იმპალა
(გადამისამართდა გვერდიდან იმპალები (გვარი))
იმპალა, პალა (ლათ. Aepyceros melampus) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 1,1-1,8 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში 77-100 სმ, კუდის სიგრძე 25-40 სმ, წონა 40-90 კგ. მამლის რქების სიგრძეა 75 სმ; დედალი ურქოა. მურა-წითურია, სხეულის ქვედა ნაწილი და კუდის ირგვლივ არსებული „სარკე“ თეთრია. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკის სავანებსა და მეჩხერ ტყეებში. იკვებება ბალახოვანი მცენარეებით, ფოთლებით, კვირტითა და ყლორტით. ცხოვრობს ჯგუფებად. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. აფრიკაში ბინადრობს დაახლოებით 2,000,000 სული იმპალა.
იმპალა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Aepyceros melampus | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 550 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იმპალა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- იმპალა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)