იაკობ დე ლა რეი

(გადამისამართდა გვერდიდან იაკობ დელარეი)

იაკობ დე ლა რეი (ინგლ. Koos de la Rey; დ. 22 ოქტომბერი, 1847, ვინბურგი — გ. 15 სექტემბერი, 1914, ლანგლახტი) — ბური გენერალი ბურების მეორე ომში, იგი მიიჩნეოდა ყველაზე გამჭრიახ და ეშმაკ სამხედრო ხელმძღვანელად ბრიტანელებთან კონფლიქტში.

იაკობ დე ლა რეი
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1847[1]
დაბადების ადგილი Winburg
გარდაცვალების თარიღი 15 სექტემბერი, 1914[2] [1]
გარდაცვალების ადგილი ვიტვატერსრანდი
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები Free State–Basotho War, ბურების პირველი ომი და ბურების მეორე ომი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იაკობ დე ლა რეი იყო მეექვსე ბავშვი ადრიან იოჰან დე ლა რეისა და ადრიანა ვან როიენის ოჯახში. მისის მშობლები ფერმერები იყვნენ და ცხოვრობდნენ ქალაქ ვინბურგში, ორანჟის თავისუფალ სახელმწიფოში. ბრიტანეთთან კონფლიქტის გამო 1848 წელს, თანამედროვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაშინდელ ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალი ბური წავიდა ემიგრაციაში. მათ შორის იყო დე ლა რეის ოჯახი, რომელიც ტრანსვაალში ქალაქ ლიხტენბურგში დასახლდა. იაკობ დე ლა რეის სასკოლო განათლება ბოლომდე არ მიუღია. მოგვიანებით, როდესაც ტრანსვაალში ალმასი აღმოაჩინეს, ოჯახი საცხოვრებლად გადადის ქალაქ კიმბერლიში, სადაც იაკობი ტრანსპორტირებაზე მუშაობდა. 1865-1868 წლებში იგი მონაწილეობას იღებდა ბასოთოს წინააღმდეგ ომში, რომელშიც ტრანსვაალისა და ორანჟის რესპუბლიკებმა დაამარცხეს ბასოთოელები. მოგვიანებით იგი აირჩიეს ლიხტენბურგის კომენდანტად, 1883 წელს კი გახდა პარლამენტარი. 1899 წელს კრაიპანის ბრძოლაში მან სასტიკად დაამარცხა ინგლისელები. ამ გამარჯვებამ დე ლა რეი პოპულარული გახადა. მან ასევე თავი ისახელა გრასპანის ბრძოლაში, სადაც დე ლა რეი დაუპირისპირდა ბრიტანელთა პირველ დივიზიას, რომელსაც ლორდი მეთიუენი სარდლობდა. მეთიუენის მიზანი იყო ბოლო მოეღო ქალაქ კიმბერლის ალყისთვის. ამისათვის მან 8000 ბრიტანელი ჯარისკაცი დაძრა ქალაქისაკენ. ბურების 2000-იანმა არმიამ ვერ გაუძლო ბრიტანელთა შეტევას და მდელოს უკან განლაგდა. მოგვიანებით ისინი გაერთიანდნენ ტრანსვაალისა და ორანჟის 3000 ჯარისკაცთან, რომლებსაც დე ლა რეი სარდლობდა. ბურები შეტევაზე გადავიდნენ და მდელოს დიდი ნაწილი დაიკავეს. ასევე ააფეთქეს რკინიგზა, საიდანაც ბრიტანელები დახმარებას ელოდნენ.

ბურების დამარცხება

რედაქტირება

მიუხედავად დე ლა რეის გამარჯვებებისა, ბურებს უჭირდათ ბრიტანელთა ჭარბი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა და მარცხი განიცადეს პარდებერგის ბრძოლაში, სადაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი გენერალი კრონიე იძულებული გახდა ბრიტანელებს დანებებოდა. 13 მარტს ბრიტანელება ბლუმფონტეინი აიღეს, 5 ივნისს დაეცა ტრანსვაალის დედაქალაქი პრეტორიაც. ტრანსვაალის პრეზიდენტი სტეფანუს კრიუგერი ევროპულ ემიგრაციაში წავიდა. მიუხედავად ამისა, ბურები აგრძელებდნენ პარტიზანულ ბრძოლას. დე ლა რეი ლუი ბოტა და სხვა გენერლები შეიკრიბნენ ქალაქ კრონშტადში, სადაც დასახეს ბრძოლის ტაქტიკა. დე ლა რეიმ თავიდან ჩამოაყალიბა არმია და მომდევნო 2 წელში რამდენიმე მცირე ბრძოლაში დაამარცხა ბრიტანელები. დე ლა რეის ჰქონდა დიდი ტალანტი შეუმჩნევლად ემოძრავა არმიით ბრიტანელების არმიებს შორის და როცა ბრძოლას აზრი არ ჰქონდა თავიდან აეცილებინა იგი. ამის გამო ბევრი მას წინასწარმეტყველად მიიჩნევდა. 1902 წელს ომში დამარცხებული დე ლა რეი და ბოტა მიდიან ემიგრაციაში, თავდაპირველად ევროპაში, შემდეგ კი ამერიკაში, რათა ომისგან დაზარალებული ბური ფერმერებისათვის თანხა შეეგროვებინათ. 1907 წელს დე ლა რეი შედის ტრანსვაალის ახალ პარლამენტში და პირველ პრემიერმინისტრ ბოტასთან ერთად ცდილობს ბურებისა და ინგლისელების შერიგებას. იაკობ დე ლა რეი 1914 წელს ერთ-ერთ შეტაკებაში დაიღუპა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • General Jacobus Hercules de la Rey beim Anglo-Boer War Museum (Memento vom 5. August 2014 im Internet Archive)
  • Jacobus Herculaas de la Rey 1847–1914 bei SA History
  • Schlacht bei Modder River
  • Schlacht bei Magersfontein
  • Generaal Jacobus Herculaas de la Rey (Memento vom 18. August 2010 im Internet Archive)
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. Encyclopædia Britannica