სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.

ივანე (ვანო) ბეჟანის ძე ბოლქვაძე (დ. 1879, სამღთო — გ. 1938) — ქართველი რევოლუციონერი, ბოლშევიკი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1879 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ სამღთოში, აზნაურის ოჯახში. სოფლის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ 15-16 წლის ასაკში წავიდა ბათუმში, სადაც მოეწყო მოსწავლედ სტამბაში. 1899 წელს გაემგზავრა თბილისში და მუშაობა დაიწყო ლიბერმანის სტამბაში. 1900 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში. 1906 წლიდან მუშაობდა სანქტ-პეეტერბურგში, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სტამბაში. 1908 წელს ჩავიდა თბილისში და აგრძელებდა რევოლუციურ საქმიანობას, ბეჭდავდა და ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში იყო თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრი, არაერთხელ იყო დაპატიმრებული საქართველოს მთავრობის მიერ. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ სამუშაოზე. იყო სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს პოლიგრაფიული განყოფილების უფროსი, თბილისის მუშათა კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე. 1928–1930 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1931-1937 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 1937 წლის 10 ივნისს დაპატიმრებული იქნა და დახვრიტეს 1938 წელს. სიკვდილის შემდგომ რეაბილიტირებულია.

ივანე ბოლქვაძე არის ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას ბაბუა დედის მხრიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება