არნოლდ კრონიე

არნოლდ კრონიე (ფრანგ. Pieter Arnoldus Cronjé ; დ. 4 ოქტომბერი, 1836, კოლესბერგი — გ. 4 თებერვალი, 1911, პოტჩეფსტრუმი) — ბურების გენერალი ბურების პირველ და მეორე ომში.

ბიოგრაფიარედაქტირება

კრონიე ბრიტანეთის კაპკოლონიაში დაიბადა. იგი იზრდებოდა ბურების მმართველობაში მყოფ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ბურების პირველ ომში იგი იყო გენერალი. ბურების მეორე ომში კრონიე იყო ბურების დასავლეთის არმიის მთავარსარდალი და ხელმძღვანელობდა ქალაქების კიმბერლისა და მაფეკინგის ალყას. ბრიტანელ გენერალს პაულ მეთიუენს სურდა დაესრულებინა კიმბერლის ალყა. ამ მიზნით 1899 წლის 28 ნოემბერს დაძრა ჯარები კრონიეს წინააღმდეგ. ბრიტანელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ეს გამარჯვება მათ პიროსის გამარჯვებად დაუჯდათ. მოგვიანებით 1899 წლის 11 დეკემბერს მახერსფონტაინის ბრძოლაში კრონიემ სასტიკად დაამარცხა ბრიტანელები. კრონიემ, რომელიც ბურების არმიის 1/10-ს 4000 ჯარისკაცს სარდლობდა, დამარცხდა პარდებერგის ბრძოლაში და მთელ არმიასთან ერთად ტყვედ ჩავარდა. მათ შორის იყო ნიკო ბაგრატიონიც. ტყვე ბურები ბრიტანელებმა წმინდა ელენეს კუნძულზე გადაიყვანეს. კრონიე 1902 წელს გაანთავისუფლეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან ქალაქ კლერკსდორფში გაატარა.

ლიტერატურარედაქტირება

  • Martin Meredith: Diamonds, Gold, and War: The British, the Boers, and the Making of South Africa.. PublicAffairs, 2008, S. 99–100.
  • Hochspringen nach: a b c Eintrag bei britannica.com (englisch), abgerufen am 29. Januar 2014
  • Hochspringen ↑ Carl Hodge: Encyclopedia of the Age of Imperialism, 1800-1914.. Greenwood Publishing Group, 2008.