ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იამაიკის კულტურაიამაიკის რელიგიური, დემოგრაფიული, ენობრივი თუ საზოგადოებრივი მახასიეთებლების ერთობლიობა.

ადგილმდებარეობა

რედაქტირება
 
იამაიკის მდებარეობა

კუნძული იამაიკის სახელი მომდინარეობს არავაკული სიტყვა „xaymaca“-სგან, რაც შეიძლება ნიშნავდეს გაზაფხულის, ტყის და წყლის, ან ბამბის მიწებს. იამაიკა მდებარეობს დიდი ანტილიის არქიპელაგში, 144 კილომეტრით სამხრეთით კუბადან და 160 კილომეტრი დასავლეთით ჰაიტიდან. მისი ტერიტორი არის 11 034 კვადრატული კილომეტრი და ზომით მესამე კუნძულია კარიბის ზღვაში. იამაიკის რელიეფი გორაკ-ბორცვნიანი, ღრმა ველებითა და 120 არასანაოსნო მდინარით. სანაპირო ხაზი არის სწორი და ვიწრო. კლიმატი ძირითადად ცხელი და ტენიანი (ტროპიკული), მთიანეთი კი ცივია.

დემოგრაფია

რედაქტირება

იამაიკის მოსახლეობა 1992 წლის მონაცემებით იყო 2 500 701 ადამიანი. ყოველწლიური საშუალო ზრდა შეადგენს 0.09%-ს. მოსახლეობის სიმჭირდოვეა 228 კაცი ერთ კვადრატულ კილომეტრზე. იამაიკის მოსახლეობის 76.3 % შავკანიანია, 15.1 % აფრო-ევროპელი, 3.2 % თეთრკანიანი, 3 % აღმოსავლეთ ინდიელი, 1.2 % ჩინელი, ხოლო 1.2 % სხვა ეთნოსისაა. დაახლოებით 22 000 იამაიკელი ემიგრირებს ყოველ წელს და დაახლოებით ნახევარი მილიონი ცხოვრობს ამჟამადა აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში.

იამაიკის ოფიციალური ენა ინგლისურია, მაგრამ რეალურად აქ პოსტკრეოლური ლინგვისტურ მდგომარეობაა. ადგილობრივი ენა, რომელსაც „პატუაზად“ მოიხსენიებენ იამაიკელები და „იამაიკურ კრეოლად“ ლინგვისტები, განვითარდა აფრიკელი მონებისა და ინგლისელი პლანტატორების ურთიერთობის შედეგად. იამაიკური მეტყველება იყოფა კლასის მიხედვით, კრეოლედან სტანდარტულ ინგლისურამდე და შუაში მოიცავს უამრავ სხვადასხვა საფეხურს.

ისტორია და კულტურული ურთიერთობა

რედაქტირება

დაახლოებით 60.000 არავაკელი ინდიელი ცხოვრობდა იამაიკაში, როცა კოლუმბი მივიდა 1494 წელს. მაგრამ მათი რიცხვი შემცირდა მას შემდეგ, რაც  ესპანელებმა მოახდინეს ოკუპაცია და ხალხი მონებად წაიყვანეს. შემდეგ კი კუნძული დაიპყრო დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც შეეცადა კუნძულზე გადაესახლებინა ინგლისელი, შოტლანდიელი და ირლანდიელი ხალხი და იქ ააგო პორტი, რომელიც გახდა ვაჭრობის ცენტი. აგრეთვე ჩაიყვანეს დაახლოებით 750 000 აფრიკელი სამუშაოდ, მაგრამ იყო მუდმივი წინააღმეგობები მონების მხირდან და ხშირად ხდებოდა აჯანყებები. გაქცეული მონები და ზოგადად ხალხი სახლდებოდა მთებში. XVIII საუკუნის შუა ხანებში იამაიკა გახდა ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი და ღირებული კოლონია. მაგრამ მან დაიწყო დაცემა 1774 წელს. შემცირდა ეკონომიკა და გაიზარდა მონობის საწინააღმდეგო მოძრაობები. 1831 წელს მოხდა მონების დიდი რევოლუცია, „ბაპტისტური ომი“ მაგრამ 1838 წლამდე არ გათავისუფლებულან. გათავისუფლებული მონების დიდმა ნაწილმა დატოვა საცხოვრებელი, გადავიდა ქალაქში და გახდა მცირე ფერმერი. 1866 წლის შემდეგ ზოგიერთი დანგრეული შაქრის აწარმო გარდაიქმნა შეიცვალა ბანანის წარმოებით, რომელმა მალევე ჩაანაცვლა შაქრის წილი ექსპორტზე. დეკოლონიზაციის პროცესი შტაგონებული იყო ნაციონალისტური სენტიმენტებით. 1940 წელს იამაიკაზე აღმოაჩინეს ალუმინისა და ბოქსიტის დიდი მარაგი და 1960 წლიდან იგი გახდა მსოფლიოში წამყვანი მწაროებელი ბოქსიტის და ალუმინის. ქარხნების დიდი ნაწილი აშენდა 1950 წელს. აგრეთვე ამ დროს დაიწყო ტურისტული ინდუსტრიის ზრდა. იამაიკა იყო 300 წელზე მეტი ხანი ბრიტანეთის კოლონია და  მოიპოვა დამოუკიდებლობა 1962 წელს. ბრიტანეთის დომინიონობამ დიდი გავლენა იქონია იამაიკაზე და დაუტოვა ბევრი ინსტიტუტი და იდეალები, მაგალითად მონოგამია, პატრიარქალური ოჯახები და სხვა.

კლასები და კასტები

რედაქტირება

. ნაციონალური სიმდიდრის უდიდეს ნაწილს ფლობს ღია ფერის ან თეთრკანიანი ოჯახები და ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი კონტროლდება ჩინელი და შუა აღმოსავლეთის წარმომავლობის პირებისგან. შავკანიანები ძირითადად გამოკეტილნი არიან პატარა და საშუალო ზომის საცალო საწარმოებში. სანამ რასა თამაშობს გამსაზღვრელ როლს საზოგადოების კლასებად დაყოფაში, არ არის დაშვებული კასტური ფორმები და ინდივიდუალები განისჯებიან კანის ფერისა და ფიზიკური აღნაგობის მიხედვით.

საზოგადოების დაყოფის სიმბოლოები

რედაქტირება

შავი კანი ჯერ კიდევ ასოცირდება არაცივილიზებულობასთან, უცოდინრობასთან, სიზარმაცესთან და არასაიმედოობასთან. ცხოვრების სტილი, ენა, სამზარეულო, ჩაცმულობა და ადგილობრივი ფორმები რომლებიც ახლოსაა ევროპულ კულტურასთან, საზოგადოების იერარქიის სათავეში ექცევა, ხოლო ის სიმბოლოები რომლებიც აფრიკულ კულტურასთან არის დაკავშირებული, იერარქიის ბოლოში. აფრიკული სიმბოლოები, ზოგჯერ იწყებენ ზევით ასვლასაც.

სოციალური განვითარების სისტემა წარმოადგენს ადგილობრივი მთავრობის პროგრამებისა და პოლიტიკის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო(ენ ჯე ო) ორგანიზაციების მხარჯაჭერისა და მონაწილეობის ნაზავს. ის ექვემდებარება ახალგაზრდობისა და საზოგადოების განვითარების სამინისტროს. სოციალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სისტემა მოიცავს ნაციონალური დაზღვევის სქემას (NIS) და საჯარო დახმარების პროგრამებს. NIS-ის სარგებელში შედის დასაქმების სარგებელი, ასაკოვანთა სარგებელი, ქვრივის, ობლის და განსაკუთრებული საჭიროების ბავშვების სარგებლებს და ასევე დაკრძალვის თანხებს.

სამუშაო ძალის დაყოფა გენდერის მიხედვით. კაცები გაბატონებულები არიან მთავრობის მმართველ პოზიციებზე ასევე, პროფესიებში, ბიზნესებში, უმაღალეს განათლებაში, ევროპულ რელიგიებში და ფიზიკურად შრომობენ სოფლის მეურნეობაში. ქალები უფრო მეტად(ანაზღაურებით თუ აუნაზღაურებლად) ჩართულნი არიან სახლის საქმეებიში, ფორმალურ და არაფორმალურ საცალო ვაჭრობაში, დაწყებით და საშუალო განათლებაში, საკანცელარიო და ადმინისტრაციულ სამსახურებსა და სოციალური კეთილდღეობით

ქალის და კაცის სტატუსების მიმართება. ტრადიციულად ქალების ადგილი არის სახლში და ისინი უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ ვიდრე კაცები. კაცებისთვის კი შესაფერისი ადგილი სახლს გარეთაა. სასოფლო მეურნეობაში, ბიზნესში, მმართველობაში ან დასვენებასი. ეს დამოკიდებულებები იცვლება.

ქორწინება

რედაქტირება

ლეგალური ქორწინება, მონოგამია და ნუკლეარული ოჯახი (რომელიც მხოლოდ მშობლებისა და მათი შვილებისაგან შედგება, რომლებიც იმყოფებიან მშობლების კმაყოფაზე) არის კულტურული იდეალები, რომლებიც უფრო ხშირად ათვისებულია საშუალო და მაღალი ფენების მიერ, დაბალ ფენებთან შედარებით. სექსუალური ურთიერთობები იწყება სქესობრივი მომწიფების ასაკში დაბალი ფენის წარმომადგენლებში. ლეგალური ქორწინება უფრო შედარებით გვიან ხდება, მაგალითად რამდენიმე ბავშვის დაბადების შემდეგ, ან ეკონომიკურად უზრუნველყოფის შემდეგ. ქორწინება არის მონოგამური. განქორწინება არის იშვიათი, მაგრამ ქორწინებაგარეშე ურთიერთობები და თანაცხოვრება საკმაოდ ხშირია.

– იამაიკური ოჯახი არის ერთად შეკრული ძლიერი ნათესაური კავშირის და საერთო ინტერესების გამო. ის შედგება დეიდების, ბიძების, ბიძაშვილ–მამიდაშვილებისა და ბებია–ბაბუებისაგან.

– ოჯახის წევრები არიან ძალიან ახლოს და ერთმანეთს ეკონომიურ და ემოციურ დახმარებას უწევენ.

– ოჯახი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი რომელსაც იამაიკელი ადამიანი მიეკუთვნება, ასევე ყველაზე მეტ დროსაც ოჯახში ატარებს და აყალიბებს/ინარჩუნებს გულითად და თბილ ურთიერთობებს.

– იამაიკელებს არ ენდობიან მთავრობაში მყოფ პიროვნებებს და ურჩევნიათ, რომ ნდობა გამოიჩინონ მათ მიმართ ვისაც კარგად იცნობენ. ეს პიროვნებები შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები (რომლებიც ოჯახის წევრების დონემდე ახლოს არიან).

– იამაიკელ ხალხს ურჩევნია საქმიანი ურთიერთობების წარმოება მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან. მაგალითად ბანკიდან სესხის აღებას ამჯობინებენ ახლობლისგან დასესხებას. ასევე ისინი აყალიბებენ „პარტნიორობას“ ეს არის საქმიანი კავშირი მეგობრებსა და მეზობლებს შორის , რის შედეგადაც თანმიმდევრობით შეაქვთ თანხა ერთიან საფულეში, ამას იმიტომ აკეთებენ რომ შემდეგ ბიზნესი წამოიწყონ ან ახალი საცხოვრებელი შეიძინონ.

– ამ ჯგუფში გასაწევრიანებლად მთავარი მოთხოვნილება ნდობაა. „პარტნიორობაში“ ახალი წევრი, რომ მიიღონ ის აუცილებლად უნდა იყოს რეკომენდებული სხვა ჯგუფის წევრის მიერ.

რასტაფარიანიზმი

რედაქტირება

რასტაფარიანებს სჯერათ რომ ისინი არიან ისრაელის ერთ–ერთი დაკარგული ტომის წევრები, რომლებიც მონებად გაყიდეს და ძალით იყვნენ წაყვანილები ბაბილონში(იამაიკა) და ამიტომ ისინი ვალდებულები არიან რომ დაბრუნდნენ ზიონში, რომელიც მათი აზრით ეთიოპიაა. ამ რელიგიურ მოძრაობას არ აქვს ორგანიზებული დაჯგუფეფები, ასევე მას არ ჰყავს დაფინანსებული სამღვდელოება და არც დაწერილი სწავლება/მოძღვრება.

იამაიკაში არიან სამი ტიპის რასტაფარიანები.

1. ბობო შანტის მოძრაობის წევრებს აცვიათ გრძელი მანტიები და ვიწროდ შემოხვეული დოლბანდი. ისინი ისე ფუნქციონირებენ, როგორც დამოუკიდებელი ნაცია იამაიკაში, მათ თავიანთი კონსტიტუციაც გააჩნიათ. მათი ცხოვრების სტილი ეჯიბრება ძველ ებრაულ მოსაიკურ კანონებს. ეს მოიცავს დასვენების, წმინდა დღის ზეიმობასაც, რომელიც პასასკევ საღამოს იწყება და შაბათამდე გრძელდება. ასევე მათ აქვთ სანიტარული კულტურის კანონები და სპეციალური მისალმება ჯგუფის წევრებისათვის.

2. ნიაბინგის სექტის წევრები ფოკუსირებას ახდენენ იმპერატორ ჰაილ სელასიეზე და არწმუნებენ ხალხს რომ სწორეს ის არის ღვთაების რეინკარნაცია. ისინი ცდილობენ სამშობლოში დაბრუნებას (ეთიოპიაში), საიდანაც სჯერათ რომ ყველა შავკანიანი იქიდან წამოვიდა. ეთიოპია ამ სექტის სწავლებაში უმთავრეს როლს თამაშობს.

3. თორმეტი ტომი ჩამოყალიბდა 1968 წელს ვერნონ კარინგტონის მიერ და არის ყველაზე ლიბერალური რატაფარიანულ ჯგუფებს შორის. წევრებს უფლება აქვთ მათ ამორჩეულ ტაძარს ემსახურონ. ისინი თავს მიიჩნევენ დავითის 12 შვილის პირდაპირ შთამომავლებად.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

ბავშვები, როგორც წესი თავისი მშობლების ქონებას თანაბრად იყოფენ, როგორც წესი ეს მიწას და სახლს ეხება ხოლმე.

სოციალიზაცია

მამაკაცები არიან ბავშვების მოყვარულები, მაგრამ როგორც წესი არ არიან ჩართულები ბავშვის მოვლის საკითხებში. ბავშვის მოვლა არის დედის მოვალეობა, მაგრამ ხანდახან ამ მოვალეობას უფროს დას ან ბებიას გადააბარებენ ხოლმე. პატივისცემა და მორჩილება ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისათვის, რომლებიც ბავშვის მხრიდან უხეშობის ან ცუდად მოქვევის დროს, ფიზიკურადაც კი სჯიან. გოგოები და ასევე ბიჭები(მაგრამ, ცოტა რაოდენობით) ხშირად იტვირთებიან საოჯახო საქმეებით. ემოციური კავშირი დედასა და ბავშვებს შორის, განსაკუთრებით ბიჭების მიმართ, ძალიან ძლიერი და გამძლეა.

სოციოპოლიტიკური ორგანიზაცია

რედაქტირება

მონათა სოციუმი დაყოფილი იყო სამ კასტად: თეთკანიანების პატარა ნაწილი, მულატების უფრო პატარა რაოდენობა და შავკანიანების ძალიან დიდი პოპულაცია. თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობამ გამოიწვია ის რომ ევროპული ფენოტიპური და კულტურული თვისებები უფრო დაფასებული იყო ვიდრე აფრიკული ან კრეოული ასლები. ემანსიპაციის შედეგად კასტები გადაიქცა კლასებად, მაგრამ თეთრკანიანებმა გაუძლეს და ამის შედეგად შეიქმნა ერთგვარი „ფერთა–კლასთა პირამიდა“ რომელშიც თეთრკანიანები წარმოადგენდნენ უფრო მაღალ საფეხურს, ცენტრალურს მულატები და შავკანიანები ქვედა პერიფერიულ ნაწილებს. ამას დაემატა ჩინელი, აღმოსავლეთ ინდოური და ლიბანელი ემიგრანტები, მათ არ ჰქონდათ თავისუფალი ადგილი ამ პირამიდაში, და ამის გამო განლაგება უფრო კომპლექსური გახდა, ფერი და ეთნიკურობა ისევ ახდენდა გავლენას სოციალურ წარმოდგენებზე, მაგრამ თეთრკანიანთა კლასი და ფერთა პირამიდა უფრო ნაკლები მნიშვნელობის მქონე ხდებოდა მეოცე საუკუნიდან. მიუხედავად ამისა, იამაიკა მაინც შრეებადაა დაყოფილი სიმდიდრის მიხედვით, მას აქვს ძალიან მცირე მაღალი კლასი, ასევე პატარა საშუალო ფენა და უზარმაზარი დაბალი ფენა. 1960–იან წლებში იამაიკას ჰქონდა უმაღლესი მაჩვენებელი შემოსავლის უთანასწორობაში.

პოლიტიკური ორგანიზაცია

რედაქტირება

იამაიკა იმართებოდა მმართველის მიერ, რომელიც წინასწარ დანიშნული იყო სამეფოსა და ასემბლიის სახლის მიერ, 1865 წელს მოხდა გლეხების აჯანყება მორანტის ყურეში რის შედეგადაც მმართველის დანიშვნა შეწყდა. ამ აჯანყებამ თეთრკანიან ოლიგარქიაში იმის შიში ჩანერგა რომ დემოკრატიის დამკვიდრების შემთხვევაში შავკანიანები ჩაიგდებდნენ ხელში ძალაუფლებას. ამიტომ ბრიტანელებმა ასემბლია დაშალა 1866 წელს და დაბეგრილი კოლონიის მთავრობის მმართველობა დააკისრა გუბერნატორს და იმპერიულ ბიუროკრატიას, დემოკრატია არ აღდგენილა 1944 წლამდე, როდესაც ახალი კონსტიტუციის მიერ შეიქმნა სრულუფლებიანი ხალხის რჩეული ასამბლია. სრული და შიდა მმართველობის ფორმა იამაიკამ მოიპოვა 1957 წელს. 1957 წელს იამაიკა შეუერთდა დასავლურ–ინდიების ფედერაციას, მაგრამ მალევე 1961 წელს დატოვა იგი. მომდევნო წელს იამაიკამ გახდა თავისუფალი ნაცია ბრიტანეთის რესპუბლიკაში. ამ სისტემის დროს მმართველობის ფორმა არის კონსტიტუციური მონარქია ორი პარლამეტით. პირობითი შტატის ხელმძღვანელი იყო მმართველ–გენერალი, რომელიც დანიშნული იყო ბრიტანული მონარქის მიერ. წარმომადგენელთა პალატის 60 წევრი ირჩევა ხუთი წლის ვადით. უმრავლესობის პალატის ლიდერი ხდება პრემიერ მინისტრი და არჩევს კაბინეტს, ასევე 21 სენატის წევრი ინიშნება მმართველ–გენერლის მიერ, როგორც პრემიერ–მინისტრის მრჩეველი და ასევე ოპოზიციის ლიდერი. ორი უმთავრესი პოლიტიკური მოძრაობებია ხალხის ნაციონალური პალატა და იამაიკური ლეიბორისტული პალატა. ნაციონალურ მუშათა ერთობა არის გაერთიანებული ხალხის ნაციონალურ პალატასთან ერთად, ასევე ბუსტამანტის ინდუსტრიული სავაჭრო ერთობა კი შესაბამისად იამაიკის ლეიბორისტული პალატის დაქვემდებარების ქვეშაა. სიტუაციის ასეთი განაწილების შედეგად ორივე წამყვან პოლიტიკურ პარტიას აძლევს დიდი რაოდენობის მხარდამჭერებს. იამაიკელები უფრო მეტად არიან პარტიზანები და ძლიერად ებრძვიან ხოლმე პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ეს სისტემა მაინც შესაშურად სტაბილურად არის. პარტიების მხარდაჭერა არ არის დაკავშირებული რასულ, ეთნიკურ, კლასობრივ ან რეგიონალურ საცხოვრებელ ადგილთან. ორივეს, ხალხის ნაციონალურ პალატასა(ხნპ) და იამაიკის ლეიბორისტულ პარტიასაც (ილპ) უამრავჯერ უმართიათ ქვეყანა 1940 –იანი წლებიდან მოყოლებული. მაიკლ მანტლი, რომელიც, რომელიც ხნპ–ს ლიდერია უფრო დიდი წარმატება მოიპოვა ვიდრე ილპ–ს ლიდერმა ედვარდ სეაგამ. 1989 წლის არჩევნების შემდეგ პერსივალ პატერსონი გახდა პრემიერ მინისტრი 1992 წლის 30 მარტს, ამის შემდეგ მისმა პარტიამ ხნპ–მ მოიგო არჩევნები და პარტლამენტში არსებული 60 ადგილიდან 52 მოიპოვა 1993 წლის მარტში ჩატარებულ არჩევნებში, ორივე პარტია ხნპ და ილპ მივიდა იმ დასკვნამდე რომ პრეზიდენტს უნდა დაეკავებინა კონსტიტუციური ლიდერის ადგილი, ბრიტანეთის მონარქის მაგივრად. მაგრამ უთანხმოება მოუვიდათ თუ რომელი პარტიიდან უნდა ყოფილიყო ეს საპრეზიდენტო პირობნება.

კარიბიული მუსიკა, როგორც გენური ტიპი ბევრი რამით არის დაკავშირებული სალსასთან, (რომელიც პიერტო რიკოდან მოდის) რეგგასთან (იამაიკა), კალიფსოსთან ( ტრინიდატი) და მერენგუასთან (დომინიკის რესპუბლიკა). ყველა მათგანი გამოირჩევა აფრო კარიბული რიტმით, რომელსაც დოლების და დასარტყამების გამოყენებით ქმნიან და ამიტომ გაერთიანებულ მუსიკალურ რეგიონად შეიძლება იყოს მიჩნეული.

