სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.

იესე ოსეს ძე ბარათაშვილი (ოსეშვილი) (დ. 10 ოქტომბერი, 1728 — გ. 11 აგვისტო, 1786) — ქართველი მწერალი, ქართლ-კახეთის სამეფოს მდივანბეგი.

ბარათაშვილის მამა — დეკანოზი ოსე (გვარად მიქაძე) სიონის ეკლესიის მღვდელი იყო. 1750-იდან ისე თეიმურაზ II-ის მეუღლის — ანახანუმის მდივანია, შემდეგ - მოლარეთუხუცესი. 1758 ამ თანამდებობიდან გადააყენეს და დატოვეს კალიგრაფ-მდივნად. 1762 ერეკლე II-მ სამეფო მდივნის თანამდებობა უბოძა, ხოლო 1764 წლის 25 ივნისს - თავადობა და ბარათაშვილის გვარი. შემდეგ მოღალატე თავადებთან კავშირი დასწამეს და 1776 მდივნობიდან გადააყენეს, წაართვეს თავადობა, მამული, ყმები და ტფილელის ყმად აქციეს. 1777 დარეჯან დედოფლის მხარდაჭერით ისევ მდივანბეგად დანიშნეს. ახალციხეში მიმავალი ბარათაშვილი გზაში ლეკებმა მოკლეს.

ბარათაშვილს ეკუთვნის ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლი „ცხოვრება-ანდერძი“ . ნაშრომი მნიშვნელოვანი წყაროა XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიისათვის. ბარათაშვილი ტიპური წარმომადგენელია მეფის სამსახურში დაწინაურებული მემამულისა, რომლის იდეალია მეფის ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება. ბარათაშვილის ლიტერატურული თხზულებებიდან ცნობილია ომონიმური რითმებით გაწყობილი „ლექსნი სამიჯნურონი“ (ხელნაწერი Q - 318). ანტონ კათალიკოსის ცნობით, ბარათაშვილს ლექსად აღუწერია ქეთევან დედოფლის ცხოვრება. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ვარაუდობენ, რომ მასვე ეკუთვნის ლექსთა კრებული „ნარგიზოვანი“.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • იოანე ბატონიშვილი, მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის, ტფ., 1913;
  • იოსელიანი ა., მე-18 საუკუნის ქართული კომედიური დიალოგი, «ლიტერატურა და ხელოვნება», 1945, 22 სექტ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება