ომონიმია

სიტყვა, რომელიც ბგერითი შემადგენლობით ემთხვევა სხვა სიტყვას, ხოლო მნიშვნელობითა და წარმოშობით
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ომონიმიამნიშვნელობათა სხვადასხვაობა ფორმატივთა იდენტობის (ერთნაირი ჟღერადობის) დროს.

განასხვავებენ სრულსა და ნაწილობრივ ომონიმებს.

1. სრული ომონიმია

დამახასიათებელია ჟღერადობრივი დამთხვევა ყველა ფორმაში. მაგ.; (რუს.) свет (სინათლე) - свет (სამყარო)

2. ნაწილობრივი ომონიმია

დამახასიათებელია ჟღერადობრივი დამთხვევა საერთო პარადიგმის ცალკეულ ფორმებში:

стирать (იმპერფ.) выстирать (პერფ.) გარეცხვა (სარეცხის)
стирать (იმპერფ.) стереть (პერფ.) გახეხვა, გა(და)წმენდა (ზედაპირის და სხვ.)
ომონიმიის განსაკუთრებულ შემთხვევებს წარმოადგენენ ომოფორმები, ომოფონები, ომოგრამები :

ომოფორმები ბგერათა თანხვედრა ცალკეულ ფორმებში: მაგ.; (რუს.) вожу ზმნებისათვის водить და возить.

ომოფონები ცალკეულ ფორმებში ბგერათა თანხვედრა წარმოთქმისას, მაგრამ სხვადასხვაგვარი წერითი გამოსახულება: მაგ.; (რუს.) луг (მდელო), лук (ხახვი).

ომოგრამები ერთნაირი წერითი გამოსახულება, მაგრამ სხვადასხვაგვარი ჟღერადობა: მაგ.; (რუს.) уже და уже. პირველ შემთხვევაში არის ზედსართავი სახელის „узкий“ შედარებითი ხარისხი, ხოლო მეორე შემთხვევაში კი სიტყვა „უკვე“.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ომონიმია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან - ὁμώνυμος (ჰომონიმუს), რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც: „საერთო სახელის ქონა“.[1] ὁμώνυμος წარმოადგენს ორი ბერძნული სიტყვის შეერთებას, ესენია: ὁμός (ჰომოს), რომელიც ნიშნავს საერთოს[2] და ὄνομα (ონომა) აღნიშნავს სახელს.[3] რითიც ვღებულობთ საერთო სახელის მქონე ორი განსხვავებული ნივთის ან საგნის აღნიშვნას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. ὁμώνυμος, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus Digital Library
  2. ὁμός, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus Digital Library
  3. ὄνομα, Henry George Liddell, Robert Scott, A Greek-English Lexicon, on Perseus Digital Library
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ომონიმია“-დან