იზოლირებული ენები

(გადამისამართდა გვერდიდან იზოლირებადი ენები)

იზოლირებული ენები — უაფიქსო ენები, რომლებიც სხვა ენათაგან მორფოლოგიურადაა გარჩეული. სიტყვა მეტწილად ერთი მარცვლისაგან შედგება. საგანთა შორის გრამატიკული მიმართებები გამოიხატება დამხმარე სიტყვებისა და ნაწილკაკების მეშვეობით, ინტონაციით (ჩინური), სიტყვათა თანმიმდევრობით ან მახვილით. ისევე როგორც სხვა ტიპის ენები (მორფოლოგიურ კლასიფიკაციაში), აქაც წმინდა სახის იზოლირებული ენა არ გვხვდება. ზოგ იზოლირებულ ენაში შეიძლება შეგვხვდეს ფუძის საწარმოებელი აფიქსები.

ენათმეცნიერება
თეორიული ენათმეცნიერება
მორფოლოგია
სემასიოლოგია
ენათმეცნიერული ტიპოლოგია
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება
ინტერნეტ ენათმეცნიერება
ფსიქოლინგვისტიკა
დაკავშირებული სტატიები
ენათმეცნიერების სია
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში

იზოლირებულია ჩინური, ვიეტნამური და ბირმული ენები.

იზოლირებულ ენებში მორფემები ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან იზოლირებულად არსებობს. აქედან გამომდინარე ყოველი იზოლირებული სიტყვა მორფემას წარმოადგენს. ამრიგად, თითოეული იზოლირებული სიტყვა გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი აფიქსია, რომელიც ლექსიკური მნიშვნელობის სიტყვის გარეთ დგას. გრამატიკული კატეგორიები განისაზღვრება სიტყვათა თანმიმდევრობით (მაგ. შემასმენლისა და ქვემდებარის ინვერსია კითხვით ფრაზაში) ან დამატებითი სიტყვების შემოტანით. ასეთ ენებში კონტექსტი და სინტაქსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მორფოლოგია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება