თხისზურგის ქედი
ქედი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
თხისზურგის ქედი — ქედი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს საშუალო სიმაღლის განედური ქედს მდინარეების ლუხუნისწყალსა და რიცეულას შორის, რომლის უდიდესი მწვერვალის სიმაღლეა 1878 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, მათი ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. თხემი მოსწორებულია. ქედი შემოსილია წიფლისა და რცხილის ტყით.
თხისზურგის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°34′38″ ჩ. გ. 43°10′06″ ა. გ. / 42.577222° ჩ. გ. 43.168556° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1878 მ |
ამგებელი ქანები | პორფირიტი, მისი ტუფი, ტუფ-ბრექჩია და ტუფ-ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნემანიშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 152.