იანეთის წმიდა გიორგის ტაძარი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


იანეთის წმიდა გიორგის ტაძარი — მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში, მდებარეობს სოფელ იანეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, იმერეთის რეგიონში. ტაძარი არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით აშენდა 2001-2003 წლებში. ტაძრის აღმშენებელია ამავე სოფლის მკვიდრი აკაკი (კაკო) ლეკვეიშვილი.

იანეთის წმიდა გიორგის ტაძარი

იანეთის წმიდა გიორგის ტაძარი

იანეთის წმიდა გიორგის ტაძარი — საქართველო
იანეთის წმიდა გიორგის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°10′53″ ჩ. გ. 42°25′37″ ა. გ. / 42.18139° ჩ. გ. 42.42694° ა. გ. / 42.18139; 42.42694
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთი
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფელი იანეთი
კურთხევის წელი 2003
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 2003
დეტალები
სიგრძე 13,8 მეტრი
სიგანე 9,8 მეტრი
სიმაღლე (მაქს.) 18,7 მეტრი

იანეთის წმიდა გიორგის  ტაძრის ასაშენებლად ინიციატივა გამოიჩინა და ფინანსები გამოიღო აღმშენებელმა აკაკი (კაკო) ლეკვეიშვილმა. ტაძრისთვის მიწის ნაკვეთი სოფლის ცენტრში გამოიყო სოფელ იანეთის საკრებულოსა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებითა და თანადგომით.

ტაძრის ფუძე ქვის დადება და საძირკვლის კურთხევა შედგა 2001 წლის 19 მაისს.

2003 წლის 19 ივლისს მეუფე საბამ (ხონი-სამტრედიის ეპარქიის ეპისკოპოსი) ჩამობრძანებულ მღვდელმთავრებთან — მეუფე დიმიტრისთან (ბათუმი-სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი), მეუფე გრიგოლთან (ფოთისა და ხობის ეპარქიის ეპისკოპოსი), მეუფე ანტონთან (ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ეპისკოკპოსი) და სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აკურთხა ტაძარი.

ტაძრის კურთხევის შემდეგ მეუფე საბამ მრევლს ტაძრის მოძღვარი იაკობი (ზვიად ლეკვეიშვილი, 1974-2010) წარუდგინა.

2003 წლის 21 სექტემბერს იანეთის წმიდა გიორგის ტაძარს უმაღლესი სტუმრები ეწვივნენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I. მათ წირვა-ლოცვა აღავლინეს წმიდა გიორგის ტაძარში   და დალოცეს მრევლი.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა ტაძრის აღმშენებელი აკაკი (კაკო) ლეკვეიშვილი დალოცა და მისი ღვარწლი ტაძრის აღშენების საქმეში აღნიშნა  საეკლესიო მედლის მინიჭებით.

არქიტექტურა

რედაქტირება

იანეთის წმიდა გიორგის ტაძრის პროექტი უსასყიდლოდ შესრულებულია საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის მიერ.

მთავარი არქიტექტორი — არჩილ გოდერძის ძე მინდიაშვილი

პროექტის ავტორი — ნოდარ გაიოზის ძე მალუტაშვილი

მთავარი კონსტრუქტორი — ემზარ იასონის ძე კიზირია

კონსტრუქტორი — ზურაბ ბიძინას ძე ოქროშიძე

პასუხისმგებელი მშენებელ-ინჟინრები — ნიკოლოზ (უჩა) პავლეს ძე ჭიღლაძე და გიორგი (გია) ბონდოს ძე ვაშაკიძე.

ტაძრის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები შეასრულა ბრიგადამ სოფელ ჭოგნარიდან ავთანდილ ცხადაბერიძის ხელმძღვანელობით.

ტაძარი აშენებულია თეთრი ქვით (კირქვა) ხანდების კარიერიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან.

იანეთის წმიდა გიორგის ტაძარი ჯვარგუმბათოვანია და მართკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს. ზომებია 13.8×9,8 მეტრი დასავლეთის კარიბჭით. სიმაღლე 18.7 მეტრი.

ლიტერატურა

რედაქტირება

დაკარგული მადლის დაბრუნება“ / საშა ლეკვეიშვილი. [რედ.: ოთარ გოგოლიშვილი]. თბილისი, 2004. — ISBN 99928-0-970-1, UDC: 271.22(479.22)