ტერმინს „ივანე ჯაფარიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ივანე ჯაფარიძე (სამხედრო პირი).

ივანე (ვანო) მიხეილის ძე ჯაფარიძე (? — გ. 17 დეკემბერი, 1930, თბილისი[1]) — ქართველი იურისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი (1919-1921).

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. 1921 წლის 25 იანვარს დამფუძნებელმა კრებამ დააკამაყოფილა ივანე ჯაფარიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. შემდეგ მუშაობდა ადვოკატად. გასაბჭოების შემდეგ იყო დამცველთა კოლეგიის წევრი, საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის სამმართველოს იურის-კონსულტი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქანთარია ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 543.

სქოლიო რედაქტირება