ილია აგლაძე

ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლაძე.

ილია სიმონის ძე აგლაძე (აღლაძე) (დ. 1872, თბილისი — გ. 15 ივლისი, 1948, წაღვერი) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.

ილია აგლაძის მემორიალური დაფა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ვერ დაამთავრა, გარიცხეს „მგლის ბილეთით“, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. მისი თარგმანები, ფელეტონები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა 1894 წლიდან. 1894-1902 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1908-1910 წლებში აგლაძე „დროებისა“ და მისი სურათებიანი დამატების რედაქტორია. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი. თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული სტატიებისათვის მეფის მთავრობა დევნიდა. 1910 წელს დააპატიმრეს. 1917 წლამდე გადასახლებაში იყო. 1920–1923 წლებში აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს წევრად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა „კომუნისტის“, „ლიტერატურული საქართველოსა“ და „მნათობის“ რედაქციებში.

აგლაძემ თარგმნა პუშკინის, ი. ტურგენევის, ლ. ტოლსტოის, ა. ჩეხოვის, მ. გორკისა და სხვ. თხზულებანი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 58.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 31, თბ., 1994