იანვარ უმბატოვი
იანვარ ორუჯის ძე უმბატოვი (აზერ. Ənvər Oruc oğlu Hümbətov; დ. 1 იანვარი, 1950, ალგეთი, მარნეული, საქართველო — გ. 4 ივლისი, 1993, აფხაზეთი, საქართველო) — აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, აფხაზეთის ომის მონაწილე და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოებული.
იანვარ უმბატოვი | |
---|---|
აზერ. Ənvər Hümbətov | |
ეროვნება | საქართველოს აზერბაიჯანელი |
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1950 |
დაბადების ადგილი | ალგეთი, მარნეული, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი | 4 ივლისი, 1993 (43 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | აფხაზეთი, საქართველო |
კუთვნილება | საქართველო |
ჯარის სახეობა | სარაკეტო თავდაცვა |
სამხედრო სამსახურის წლები | 1992 – 1993 |
წოდება | ლეიტენანტი |
ბრძოლები/ომები | აფხაზეთის ომი |
ჯილდოები |
ადრეული წლები
რედაქტირებაიანვარ უმბატოვი 1950 წლის 1 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში დაიბადა. მძიმე ეკონომიკური მიზეზებით, მისი ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ რუსთავში გადავიდა, სადაც იანვარმა მე-12 საშუალო სკოლა წარჩინებით დაასრულა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო. პარალელურად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რუსთავის ფილიალის მეტალურგიის მიმართულებაზე. ქარხანაში მუშაობის პერიოდში იგი ქარხნის ქიმიური წარმოების ნაწილის მთავარი მექანიკოსი გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ, მან სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის პოლონეთში განლაგებულ სარაკეტო თავდაცვის შენაერთში გაიარა, საიდანაც ლეიტენანტის წოდებით უკან საქართველოში დაბრუნდა.
დაოჯახებული იყო ფატმა ხასიევაზე, რომლისგან ორი შვილი ჰყავს: ვაჟი — ემილი და ქალიშვილი — ოფელია.
აფხაზეთის ომი
რედაქტირებასაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში სეპარატისტული განწყობები გააქტიურდა. 1992 წლის ბოლოსთვის, აფხაზი სეპარატისტების გააქტიურების შემდეგ, უმბატოვმა რუსთავის სამხედრო კომისარიატს მიმართა და აფხაზეთში მოხალისედ წავიდა. იბრძოდა რეგიონის ცხელ წერტილებში, როგორიცაა ტყვარჩელი, ლაბრა და შრომა.
1993 წლის 4 ივლისს, სამხედრო დავალების წარმატებულად შესრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას ჩასაფრებაში მოყვა და თავისი ჯგუფის გადასარჩენად თავი გაწირა. მისი თავგანწირვის შედეგად, 25-დან 30-მდე ჯარისკაცი გადარჩა.
იანვარ უმბატოვი გმირულად დაღუპვისას 43 წლის იყო. იგი თავისი და ოჯახის ანდერძით, მარნეულის სოფელ ალგეთში დაასაფლავეს, სადაც დაიბადა.
სიკვდილის შემდეგ
რედაქტირება1994 წლის 30 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, იანვარ უმბატოვს „საბრძოლო ველზე გამოჩენილი გამბედაობისა და თავგანწირვისთვის“ ვახტანგ გორგასლის ორდენი მიენიჭა,[1] რომელიც ენიჭება საქართველოს მოქალაქეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის.[2]
თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთათვის აღმართულ მემორიალურ დაფაზე იანვარ ორუჯის ძე უმბატოვის სახელიც წერია.
დავით მაისურაძის მიერ დაწერილ წიგნში „სამშობლოს შვილები“, რომელიც აზერბაიჯანულ-ქართულ მეგობრობას ეხება, უმბატოვს განსაკუთრებულად მოიხსენიებს. მაისურაძე წიგნში მოიხსენიებს 600-მდე საქართველოს აზერბაიჯანელს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის იბრძოდნენ. აქედან 13 მებრძოლმა „ვახტანგ გორგასლის ორდენით“ დაჯილდოვდა.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.gaxa.ge/gurcustanda-600-n%C9%99f%C9%99r%C9%99d%C9%99k-az%C9%99rbaycanli-olk%C9%99nin-%C9%99razi-butovluyu-ugrunda-doyusubl%C9%99r/[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-30. ციტირების თარიღი: 2018-01-25.
- ↑ http://www.gaxa.ge/gurcustanda-600-n%C9%99f%C9%99r%C9%99d%C9%99k-az%C9%99rbaycanli-olk%C9%99nin-%C9%99razi-butovluyu-ugrunda-doyusubl%C9%99r/[მკვდარი ბმული]