გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეუფე გრიგოლი.

მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში — გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი; დ. 18 ივლისი, 1956, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი. ანგელოზის დღე — 7 თებერვალი [ძვ. სტ. 25 იანვარი] (წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენება); კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მიტროპოლიტი
გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
დროშა
დროშა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: თბილისის სასულიერო სემინარია, თბილისის სასულიერო აკადემია
დაბადების სახელი: გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი
დაბადება: 18 ივლისი, 1956 (1956-07-18) (68 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 1996 წლის 21 მარტი
დიაკვნად კურთხევა: 1989 წლის 14 ოქტომბერი
მღვდლად კურთხევა: 1990 წლის 27 მარტი
ეპისკოპოსად კურთხევა: 1996 წლის 24 მარტი
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 2003 წლის 7 სექტემბერი
მიტროპოლიტობა ებოძა: 2007 წლის 3 ივნისი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1994 წელს დაამთავრა. 2017 წლის მაისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში, თემაზე: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ხელდასხმები და წოდებრივი აღმსავლა

რედაქტირება

1985-1988 წლებში იყო თბილისის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის მნათე. 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო, 1990 წლის 27 მარტს მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. 1994 წლის 2 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მიენიჭა დეკანოზის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. 1996 წლის 14 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის კრების მიერ გამორჩეულ იქნა ფოთის ეპისკოპოსად. 1996 წლის 21 მარტს აღკვეცილ იქნა ბერად; 1996 წლის 23 მარტს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრით. 1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წმიდა სინოდის წევრთა თანამსახურებით აღესრულა არქიმანდრიტ გრიგოლის ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად.  2003 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. 2007 წლის 3 ივნისს ებოძა მიტროპოლიტის წოდება.

მსახურება

რედაქტირება
 
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე და მიტროპოლიტი გრიგოლი, ფანარი, 2022 წ.

1990 წლის აპრილში გამწესებულ იქნა ოზურგეთის რ-ნის სოფელ ლიხაურში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად. 1990 წლის ნოემბრიდან დამატებით ინიშნება აჭის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1991-1995 წლებში იყო ოზურგეთის საღვთო სჯულის პედაგოგების მოსამზადებელი საღვთისმეტყველო კურსების ხელმძღვანელი. 1991-1996 წლებში იყო მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჟურნალ „წყაროს“ რედაქტორ-გამომცემელი. 1995 წლის 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ოზურგეთის ახლად დაარსებული წმ. ნინოს გიმნაზიის რექტორად.

1996-2003 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე. 1997 წლიდან ინიშნება ფოთში ახლად დაარსებული გრიგოლ ღვთისმეტყველის სახ. საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლის რექტორად. 2003 წლიდან  დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2005-08 წ.წ.  იყო სახელმწიფოსთან განათლების საკითხებში ურთიერთობის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლბითი კომისიის ხელმძღვანელი. 2010 წლიდან  არის  საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ „უფლის ციხის“ მთავარი რედაქტორი. 2014 წლიდან არის ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი.

საგანმანათლებლო საქმიანობა

რედაქტირება

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი

 
ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი ტიხონი მიტროპოლიტ გრიგოლს გადასცემს წმ. ვლადიმირის სემინარიის საპატიო დოქტორის წოდების დიპლომს, ნიუ-იორკი 2022 წ.

1997 წელს მიტროპოლიტ გრიგოლის ინიციატივთ დაფუძნდა ფოთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორული სკოლა. 2009 წელს სასწავლებელს ეწოდა „ფაზისის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აკადემია“. 2012 წელს დაიწყო მისი რეორგანიზება, რის შედეგადაც არსებული აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი. 2015 წლის 14 დეკემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის სავალდებულო ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი. ამის შედეგად მას მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი. ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებით.

ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა

ფოთის წმ. ნიკოლოზის სახეობის სკოლა, მიტროპოლიტ გრიგოლის ინიციატივით, 2003 წელს დაარსდა. სკოლა ხელმძღვანელობს  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით  და ეროვნული სასწავლო გეგმით, მან რამდენჯერმე წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი. ამჟამად სკოლაში ასწავლის 30-ზე მეტი პედაგოგი და სწავლობს 200-მდე მოსწავლე.

ჯილდოები

რედაქტირება
 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს მიტროპოლიტ გრიგოლს წმ. გიორგის ოქროს ორდენით, 2007 წ.
  • წმ. გიორგის ოქროს ორდენი (სრულიად საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება - 25.12.2007.)
  • ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი (საქ. პრეზიდენტის ბრძნება № 611, 16.09.2008.)
  • ქ. ხობის საპატიო მოქალაქე (ქ. ხობის საკრებულოს გადაწყვეტილებით - 17.07.2011.)
  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (საქ. პრეზიდენტის განკარგულება № 13/09/01, 13.09.2012.)
  • წმინდა ნიკოლოზის ორდენი (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 04/11/04, 04.11.2013.)
  • ქ. ფოთის საპატიო მოქალაქე (ქ. ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით - 10.08.2016.)
  • ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებელი სემინარიის საპატიო დოქტორი (სემინარიის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით - 14.05.2022.)

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017, 220 გვ.
  • ადამიანის უფლებათა ფილოსოფიის რამდენიმე აქტუალური პრობლემის შესახებ, თბილისი, 2013.
  • კეთილ არს სჯული უკეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი“ (1 ტიმ.1,8), [ავტ. დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი, ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვარი], ოზურგეთი, 1995.
  • მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მოკლე კატეხიზმო კათაკმეველთათვის, შემდგ. მამა გურამი, [მე-2 გამოცემა], ოზურგეთი, 1992.

სამეცნიერო სტატიები

რედაქტირება
 
მიტროპოლიტი გრიგოლი და მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი 1999 წ.
  • About Some Unknown Aspects of Iona Khelashvili’s (1778-1837) Life and Work, in: European Scientific Journal, special edition, vol. 2 (November, 2014), pp. 146-152.
  • იონა ხელაშვილის ბიოგრაფიის რეკონსტრუირებისთვის, წიგნში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), თბილისი, 2014, გვ. 101-116.
  • ქრისტიანობა და ადამიანის უფლებები, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 3 (თბილისი, 2014), გვ. 18-26.
  • ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რამდენიმე აქტუალური პრობლემის შესახებ, ჟურნალში: „გული გონიერი“, № 7, თბილისი, 2014, გვ. 7-22.
  • თავისუფლების მეტაფიზიკა იონა ხელაშვილის მიხედვით, კრებულში: თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016, გვ. 76-90.
  • იონა ხელაშვილი მეტაფიზიკური კონცეფცია ფილოსოფიური ღვთისმეტყველების კონტექსტში, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 4 (თბილისი, 2017), გვ. 54-62.
  • Iona Khelashvili`s Metaphysics, in: T. Iremadze/H. Schneider, Veritas et subtilitas. Truth and subtlety in the History of Philosophy. Essays in memory of Burkhard Mojsisch (1944-2015), Amsterdam/Philadelphia: John Benjamins Publishing Company, 2017, pp. 431-439. https://benjamins.com/catalog/bsp.59

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება