წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენი

ორდენი (ჯილდო) რუსეთის იმპერიაში

წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენი, მალტური ჯვარი (რუს. Орден Святого Иоанна Иерусалимского, Мальтийский крест) — რუსეთის იმპერიის ორდენი. სახელი ეწოდა იოანე ნათლისმცემლის პატივსაცემად.

წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენი

წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენის კომანდორის ჯვარი
სრული სახელირუს. Орден Святого Иоанна Иерусалимского
ქვეყანა{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ტიპიორდენი
სტატუსიარ გაიცემა
სტატისტიკა
დაწესების თარიღი29 ნოემბერი (10 დეკემბერი), 1798

ორდენის ნიშანი წარმოადგენდა თეთრი მინანქრით დაფარულ ოქროს ჯვარს. ჯვრის კუთხეებში სტილიზებული ხაზები იყო. ჯვრის თავზე მოთავსებული იყო მალტის გვირგვინი.

 
პავლე I-ის პორტრეტი მალტის ორდენის დიდი მაგისტრის კოსტიუმში

1798 წელს, როდესაც ნაპოლეონ I-მა ეგვიპტეში ლაშქრობის დროს დაიპყრო მალტა, ორდენის რაინდებმა მიმართეს რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს თხოვნით, მიეღო წმინდა იოანე იერუსალიმის ორდენის დიდი მაგისტრის წოდება.

1798 წლის 29 ნოემბერს პავლე I-მა გამოსცა უმაღლესი მანიფესტი წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენის დაარსებისა და რუსეთის იმპერიის დიდებულების ამ ორდენში მიღების წესების თაობაზე.

პავლე I-ის მეფობის დროს წმინდა იოანე იერუსალიმის ორდენი, არსებითად წარმოადგენდა, სამოქალაქო და სამხედრო დამსახურებისთვის მინიჭებული უმაღლესი ჯილდოს. სარდლობისთვის მინიჭებული ეს ჭილდო თავისი მნიშვნელობით აღემატებოდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენის პატივს, რადგანაც იგი გამოხატავდა ხელისუფალის პირად კეთილგანწყობას დაჯილდოვებულის მიმართ. 1797 წლის 5 აპრილს, პავლე I-მა რუსეთში არსებული ორდენის კორპორაციები, გააერთიანა ერთიან რუსულ საკავალერიო საზოგადოებაში. თუმცა მასში არ შევიდნენ იმპერატორ ეკატერინე II-ის მიერ დაწესებული ორდენების წმინდა გიორგისა და წმინდა ვლადიმერის ორდენის კავალრები.

1801 წელს პავლე I-ის მკვლელობის შემდეგ რუსეთის ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე I გადადგა ორდენის მაგისტრის თანამდებობიდან და 1810 წლის 26 თებერვალს გამოიცა ბრძანებულება მალტის ორდენის სამკერდე ნიშნების მინიჭების შეწყვეტის შესახებ. 1817 წლის 20 იანვარს რუსეთის იმპერიაში ორდენის ორგანიზაციამ თითქმის მთლიანად შეწყვიტა არსებობა.

ხარისხები

რედაქტირება

ორდენს გააჩნდა სამი ხარისხი:

  • I ხარისხი — კომანდორის დიდი ჯვარი;
  • II ხარისხი — კომანდორი;
  • III ხარისხი — კავალერი;

ქვედა სამხედრო ჩინისათვის დაწეესებული იყო სპილენძისგან დამზადებული მალტური პატარა ჯვარი — „დონატი“ («донат»), რომელიც 1800 წლის 10 ოქტომბრიდან ენიჭებოდა უნტერ ოფიცრებს და ჯარისკაცებს 20 წლიანი უნაკლო სამხედრო სამსახურისთვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Асварищ М. Б. Российские кавалеры ордена Св. Иоанна Иерусалимского. XVIII—XIX вв. Биографический справочник. — М.: Фонд «Русские Витязи», 2023. — 600 с.
  • Милославский Ю. Г. Странноприимцы: Православная ветвь Державного Ордена рыцарей-госпитальеров Св. Иоанна Иерусалимского. — СПб.: Царское Дело, 2001. — 240 с.
  • Спасский И. Г. Иностранные и русские ордена до 1917 года. — СПб.: Дорваль, 1993. — С. 196. — ISBN 5-8308-0042-X.
  • Шепелёв Л. Е. Чиновный мир России: XVIII — начало XX вв. — СПб.: Искусство—СПб, 1999. — 479 с. — ISBN 5-210-01518-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება