ალიტერაცია (ლათ. alliteratio) — ერთი და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორებაა სალექსო სტრიქონში. გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ თვალსაჩინოებას. ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური და ესთეტიკური, როდესაც მას თან ახლავს გამომსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო, ფორმალისტური თამაში მოკლებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.

მაგალითები

რედაქტირება
 
ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან, დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად ყვავილის მწველია ლეილას ხელიდან, დალალნი დაშლილან ელვარე გველებად.

ალიტერაცია შეიძლება იყოს პროზაულიც. იგი რიტმული პროზის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად ითვლება:

 
„ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით.“
 
„ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევიაო ქმართან“
 
„ბნელში დაბუდებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში“
 
„მარგო, რამ გარგო აგრე რიგად“

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება