ივანე ტატიშვილი (დ. 1878, გალავანი, დუშეთის მაზრა — გ. 23 აპრილი, 1963 , გალავანი, დუშეთის რაიონი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ივანე ტატიშვილი
დაბ. თარიღი 1878
დაბ. ადგილი გალავანი
გარდ. თარიღი 23 აპრილი, 1963(1963-04-23)
გარდ. ადგილი გალავანი
საქმიანობა პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ივანე ტატიშვილი დაიბადა 1978 წელს, დუშეთის მაზრის სოფელ გალავანში.

1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წელს პარტიული ორგანიზაციის დავალებით მონაწილეობდა გლეხთა რევოლუციურ გამოსვლებში გორის მაზრასა (იყო რსდმპ გორის სამაზრო კომიტეტის წევრი) და დუშეთის მაზრაში. 1906 წლისათვის სხვა ადგილობრივ რევოლუციონერებთან ერთად შექმნა ტერორისტული ჯგუფი მეფის რეჟიმის ჯაშუშების და „ხულიგნების“ გასანადგურებლად; პარალელურად ჩაბმული იყო გაყაჩაღებული ყოფილი „წითელი რაზმელების“ დევნა-განადგურებაში. 1908 წლიდან ტფილისის კომიტეტის დავალებით მუშაობა დაიწყო დუშეთის მაზრაში. 1909 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის საგურამოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი; სოფლის „ასისთავი“ და ტერორისტული ჯგუფის წევრი; ასევე, იყო პარტიული ინფორმატორი დუშეთის მაზრიდან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აგრძელებდა რევოლუციურ ორგანიზაციებში მუშაობას დუშეთის მაზრაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო აგრარული და სამეურნეო-საგამგეო კომისიების წევრი. 1921 წელს, ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) დააპატიმრა და მოათავსა მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“ იზოლაციის წესით. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა სოფელ გალავანში.

ლიტერატურა

რედაქტირება