ინალ არძინბა
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
ინალ არძინბა (დ. 26 ივლისი, 1990) — აფხაზი პოლიტიკოსი. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ საგარეო საქმეთა მინისტრი 2021-2024 წლებში.
ინალ არძინბა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 ივლისი, 1990 (34 წლის) |
დაბადების ადგილი | სოხუმი |
მოქალაქეობა | რუსეთი |
განათლება | ეკონომიკის უმაღლესი სკოლა |
hse.ru/org/persons/14246430 | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1990 წლის 26 ივლისს, სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-10 საშუალო სკოლა. 2007-2012 წლებში სწავლობდა მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე, სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრებით დასრულების გამო უნივერსიტეტში გამოცდის გარეშე ჩაირიცხა. მოსკოვის ეკონომის უმაღლეს სკოლაში სწავლის პერიოდში გამოსცა წიგნი „აფხაზეთის ეროვნული ეკონომიკა“. [1] 2012 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რუსეთის უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „როსგოსტრახის“ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში კომპანიის პრეზიდენტის თანაშემწის პოზიცია ეკავა. ამავე წელს ხელმძღვანელობდა რუსეთის დელეგაციას ვაშინგტონში გამართულ „ახალგაზრდული რვიანის“ სამიტზე. 2013 წელს რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა „ახალგაზრდული ოციანის“ სამიტზე სანქტ-პეტერბურგში და „ახალგაზრდული რვიანის“ სამიტზე ლონდონში. 2014 წელს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ახალგაზრდა ლიდერების“ რეიტინგის სათავეში მოხვდა. 2014 წლიდან დაიწყო არძინბას კარიერა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც იყო დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს კონსულტანტი , ამის შემდეგ შემდეგ კი - ვლადიმერ სურკოვის პირველი მოადგილე. სურკოვთან მუშაობის პერიოდში არძინბას უკრაინის რეგიონების დესტაბილიზაციის პროექტების კურატორობა ევალებოდა. უკრაინაში მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი, კერძოდ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ცვლილების მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევაში. ადმინისტრაციაში არძინბა კურირებდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა. [2] ამ ყველაფრის გამო უკრაინამ არძინბა საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. 2017 წლის 26 ივნისს არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განკარგულების შემდეგ დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. მანამდე მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დსთ-ს საქმეთა სამმართველოში მთავარი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. 2017 წლის 2 დეკემბერს ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის მე-3 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველის საკლასო ჩინი მიენიჭა. 2018 წლის 18 ივნისს, არძინბამ 2017 წლის ოქტომბერში სოჭში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტების ფესტივალის ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინსგან საპატიო სიგელი მიიღო.
აფხაზეთის „რესპუბლიკის“ საგარეო საქმეთა მინისტრი
რედაქტირებააფხაზეთის „რესპუბლიკის“ საგარეო საქმეთა მინისტრი 2021 წლის 18 ნოემბრიდან.[3]
2022 წლის 27 სექტემბერს არძინბამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად ხელი მოაწერა რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აფხაზების რუსეთის მოქალაქეობის მიღებისათვის ე. წ. „აფხაზური პასპორტის“ დათმობა არ მოუწევთ.[4]
არძინბას თქმით საქართველოსა და ე. წ. „აფხაზეთის რესპუბლიკას“ შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საქართველოს მიერ ე. წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობის უპირობოდ აღიარებაა საჭირო.[5]