ივანე ჯაფარიძე (სამხედრო პირი)

ტერმინს „ივანე ჯაფარიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ივანე ჯაფარიძე.

ივანე დავითის ძე ჯაფარიძე (დ. 1 იანვარი, 1867 — გ. 1934, პარიზი) — ქართველი სამხედრო პირი.

ივანე ჯაფარიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1867
დაბადების ადგილი ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1934
გარდაცვალების ადგილი ლევილი, პარიზი, საფრანგეთი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
წოდება გენერალ-მაიორი
ჯილდოები წმინდა ანას II ხარისხის ორდენი წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი; საერთო განათლება მიიღო სამხედრო პროგიმნაზიაში. 1886 წლიდან დაიწყო სამსახური ჯარში. სამხედრო სამსახური დაიწყო 150-ე ტამანის ქვეითთა პოლკში. 1903-1905 წლებში იყო ოზურგეთის მაზრის უფროსი. 1903 წელს მიიღო წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი. 1905-1910 წლებში ირიცხებოდა კაპიტნად კავკასიის სამხედრო ოლქის სამმართველოში. 1907 წელს მიიღო წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი. 1911 წელს დაინიშნა თერგის მხარის გროზნოს ოლქის სამხედრო უფროსად. 1911-1914 წლებში ჯაფარიძე მსახურობდა თერგის მხარის ხასავიურტის ოლქის უფროსად. 1914-1917 იყო თერგის მხარის გროზნოს ოლქის უფროსი. 1915 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში. იყო უცხოელთა მისიებთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი და სამხედრო სამინისტროს დავალებათა შტაბ-ოფიცერი. 1921 წლიდან წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში. იყო ქართველ მხედართა კავშირის წევრი. გარდაიცვალა 1934 წელს პარიზში, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები, გვ. 41, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება