თურღაის პლატო

პლატოსებური ამაღლება ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში
(გადამისამართდა გვერდიდან თურღაის მაგიდა მხარე)

თურღაის პლატო, თურღაის მაგიდა მხარეპლატოსებური ამაღლება ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ ურალის და მუღოჯარის მთებს (დასავლეთი) და ყაზახეთის წვრილგორაკებს (აღმოსავლეთი) შორის. მერიდიანულადაა გადაჭიმული 630 კმ-ზე, სიგანე დაახლოებით 300 კმ-ია, სიმაღლე 200–300 მეტრამდე მერყეობს. პლატოს ღერძულ ნაწილს გასდევს თურღაის ხეობა.[1]

თურღაის პლატო
კოორდინატები: 50°03′ ჩ. გ. 61°50′ ა. გ. / 50.050° ჩ. გ. 61.833° ა. გ. / 50.050; 61.833
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
სიმაღლე 200–300 
სიგრძე 630 კმ
სიგანე 300 კმ
ამგებელი ქანები პალეოგენური ზღვიური და ნეოგენური კონტინენტური ნალექები
თურღაის პლატო — ყაზახეთი
თურღაის პლატო

ტექტონიკურად ეპიჰერციულ ბაქანს წარმოადგენს. ზედაპირი აგებულია პალეოგენური ზღვიური და ნეოგენური კონტინენტური ნალექებით. პლატოს ჩრდილოეთი ნაწილი სუსტადაა დანაწევრებული, სამხრეთი ნაწილი ღარტაფებით, ხრამებითა და ხევებით მაგიდა მთებადა არის დანაწევრებული. ხევების ძირზე მლაშე ტბებია.[1]

ჰავა მშრალი და მკვეთრად კონტინენტურია. იცის ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჩრდილოეთი ნაწილი სტეპის ზონაშია, სადაც სამხრეთის შავმიწები და მუქი წაბლა ნიადაგებია განვითარებული; სამხრეთი ნაწილი ნახევარუდაბნოს ზონაშია მოქცეული. თურღაის პლატოს საზღვრებში არის მაგნეტიტური რკინის მადნის, მურა რკინაქვის, ბოქსიტებისა და სხვა წიაღისეულის დიდი საბადოები.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 28.