საზოგადოებრივი კონტროლი

რედაქტირება

სოფლის მაცხოვრებლებისათვის კრიმინალი საკმაოდ უცხო ხილია, თუ არ ჩავთვლით მარცვლეულის ქურდობას. ხოლო კრიმინალების დასასჯელად მთავარი სანქციები არის გაჭორვა, საცინად აგდება, ოსტრაკიზმი (სოფლიდან მოკვეთა). რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა ქალაქებში სადაც კრიმინალი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. უფრო და უფრო გახშირებულმა თავდასხმებმა 1974 წელს ახალ კანონებს ჩაუყარა საფუძველი რომლებიც იარაღით თავდამსხმელებს მკაცრად სჯიდა. ასევე შეიქმნა თოფის სასამართლო სადაც ასეთ კრიმინალებს ასამართლებდნენ. მთავარი მისია იამაიკის საბრძოლო არმიის იყო პოლიციის ძალაუფლების გაძლიერება და გაზრდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ნარკოტიკებით ვაჭრობის კონტროლი და აღკვეთა.

კონფლიქტი

რედაქტირება

იამაიკას აქვს ორგანიზებული დანაშაულის ისტორია, რომელიც მოიცავს მრავალ მონათა აჯანყებებს, გლეხთა აჯანყებებს და შრომით და ურბანულ არეულობებს. ძალადობის ინდივიდუალური გამოხატულება საკმაოდ იშვიათი იყო ერთ დროს. ბოლოდროინდელი ურბანული ძალადობის ზრდა შეგვიძლია მივაკუთვნოთ ბანდებს, რომლებიც იცავენ გეტო სამეზობლოებს და აკონტროლებენ ნარკოვაჭრობას. 1970 იან წლებში ბანდები ასევე მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს. მიახლოებით 700 ადამიანი დაიღუპა პოლიტიკასთან დაკავშირებული ძალადობის გამო 1980 წელს, არჩევნების დროს, მაგრამ ძალიან ცოტა უბედური შემთხვევა დაფიქსირდა 1989 წლის არჩევნების დროს. ასევე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ძალადობამ 1993 წლის არჩევნებზე.

იამაიკაში არის ღრმად მორწმუნე საზოგადოება, დიდი რაოდენობით კულტებით, სექტებით და მოძრაობებით. მონათა რელიგია იყო დამყარებული აფრიკულ რწმენაზე და ჩვეულებებზე, მაგალითად: ცერემონიური სულის ჩასახლება, სულიერი განკურნება, გრძნეულება, დაკვრა და ცეკვა თაყვანისცემის გამოხატულების ნიშნად. წინაპარ კულტს ეწოდება კუმინა და მათ სჯერათ ობეების (გრძნეულების), რომ ისინი არიან გადარჩენილნი აფრიკელი შთამომავლები. მონების მისიონიზაცია ბაპტისტების, მორავიანების და მეთოდისტების მიერ დაიწყო 1754 წელს და ბიძგი მისცა აფრო-ქრისტიანული კულტების განვითარებას, მათ შორის სიონის აღორძინებას, პოკომანიას ან პუკუმინას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. რასტაფარიანული მოძრაობა,  რომელიც აღიარებს, რომ ჰაილე სელასიე არის მესია და მიიჩნევს მარიხუანას წმინდად, პირველად გამოჩნდა 1933 წელს, მაგრამ ფართოდ არ გავრცელდა 1960 იან წლებამდე. ამერიკული პენტეკოსტალიზმი საკმაოდ გაფართოვდა  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ალბათ არის ყველაზე გავრცელებული რელიგია დღესდღეობით. „მეცნიერება“ ან „დე ლაურენსი“ ,მაგიის ფორმა, განვითარდა იმავე პერიოდში. იამაიკელებს ღმად სწამთ ზებუნევრივი ძალის გავლენის. სიონის აღზევება აერთანებს ისეთ აფრიკულ აზრებს, რომ არსებობს  ყოვლისშემძლე, მაგრამ დაშორებული შემქმნელი, რომელიც ძირითადად არ ერევა ადამიანების საქმეში და პოლითეისტური პანთეონი ანგელოზების, რომლებიც არიან ადამიანების მეგზურები და იცავენ მათ. ობეა არის დამყარებული რწმენაზე, რომ ობეას კაცები იჭერენ და იყენევენ მოჩვენებებს ბოროტი განზრახვით. პენტაკოსტელები ინსპირაციას და ძალას წმინდა მოჩვენების, რომელიც იცავს მათ სატანისგან და დემონებისგან. ამბობენ რომ „დაცემული ანგელოზები“ არიან ლიგაში დელაურენსთან. რასტაფარიანები ეთაყვანებიან იაჰს, ღმერთს რომელიც არის მათთან ერთად.

რელიგიური პრაქტიკოსები

რედაქტირება

ქრისტიანური  ეკლესიის მინისტრებს პატივს სცემენ  და მათ საკმაო გავლენა აქვთ. სიონის აღორძინების კულტის ლიდერები არიან ცნობილნი როგორც „მამები“, „კაპიტნები“ ან „დედები“ და მათი ავტორიტეტი დამყარებულია „სულიერ საჩუქრებზე“ როგორიცაა  დაუფლება, წინასწარმეტყველება, განკურნება, სიზმრების ახსნა და ა.შ. ობეას კაცები და „მეცნიერები“ ან „პროფესორები“ თითქმის ყოველთვის მამაკაცები არიან, მაგრამ თითქმის ყველა მკურნალი არის ქალი.

