იენგ ტირიტი (დაბადებით ქჰიეუ[1]; ქმერ. អៀង ធីរិទ្ធ[2]; დ. 10 მარტი 1932, ბატამბანგი — გ. 22 აგვისტო 2015, პაილინი) — კამბოჯელი პოლიტიკოსი, კამპუჩიის კომუნისტური პარტიის წევრი. დემოკრატიული კამპუჩიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის იენგ სარის მეუღლე. მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა კამპუჩიის კომუნისტური პარტიის არცერთი კომიტეტის წევრი, იგი იყო წითელი ქმერების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. 1975 წლის ოქტომბრიდან რეჟიმის დასასრულამდე, 1979 წლის იანვრამდე ეკავა სოციალურ საკითხთა მინისტრის თანამდებობა[3] .

იენგ ტირიტი
იენგ ტირიტი
კამპუჩიის სოციალურ საკითხთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ოქტომბერი, 1975 – 7 იანვარი, 1979
პრემიერ-მინისტრი  პოლ პოტი

დაბადებული10 მარტი, 1932
ბატამპანგი, კამბოჯა
გარდაცვლილი22 აგვისტო, 2015
პაილინი, კამბოჯა
ეროვნებაკამბოჯელი
პოლიტიკური პარტიაკამპუჩიის კომუნისტური პარტია
მეუღლეიენგ სარი
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკა
რელიგიაათეისტი

იენგ ტირიტის და იყო ქჰიეუ პონარი, წითელი ქმერების ლიდერის პოლ პოტის პირველი ცოლი. იენგ ტირიტი და მისი ქმარი დააპატიმრეს 2007 წლის ნოემბერში კამბოჯის საქმეებში გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით და გაასამართლეს გენოციდის, სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქჰიეუ ტირიტი დაიბადა 1932 წლის 11 მარტს[4] ბატამბანგის პროვინციაში[5]. მისი მამა იყო მოსამართლე, მან მეორე მსოფლიო ომის დროს მიატოვა ოჯახი და გაიქცა კამბოჯის პრინცესასთან ერთად[6].

1949 წელს თავის უფროს დასთან ერთად დატოვა კამბოჯა და გაემგზავრა პარიზში, სადაც შეისწავლა ინგლისური ლიტერატურა. ტირიტი იყო პირველი კამბოჯელი ქალი, რომელმაც ამ სფეროში მიიღო სამეცნიერო ხარისხი. ქჰიეუ ტირიტი 1951 წელს ცოლად გაჰყვა იენგ სარის, შეიცვალა სახელი და გახდა იენგ ტირიტი[6]. მისი უფროსი და ქჰიეუ პონარი მოგვიანებით გახდა პოლ პოტის ცოლი. ორივე და თავის ქმრებთან ერთად შემდეგში ცნობილი გახდნენ „ოთხთა ბანდის“ სახელით[7].

იენგ ტირიტი სამშობლოში დაბრუნდა 1957 წელს[5]. წითელი ქმერების მიერ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა და 1975-1979 წლებში ეკავა სოციალურ საკითხთა მინისტრის თანამდებობა.

ტრიბუნალი

რედაქტირება

იენგ ტირიტი დააპატიმრეს 2007 წლის ნოემბერში და წარადგინეს სპეციალური სასამართლოს წინაშე. 2011 წელს მიიღეს მისი გაათავისუფლების გადაწყვეტილება ალცჰაიმერის დაავადების გამო. თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შესრულებულა, რადგან პროკურორებმა გააპროტესტეს[8][9].

გარდაიცვალა 2015 წლის 22 აგვისტოს 83 წლის ასაკში[10].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Philip Short. Pol Pot: Anatomy of a Nightmare. Henry Holt and Company, 2005.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. David Chandler: «Voices from S-21», Chapter 3: «Choosing Enemies», p.69. University of California, 1999. «In mid-1976 Khieu Thirith, who was Ieng Sary’s wife and Pol Pot’s sister-in-law (…)»
  2. តួឯកក្នុងសំណុំរឿង០០២៖ អៀង ធីរិទ្ធ (IENG THIRITH) თარგი:Km icon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-10.
  3. Ieng Thirith. Extraordinary Chambers in the Courts of Cambodia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-21. ციტირების თარიღი: 18 February 2014.
  4. Summons — Expert. Extraordinary Chambers in the Courts of Cambodia: 18 August 2011.
  5. 5.0 5.1 Munthit, Ker (November 11, 2007). „Ieng Thirith: A pioneer among female leaders of the Khmer Rouge“. MSNBC. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-18. ციტირების თარიღი: 15 November 2011.
  6. 6.0 6.1 David P. Chandler (1999). Brother Number One: A Political Biography of Pol Pot. Westview Press, გვ. 32. ციტირების თარიღი: 2007-11-15. 
  7. Securing Allegiance: Elite’s Children Find Love in a Hot Political Climate, Cambodia Daily Weekend Edition Saturday, January 17-18, 2004
  8. В Камбодже начался суд над четырьмя лидерами красных кхмеров. Lenta.ru (2011-06-27). ციტირების თარიღი: 2014-06-22.
  9. Лидера красных кхмеров освободят по состоянию здоровья. Lenta.ru (2011-11-17). ციტირების თარიღი: 2014-06-22.
  10. Ieng Thirith, sister-in-law of late Khmer Rouge leader Pol Pot, dies in Cambodia (ინგლისური)