იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი

ფლამანდიელი ქიმიკოსი, ფიზიოლოგი და ექიმი

იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი (დ. 12 იანვარი, 1580 — გ. 30 დეკემბერი, 1644) — ფლამანდიელი ქიმიკოსი, ფიზიოლოგი, ექიმი. იატროქიმიის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი
ნიდერლ. Jan Baptista van Helmont
დაბ. თარიღი 1577[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი ბრიუსელი[13] [10] [14]
გარდ. თარიღი 30 დეკემბერი, 1644(1644-12-30)[10] [15] [16] [17] [18] [11]
გარდ. ადგილი ვილვორდე[19] [14]
მოქალაქეობა Hispanic Monarchy
საქმიანობა ქიმიკოსი[20] , ფიზიკოსი, ექიმი-მწერალი, ფილოსოფოსი, ფიზიოლოგი, ექიმი[14] [9] , მეცნიერი[21] , მწერალი[14] და alchemist[14] [9]
ალმა-მატერი ლიუვენის ძველი უნივერსიტეტი და Université catholique de Louvain[22]
შვილ(ებ)ი ფრანსისკუს მერკურიუს ვან ჰელმონტი[13] [14]

იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი ფლამანდიურ ოჯახში დაიბადა. მამამისი, ბრიუსელის პროკურორი და საბჭოს წევრი კრისტიან ვან ჰელმონტი და მარია (ვან) სტასარტი, დაქორწინდნენ 1567 წლის 28 იანვარს, წმინდა მიხეილისა და გუდულას ტაძარში. მის გარდა ოჯახში კიდევ 4 და-ძმა, 2 ბიჭი და 2 გოგო იზრდებოდა.

ჰელმონტმა განათლება ლევენის უნივერსიტეტში მიიღო, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა, თუ რომელ მეცნიერებას გაჰყოლოდა. ბოლოს მედიცინაზე შეაჩერა არჩევანი.

მოგვიანებით იგი სწავლას წყვეტს და სამოგზაუროდ მიემგზავრება შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში.

მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ერთხანს ცხოვრობდა ანტვერპენში, ასევე, 1605 წელს შავი ჭირის ეპიდემიის პერიოდში. 1609 წელს იღებს მედიცინის დოქტორის ხარისხს. ამავე წელს იქორწინა მდიდარი ოჯახის შვილზე მარგარეტ ვან რანსტზე. მეუღლეები ვილვორდეში, ბრიუსელთან ახლოს ცხოვრობდნენ.

ვილვერდეში დასახლების შემდეგ ვან ჰელმონტი ქიმიით, კაბალისტიკური და მისტიური კვლევებით დაკავდა. ქიმიაში მან მრავალი აღმოჩენა გააკეთა, მას ეკუთვნის ბერძნული „ქაოსის“ ანალოგიური ქიმიური ტერმინი „გაზი“; ქიმიური მეთოდებითვე ცდილობდა ყველანაირ დაავადებათა განკურნების გზა ეპოვა; თვლიდა, რომ ქიმიური პროცესი მრავალ მოვლენათა დასაბამი იყო. უარყოფდა არისტოტელეს, გალენოსსა და თანამედროვე სამედიცინო მეცნიერებას, შექმნა ცოცხლ ორგანიზმში მოვლენათა საკუთარი თეორია. იგი ადამიანში 2 არამატერიალურ საწყისს აღიარებდა: 1) Archeus – სიცოცხლისეული საწყისი, გაჟღენთილი მთელს სხეულში, კვებისა და მისი გადამუშავების წარმმართველი და ავადმყოფობისადმი წინააღმდეგობის გამწევი; 2) Duumvi r at – გონიერი საწყისი, ანუ სამშვინველი, რომელსაც ადგილი აქვს არა თავის ტვინში, არამედ კუჭსა და ღვიძლში.

თხზულება

რედაქტირება
  • Ortus medicinae, ed. nova, Amst., 1652.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. LIBRISNational Library of Sweden, 2012.
  2. Digital Library for Dutch Literature — 1999.
  3. Biodiversity Heritage Library — 2006.
  4. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  5. opac.vatlib.it
  6. Alvin
  7. National Library of Portugal — 1796.
  8. MAK
  9. 9.0 9.1 9.2 Гельмонт, Иоган Баптист // Большая советская энциклопедия / под ред. О. Ю. Шмидт — 1 — Москва: Акционерное общество «Советская энциклопедия», 1920.
  10. 10.0 10.1 10.2 Delff H. Helmont, Johann Baptist von // Allgemeine Deutsche BiographieL: 1880. — ტ. 11. — S. 703–707.
  11. 11.0 11.1 Base biographiqueBIU Santé.
  12. Trove — 2009.
  13. 13.0 13.1 Гельмонт, Иоганн Баптист // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. VIII. — С. 290.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 ECARTICO
  15. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  16. Chastain B. B. Encyclopædia Britannica
  17. SNAC — 2010.
  18. Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de BelgiqueBXL.
  19. Deutsche Nationalbibliothek Record #119142953 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  20. Ван-Гельмонт // Большая советская энциклопедия. Том 8. Буковые — Варле — 1927. — Т. 8. — С. 723.
  21. Czech National Authority Database
  22. Mathematics Genealogy Project — 1997.