ცერემონიები

რედაქტირება

სიონის აღზევების კულტი ასრულებს წრიულ ცეკვას, რომელსაც უწოდებენ „ყვირილს“ ან „სამუშაოს“. დღესასწაულის ცერემონიების დროს ეწოდება „მაგიდები“, რომელიც წააგავს პოკომანიის კულტის „საკურთხეველ ცერემონიებს“.

ხელოვნება

რედაქტირება

მუსიკა და ცეკვა ძალიან პოპულარულია. „ჯონკონუ“ საერო ფესტივალია რომელიც მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდან იღებს თავს. ფესტივალის არსი კი იმაში მდგომარეობს რომ სხვადასხვა კოსტიუმებში გამოწყობილი და შენიღბული მოცეკვავეები ქუჩებში აღლუმს აწყობენ საშობაოდ და სხვადასხვა პერფორმანსებს დგამენ სხვადასხვა გამოჩენილი ხალხის სახლებში. თუმცა დღეს-დღეისობით ფესტივალი მხოლოდ განსაკუთრებული დღესასწაულების დროს ტარდება, მაგალითად ყოველწლიური ნაციონალური ფესტივალისას. იამაიკა რეგეული მუსიკის და მისი ერთ-ერთი ფუძემდებლის ბობ მარლის სახლია. იამაიკური ლიტერატურა, ცეკვები, დრამა, მხატვრობა და მოქანდაკეობა საქვეყნოდაა აღიარებული. იმ დროს როდესაც იამაიკაში, ახალგაზრდები უსმენენ მუსიკას და შეიძლება აითვისონ რაიმე სლენგი საჭიროება შეეჯიბრონ ჰიპ ჰოპის ცხოვრების წესის ყველა ასპექტს  არ ემსახურება იამაიკურ კულტურას, იმიტომ რომ არსებობს კულტურული სფერო რომელიც იპყრობს ახალგაზრდა კულტურას, რომელიც წესიტ ჰიპ ჰოპმა უნდა დაიპყროს. საცეკვაო დარბაზი შეიძლება იყოს დამახასიათებელი სპეციფიკური ჰიპ ჰოპის კომპონენტებით და ერეოდეს კიდეც მას, მაგრამ ქვეყანაში ჰიპ ჰოპ მუსიკის პროდუქცია არ არის მაღალ დონეზე

მედიცინა

რედაქტირება

იამაიკური ხალხური მედიცინა წარმოშობილია აფრიკული ტრადიციული მედიცინისგან. სიონის ამღორძნებლები ამუშავებენ სამკურნალო ცენტრებს, რომლებსაც ეწოდებათ სამკურნალო ეზოები  და ხშირად მიაკუთვნებენ მოჩვენებებს ან „ობეებს“. ამ ცენტრების პრაქტიკოსები არიან შამანურები, რადგან ეძებენ სულიერ ხერხებს ავადმყოფობის დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ. ისინი ასევე იყენებენ მცენარეებს, სანთლებს და ლოცვებს. ხელებზე დაწყობით მკურნალობა საკმაოდ გავრცელებულია პენტეკოსტელ ეკლესიებში. იამაიკური ეკონომიკის გაუარესებამ, რომელიც იყო თანხლებული მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი გარდაქმნის პოლისებით, გამოიწვია შემცირებები ჯანმრთელობის სერვისებში, პროფესიონალების ხელფასებში და საავადმყოფოების რეზერვების შექმნაში. უფრო მეტად გამოიყენებენ მედიცინას დაბადების დროს იამაიკაში წინა საუკუნის შემდეგ. ამ დროს იამაიკაში დაბადების წესი შეიცვალა. ადრე ხდებოდა დაბადება მედდის თანხლებით სახლის პირობებში. შემდეგ კი საავადმყოფოებში. ამ დროს მედდები ძირითადად მზრუნველობის ფუნქციას ითავსებენ. ექიმები  მხოლოდ ემსახურებიან იმ შემთხვევაში, თუ რაიმე პრობლემა არის. მთავრობის დაფინანსებით ქალაქებში, ქალებმა უნდა უნდა ჩათვალონ, რომ აუცილებელია მშობიარობა მოხდეს საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ.

სიკვდილი და  სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

რედაქტირება

დაკრძალვა მნიშვნელოვანი მოვლენაა იამაიკაში და გარდაცვლილთა მოჩვენებების საკმაოდ ეშინიათ. მონებს სჯეროდათ, რომ სიკვდილის შემდეგ კარგი სული მიდიოდა აფრიკაში, ცუდი კი მოჩვენების სახით იხეტიალებდა ბამბის ხეებთან. სადღესასწაულო გაღვიძება იმართებოდა რათა მიცვალებულებს განესვენათ და მოჩვენებები უვნებლებად ექციათ. ამას ან „ცხრა დღეს“ ახლაც აქვთ ადგილი სოფლებში.

ქალაქური ცენტრები სწრაფად ვითარდება სოფლის ტერიტორიებიდან მიგრაციის გამო. მოსახლეობის დაახლოებით 40% კინგსტონ-ესპანურ საქალაქო აგლომერაციაშია, რადგან აქ არის ქარხნების უმეტესობა განლაგებული. დანარჩენი 15 პროცენთი ცხოვრობს 48 პატარა ქალაქში და კიდევ დანარჩენი 45 პროცენტი ცხოვრობს დაახლოებით ათას სხვადასხვა სოფელში. შაქრის მამულები მოთავსებულია დაბლობებზე, ძირითადად სანაპიროს გასწვრივ.

ყველაზე ღირებული სექტორი ფორმალურ ეკონომიკაში არის ბოქსიტის მოპოვება-წარმოება და ალუმინის გადამუშავება. წვრილი მანუფაქტურა სწრაფად განვითარდა 60-იან წლებში და 1984 წლისთვის უკვე 1202 პატარა ქარხანა (768 კინგსტონის ტერიტორიაზე) არსებობდა.

ბოქსიტის მრეწველობა და ალუმინის გადამუშავება კონცენტრირებულია კუნძულის ცენტრში. ტურისტული ინდუსტრია მოთავსებულია ჩრდილოეთ სანაპიროზე, ნეგრილიდან (დასავლეთი) პორტ ანტონიომდე (აღმოსავლეთი). პატარა ფერმები მიმოფანტულია შიდა მხარეში, უსწორმასწორო ზედაპირებზე.

ყოველდღიური საკვები - საუზმე, რომელსაც „ჩაის სმა“ ჰქვია, მოიცავს მოხარშულ ბანანს ან შემწვარ პურის ნაყოფს, შემწვარ (მოხრაკულ) „კალალოოს“ დამარილებულ ვირთევზასთან და მცენარის ან შოკოლადის ჩაისთან ერთად. აფრო-იამაიკელების შუადღის ლანჩი დღის მთავარ სადილად ითვლება. ამას მოჰყვება პური, შემწვარი ბანანი ან ცომის გუფთა, ასევე ცხელი სასმელი საღამოს დასაწყისში.  ადამიანებს, რომლებიც უფრო მკაცრ სამუშაო რეჟიმში იმყოფებიან, მთავარი კვება აქვთ საღამოს. ვახშამში შეიძლება შედიოდეს მოშუშული ან შემწვარი ძროხის ხორცი, მოხარშული კარტოფილი ან ბანანი, ბრინჯი ან ბარდა, ან მხოლოდ ბრინჯი შემწვარ თევზთან ერთად.

კვების წესები ცერემონიულ შეხვედრებზე - ბრინჯი არის ყველაზე გავრცელებული ცერემონიული საკვები ტკბილ კარტოფილთან, იამსთან და მწვანე ბანანთან ერთად, ეს საკვები ძირითადია აფრიკულ და აღმოსავლეთ-ინდურ ცერემონიებზე, ასევე მთავარ კერძად ცნობილია შეკაზმული თხის ხორცი წვეულებებზე, ცეკვებზე, ქორწილებსა და პანაშვიდებზე. დაკლული ცხოველები და ფრინველები რიტუალურ კონტექსტში მოიაზრებიან. რამდენიმე აფრიკული რელიგიის სექტები თხებს მსხვერპლშესაწირად იყენებენ, და კუმინაში - აფრორელიგიურ პრაქტიკაში, თხის სისხლი შერეულია რომთან ერთად და გამოიყენება სასმელად.

ეკონომიკა და კომერციული აქტივობები

რედაქტირება

მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 1400 ამერიკული დოლარი ერთ სულ მოსახლეზე 1991 წელს, 1987 წლიდან 960 ამერიკულ დოლარს შეადგენდა და თანდათან იზრდებოდა. ეკონომიკა განვითარდა სწრაფად 60-იან წლებში, 1973-1980 წლების შუალედში დაიწყო დაღმასვლა და 1980 წლიდან ნელ-ნელა გაუმჯობესება დაიწყო. შაქარი იყო მთავარი ინდუსტრია მონობის გათავისუფლებამდე, შემდეგ გლეხობა და დუალისტური ეკონომიკა გაბატონდა. წვრილი ფერმერები მონაწილეობენ მეურნეობაში და გვთავაზობენ სხვადასხვა პროდუქტს, მაგალითად იამსსა და ტკბილ კარტოფილს ადგილობრივი მოხმარებისთვის. ბანანმა, როგორც მთავარმა საექსპორტო პროდუქტმა, ჩაანაცვლა შაქარი მეოცე საუკუნის დასაწყისში, თუმცა 1937 წლის პროდუქციის პიკს შემდგომმა ექსპორტის მაჩვენებლებმა ვერასოდეს გადააჭარმა. დღესდღეობით მთავარი მოსავალი არის მარიხუანა (განჯა), რომელიც ყოველწლიურად დიდი რაოდენობით არის ექსპორტირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი ღირებულება 1984 წლის მაჩვენებლებით 3,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მარიხუანას დამუშავება არალეგალურია, თუმცა ეკონომიკა ძალიან დამოკიდებულია ამაზე. ტურისტების რაოდენობა 70-იან წლებში მკვეთრად შემცირდა, თუმცა 80-იან წლებში ისევ გაიზარდა. კუნძულს ჰყავდა მილიონზე მეტი მნახველი 1987 წელს. 1991 წელს მნიშვნელოვანი კლება იყო ტურისტების რიცხვში და ეკონომიკაც შესუსტდა.

ინდუსტრიული ხელოვნება

რედაქტირება

ისტორიულად იამაიკა გამოირჩეოდა პლანტაციების მონოკულტურით, თუმცა კუნძულს განვითარებული აქვს სხვა ინდუსტრიული პროფესიებიც, მაგალითად კალათების კეთება. ემიგრაციის გამო ინდუსტრიას ხელი შეეშალა, რადგან გამოცდილმა, პროფესიონალმა მუშებმა კუნძული დატოვეს. 

შეხვედრა და მისალმება

რედაქტირება

ყველაზე გავრცელებული მისალმებაა ხელის ჩამორთმევა და მზერით კონტაქტი თბილ ღიმილთან ერთად.

დღის სხვადასხვა დროს გამოიყენება შესაბამისი მისასალმებელი სიტყვები, „დილა მშვიდობის“, „დღე მშვიდობის“, „საღამო მშვიდობის“.

თუ ადამიანებს შორის მეგობრობა უკვე დამყარებულია, ქალს შეუძლია მისალმების დროს ჩაეხუტოს და ლოყაზე აკოცოს მეგობარს, ჯერ მარჯვენაზე, მერე მარცხენაზე.

კაცები ხშირად ერთმანეთს მისალმებისას ან ლაპარაკის დროს მხრებზე ხელს ურტყამენ.

გავრცელებულია მიმართვა ადამიანებს შორის მოკრძალებული ტიტულებით მის, მისის, მისტერ და გვარებით, სანამ პერსონალური ურთიერთობა განვითარდება.

როგორც კი მეგობრობა გაღრმავდება, თქვენ გაქვთ უფლება ითხოვოთ, რომ მოგმართონ სახელით.

სადილის ეტიკეტი

რედაქტირება

მაგიდასთან მოქცევის მანერები შედარებით არაფორმალურია.

რაც უფრო ფორმალურია შეხვედრა, მით უფრო ფორმალურია მოქცევის წესები.

იამაიკაში ჭამის დროს ჩანგალი მარცხენა ხელში, დანა კი მარჯვენა ხელში ეჭირათ.

თუ სტუმარი არ ჭამს, სასურველია ხელები დაიწყოს კალთაზე.

სასურველია სტუმარმა თეფშზე გადმოღებული კერძი მთლიანად დაამთავროს.

ურთიერთობების დამყარება და კომუნიკაცია

რედაქტირება

იამაიკელები გარეგნულად თბილები და მეგობრები არიან, მაგრამ ხშირად პირველი გაცნობისას დისტანციურები არიან, რადგან თვლიან, რომ დამეგობრებამდე თავშეკავება აუცილებელია.

პირველი შეხვედრისას იამაიკელებთან გადამეტებულად შინაურობა არ არის რეკომენდებული.

იამაიკაში სტატუსი დაფასებულია.

იამაიკელები პირდაპირი კომუნიკატორები არიან და არ ეშინიათ რაიმეს თქმის.

ისინი აფასებენ ლოგიკას და წრფივ აზროვნებას.

იამაიკელები ძალიან ახლოს დგანან საუბრის დროს.

ბიზნეს შეხვედრის ეტიკეტები

რედაქტირება

შეხვედრები საჭიროა და დასაგეგმად ადვილია.

თუ საზღვარგარეთიდან ჩამოსვლა ხდება საჭირო, შეხვედრა მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა იყოს დათქმული.

იამაიკელებს მოსწონთ პუნქტუალობა მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თვითონაც არღვევენ პუნქტუალობის წესებს.

სანამ მოსაუბრე სასაუბრო თემაზე გადავა, სასურველია, თუ რაიმე პატარა თემაზე ისაუბრებს და მისცემს იამაიკელ კოლეგებს უფლებას, თავად გადაწყვიტონ, თუ როდის გადავიდნენ აუცილებელ საკითხზე.

შრომის გადანაწილება

რედაქტირება

1989 წელს შრომის 22,5 % განაწილებული იყო სოფლის მეურნეობაში, 41% მომსახურების სექტორში, 19% ინდუსტრიაში. უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალი, 17,5% იყო განსაკუთრებით 20-24 წლის ასაკის ხალხში. დასაქმებული ქალები მთლიან დასაქმებულთა 46%-ს შეადგენენ, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქალები ძირითადად მომსახურების სექტორში მუშაობენ მოვაჭრეებად, დიასახლისებად, მასწავლებლებად და ოფისის მუშაკებად.

მიწის ფლობა

რედაქტირება

მონების პლანტაციები განლაგებულია სწორ, ნაყოფიერ ტერიტორიებზე, ბარებსა და სანაპირო მდელოებზე. მთიანი და ნაკლებად ნაყოფიერი შიდა ტერიტორია მეჩხერად იყო დასახლებული მონათა ემანსიპაციამდე. მონები ეძებდნენ მიწებს, ეძებდნენ თავისუფლებას, საბოლოოდ კი გლეხ ფერმერებად გადაიქცნენ. ეს ისტორიული ვერსია სხვადასხვა საზოგადოების მსოფლმხედველობაში ჯერ კიდევ გაბატონებულია.

დიდ ფერმერებს უკავიათ საუკეთესო მიწები და აწარმოებენ ერთ კონკრეტულ მცენარეს საექსპორტოდ. პატარა ფერმები კი მთიან ადგილებშია მოთავსებული და აწარმოებენ საშინაო მარკეტისთვის სხვადასხვა პროდუქტს.  გავრცელებულია ნათესავების მიერ მიწის ფლობა, ამ „ოჯახის მიწის“ ყველა მემკვიდრეს თანაბარი უფლება აქვთ იცხოვრონ და გამოიყენონ ეს მიწა ისე, როგორც უნდათ. ოჯახის მიწა მნიშვნელოვანი სიმბოლოა დაცვისა და ოჯახური ერთიანობის. ხშირად ამას ძალიან მცირე, ან საერთოდ არანაირი სამეურნეო მნიშვნელობა არ აქვს. როგორც წესი, გარდაცვლილი ოჯახის წევრები ამ მიწაზე იმარხებიან.

ნათესაობა

რედაქტირება

იამაიკელებს აქვთ ესკიმოს სისტემა, ისეთივე ნათესაური სისტემა აქვთ, როგორც ინგლისელებსა და ამერიკელებს, მაგრამ ისინი ხშირად იგნორს უკეთებენ ცოლ-ქმრულ ნათესაობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება