ქჰიეუ პონარი (ქმერ. ខៀវ ពណ្ណារី; დ. 3 თებერვალი, 1920 — გ. 1 ივლისი, 2003) — კამბოჯელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, კამპუჩიის კომუნისტური პარტიის წევრი, წითელი ქმერების ლიდერის პოლ პოტის ყოფილი ცოლი და იენგ სარის ცოლის, ქჰიეუ ტირიტის და. კამბოჯელთა გენოციდის ერთ-ერთი ორგანიზატორი. გენოციდისა, რომელმაც იმსხვერპლა 1,7-დან 3 მილიონამდე კამბოჯელი. ცნობილი იყო სახელით „და ნომერი პირველი“.

ქჰიეუ პონარი
კამპუჩიის პირველი ქალბატონი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აპრილი, 1976 – 7 იანვარი, 1979
პრემიერ-მინისტრი  პოლ პოტი
წინამორბედისო სოჩიტი
მემკვიდრელი კიმსენი

დაბადებული3 თებერვალი, 1920
ბატამპანგი, კამბოჯა
გარდაცვლილი1 ივლისი, 2003
პაილინი, კამბოჯა
ეროვნებაკამბოჯელი
პოლიტიკური პარტიაკამპუჩიის კომუნისტური პარტია
მეუღლეპოლ პოტი
რელიგიაათეისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქჰიეუ პონარი დაიბადა 1920 წელს ბატამბანგის პროვინციაში. თავს დაზე, ქჰიეუ ტირიტიზე, 12 წლით ადრე. მათი მამა იყო მოსამართლე, მან მეორე მსოფლიო ომის დროს მიატოვა ოჯახი და გაიქცა კამბოჯის პრინცესასთან ერთად[1]. ქჰიეუ პონარიმ განათლება მიიღო სისოვატის ლიცეუმში. ლიცეუმი დაასრულა 1940 წელს და გახდა პირველი კამბოჯელი ქალი, რომელმაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

1949 წელს თავის უმცროს დასთან ერთად დატოვა კამბოჯა და გაემგზავრა პარიზში, სადაც სწავლობდა ქმერულ ენათმეცნიერებას[2]. აქვე მისი და, 1951 წელს ცოლად გაჰყვა იენგ სარის და შეიცვალა სახელი, ამის შემდეგ მას ეწოდება იენგ ტირიტი. 1956 წელს ცოლად გაჰყვა სალოტ სარს, მათ ქორინების დღედ შეარჩიეს 14 ივლისი - ბასტილიის აღების დღე. ორივე და თავის ქმრებთან ერთად შემდეგში ცნობილი გახდნენ „ოთხთა ბანდის“ სახელით. პონარი დაუბრუნდა სისოვატის ლიცეუმს მასწავლებლის სახით[2].

1960-იან წლებში მისი პარტიული მოღვაწეობის შესახებ მცირე ინფორმაციაა შემონახული. თუმცა ცნობილია, რომ 1973 წელს იგი იყი კამპუჩიის კომუნისტური პარტიის მდივანი კამპონგთჰომის პროვინციაში. 1970 წელს, სახელმწიფო გადატრილაების შემდეგ ქმართან ერთად გაიქცა ჯუნგლებში. სწორედ ამ პერიოდში მას დაეწყო შიზოფრენია: იგი შეპყრობილი იყო განცდით, თითქოს ვიეტნამელები ცდილობდნენ მისი და მისი ქმრის მოკვლას. წითელი ქმერების მიერ ხელისუფლებაში მოსვლის დროისათვის ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად გაუუარესდა, რომ რაიმე სამსახურის დაკავების საშუალება არ ჰქონია, თუმცა 1976 წელს მაინც დაიკავა კამპუჩიის ქალთა ეროვნული ასოციაციის თავჯდომარის თანამდებობა, ხოლო 1978 წელს იგი წარმოგვიდგება, როგორც „წითელი ქმერების რევოლუციის დედა“.

პოლ პოტთან განქორწინება მაოხდინა 1979 წელს ვიეტნამელების ინტერვენციის დაწყების შემდეგ. 1996 წელს თავის დასთან და სიძესთან ერთად კამბოჯის მთავრობისაგან მიიღო ამნისტია. მას არ გაუგია პოლ პოტის გარდაცვალების შესახებ, არ იცოდა ისიც, რომ იგი მეორედ დაქორწინდა 1985 წელს და, რომ მას ამ ქორწინებიდან ჰყავდა შვილები.

გარდაიცვალა სიმსივნით 2003 წლის 1 ივლისს 83 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Elizabeth Becker : Khieu Ponnary, 83, First Wife Of Pol Pot, Cambodian Despot, in New York Times, July 3, 2003, pA20
  • Khieu Ponnary; Obituary, in The Times, London, July 8, 2003 p31
  • Philip Short. Pol Pot: Anatomy of a Nightmare. Henry Hot and Company, 2005.
  1. David P. Chandler (1999). Brother Number One: A Political Biography of Pol Pot. Westview Press, გვ. 32. ციტირების თარიღი: 2007-11-15. 
  2. 2.0 2.1 Thet Sambath (October 20, 2001). „Sister No. 1 The Story of Khieu Ponnary, Revolutionary and First Wife of Pol Pot“. The Cambodia Daily, WEEKEND. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-02. ციტირების თარიღი: 2007-11-15.