იბნ ბატუტა

(გადამისამართდა გვერდიდან იბნ-ბატუტა)

იბნ ბატუტა (არაბ. أبو عبد الله محمد ابن بطوطة; სრული სახელი და გვარია: აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ აბდ ალ-ლაჰ ალ-ლავატი ალ-ტანჯი; დ. 24 თებერვალი 1304, ტანჟერი — გ. 1377, ფესი) — არაბი მოგზაური და ვაჭარი.

იბნ ბატუტა
დაბადების თარიღი 24 თებერვალი 1304
ტანჟერი
გარდაცვალების თარიღი 1377
ფესი

1325 წელს მაროკოდან გაემგზავრა ჰაჯის შესასრულებლად (სალოცავად); იმოგზაურა ეგვიპტეში, არაბეთში, ირანში, მესოპოტამიაში, სირიაში, მცირე აზიაში, ყირიმსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში (მიაღწია ვოლგამდე), შუა აზიაში, ავღანეთში, ინდოეთში, ინდონეზიასა და ჩინეთში. 1349 წელს დაბრუნდა მაროკოში. დაახლოებით 1349 და 1352 წლებში შორის მუსულმანურ ესპანეთში, 1352-1353 წლებში დასავლეთ და ცენტრალურ სუდანში.

საინტერესოა იბნ ბატუტას ჩანაწერები ოქროს ურდოს შესახებ; იგი შეიცავს ეკონომიკურ, ეთნოგრაფიულ და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ხასიათის უამრავ ცნობას.

იბნ ბატუტამ დაწვრილებით აღწერა კონსტანტინოპოლი, სადაც თან ახლდა ბერძენთა მეფის ასულს უზბეკის ცოლს. აღწერა ინდოეთი, ირანი ჰულაგიუიანების დროს. იბნ ბატუტამ პირველმა მოგვცა დაწვრილებითი ცნობები მალის სახელმწიფოსა და მისი მომიჯნავე ოლქების შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 71.
  • Ибрагимов Н. Ибн Баттута и его путешествия по Средней Азии. — М.: Наука, 1988.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება