სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაკობ.

იაკობ ზებედესი, იაკობ უფროსი (ებრ. יעקב, ბერძ. Ιάκωβος, ლათ. Iacobus) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე — 13 მაისი [ძვ სტ. 30 მაისი] აპრილი.

იაკობ ზებედესი

იაკობ მოციქულის ხატი, რუსეთი, XV საუკუნე
დაიბადა I საუკუნე
Bethsaida, გალილეა
გარდაიცვალა 44[1]
იერუსალიმი
დასაფლავებულია Cathedral of Santiago de Compostela
ხსენების დღე 25 ივლისი[2] , 30 აპრილი და 30 დეკემბერი
მოღვაწეობა fisher და მისიონერობა
ენა Biblical Hebrew[1] , არამეული ენები[1] და კოინე[1]
ეროვნება ებრაელები
მეუღლე უცნობი

ცხოვრება

რედაქტირება

წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი იყო იოანე ღვთისმეტყველის უმცროსი ძმა და ზებედასა და სალომეას შვილი. სალომეა კი იყო ღვთისმშობლის ბიძაშვილი. იაკობი და იოანე მოციქულები იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. უფალმა მათ მოუწოდა როცა ისინი თევზაობდნენ (მათ.4:21-22). იაკობ მოციქული დაესწრო ფერისცვალებას, იაირის ქალიშვილის განკურნებას. (მათ.20:26-28).

ძმებს ღმერთმა მეტსახელად Boanerges — ”ძენი ქუხილისანი” შეაარქვა.

ქადაგება

რედაქტირება

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. იაკობ მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნები. ასე მისცურა წმიდა იაკობ მოციქულმა იბერიაში (ესპანეთი), სადაც მან იქადაგა. შემდეგ კვლავ იერუსალიმში დაუბრუნდა.

მოწამეობრივი აღსასრული

რედაქტირება
 
წმ. მოციქული იაკობ ზებედესი (ნიურნბერგის ქრონიკა, 1493)

იერუსალიმში იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა.

მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.

— (საქ. 12:1-2)

წმიდა იაკობთან მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში †44 წელს.

წმინდა ნაწილები

რედაქტირება
 
სანტიაგო დე კომპოსტელას კათედრალი
 
ლუსკუმა იაკობ მოციქულის წმინდა ნაწილებით

გადმოცემის თანახმად, მოციქულის წმინდა მიწაზე მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ, მისი წმინდა სხეული ლუსკუმაში დასვენებული დააწვინეს ნავში და ჩაუშვეს ხმელთაშუა ზღვაში. ღვთის განგებით ამ ნავმა მიცურა ესპანეთის იბერიაში და გამორიყა მდინარე ულას (Ulla) ნაპირას. გადმოცემის თანახმად მოციქულის ნეშტი ასე იყო მდინარეზე გამორიყული 813 წლამდე, ვიდრე განდეგილმა ბერმა პელაიომ ზეციურ ვარსკვლავს გაყოლილმა ღვთის განგებით არ აღმოაჩინა იგი. 896-899 წლებში მეფე ალფონს III გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზე წმინდა ნაწილების აღმოჩენის ადგილას აშენებულიყო მცირე ტაძარი. თვით ამ ადგილს დაერქვა სახელი - კომპოსტელა (ლათ. Campus Stellae, «ვარსკვალავით აღნიშნული ადგილი», შემდგომში ამ ადგილას აშენდა ქალაქი - სანტიაგო დე კომპოსტელა).

 
Relic of horseshoes of the horse of Santiago of battles of the Navas of Tolosa.
 
არგენტინის პროვინციის დროშა, რომლის ცენტრში ჩახატულია ჯვარი ცნობილი იაკობ მოციქულის ჯვრის სახელთ.
 
ნიჟარას გამოსახულება რომელიც იაკობ მოციქულის სიმბოლოდ იქცა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Catalog of the German National Library
  2. Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typicaCivitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 28.