინგსტედის ბაზილიკაში. მის საფლავზე ასეთი წარწერაა გაკეთებული:
შვილები
რედაქტირებაინგებორგის ყველა შვილი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა:
- ვალდემარი (?-1302), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ერიკი;
- მაგნუსი;
- უსახელო ვაჟი (დ./გ. 1318);
ლიტერატურა
რედაქტირება- Dehn-Henning Nielsen: Kings och Queens i Danmark, Copenhagen 2007, ISBN 978-87-89542-71-3
- Kay Nielsen, Ib Askholm: Danmarks kongelige familier i 1000 år, 2007, ISBN 978-87-91679-09-4 Kay Nielsen, Ib Askholm: Danmarks Kongelige familier i 1000 år, 2007, ISBN 978-87-91679-09-4
- Rikke Agnete Olsen: Kongerækken, København 2005, ISBN 87-595-2525-8 Rikke Agnete Olsen: Kongerækken, København 2005, ISBN 87-595-2525-8