ლევ იაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან იაშვილი, ლევან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაშვილი.

ლევ მიხეილის ძე იაშვილი (დ. 1768 — გ. 19 აპრილი, 1836, დაკრძალულია ვიდუბიცკის მონასტერში, კიევი) — რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი (1819). ვ. მ. იაშვილის უმცროსი ძმა.

ლევ იაშვილი
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1772(1772-08-17)
გარდაცვალების თარიღი 19 აპრილი, 1836(1836-04-19) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი
ჯარის სახეობა არტილერია
წოდება General of the Artillery, General of the Artillery და გენერალ-ადიუტანტი
ბრძოლები/ომები ნაპოლეონის ომები
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენი, ორდენი „დამსახურებისათვის“, წითელი არწივის ორდენი, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, წმინდა გიორგის ორდენი და წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი ალმასებით

1786 დაამთავრა არტილერიის კადეტთა კორპუსი. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1787-1791) დროს მონაწილეობდა კინბურნის დაცვასა და ოჩაკოვის გარემოცვაში, 1792-1795 წლებში — ვარშავისა და პრაღის გარემოცვასა და აღებაში. 1805 წელს გაიგზავნა ავსტრიის სამფლობელოებში, სადაც ებრძოდა ფრანგებს ჰაილსბერგთან (1807), პროისიშ-აილაუსთან, გუტშტადტთან. 1808 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1812 წელს სამამულო ომის დროს იყო პეტრე ვიტგენშტეინის ცალკე კორპუსის არტილერიის უფროსი. 1812 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1813 წელს დაინიშნა მთავარი მოქმედი არმიის არტილერიის უფროსად და მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში. იბრძოდა ლიუცენთან, ბაუცენთან. 1816 წელს დაინიშნა პირველი არმიის არტილერიის უფროსად და 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. 1832 წლიდან სამხედრო საბჭოს წევრი იყო. 1833 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო რუსეთისა და უცხოეთის მრავალი ორდენით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება