„ნარგიზოვანი“ — ძველი ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, ლირიკული ლექსების კრებული. შეთხზული უნდა იყოს XVIII საუკუნის II ნახევარში. შედგება 11 ლექსისაგან, რომლებიც ძირითადად სატრფიალო-სამიჯნური ხასიათისაა. იშვიათი სიცხოვლით გადმოცემულ სიყვარულის გრძნობას ახლავს სევდა, ჭმუნვა, მდურვა სოფლისადმი. პატარა ხასიათისაა ლექსი „ქართლი შვენიერია“. ავტორს სამშობლო სატრფოს სახით ჰყავს წარმოდგენილი. „ნარგიზოვანი“ საინტერესოა ვერსიფიკაციის თვალსაზრისით. მასში ვხვდებით ახალ კონსტრუქციის ლექსებს, მანამდე უცნობ სხვადასხვა მეტრისა და რიტმის ტაეპებსა და სტროფებს რეფრენებს, ალიტერაციის საუცხოო ნიმუშებს და სხვა. „ნარგიზოვანს“, როგორც მხატვრულ ძეგლს, განსაკუთრებული ადგილი უკავია XVIII საუკუნის ქართულ პოეზიაში.

ლიტერატურარედაქტირება

  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1981;
  • მიქაძე გ., „ნარგიზოვანი“, კრ.: XVIII საუკუნის ქართული მწერლობის საკითხები, ტ. 1, თბ., 1965;

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება